სპემანი ფორტე – Speman Forte

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

ფარმაკოლოგიური ჯგუფი: სქესობრივი ფუნქციის მარეგულირებელი საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის პრეპარატს, რომლის შემადგენლობაში აქტიური ნივთიერებების სახით შედის:
ფხვნილები:
Orchis mascula…………………. 39 მგ
Lactuca scariola………………… 10 მგ
Astercantha Longibolia……….. 19 მგ
Mucuna pruriens………………. 10 მგ
Suvarnavang……………………. 10 მგ
ექსტრაქტები:
Parmelia perlata…………………  10 მგ
Argureria spesiosa………………. 19 მგ
Tribulus terrestris……………….  19 მგ
Leptadenia reticulate…………..  19 მგ
Rauwolfia serpentina
ალკალოიდების სტანდარტული სუმარული შემცველობა შეადგენს………….. 1,5 მგ – ს.

აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს სამკუთხედი ფორმის, მუქი ჟოლოსფერ შემოგარსულ ტაბლეტს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს მცენარეული წარმოშობის კომპლექსურ პრეპარატს, რომელიც ხელს უწყობს სქესობრივი ფუნქციის ნორმალიზაციას.

ჩვენება:
დაჩქარებული ეაკულაციის დროს;
ხანდაზმულობით გამოწვეული სასქესო ფუნქციის დარღვევა.

წინააღმდეგჩვენება:
* პრეპარატისა და მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.

გვერდითი მოვლენები: შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მიიღება პერორალურად 1-2 ტაბლეტის ოდენობით 3- ჯერ დღეში 2-4 კვირის განმავლობაში.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი. შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება აკრძალულია.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან და ბავშვებისაგან   დაცულ ადგილას 10-დან 30 0C ტემპერატურაზე.

გაცემის რეჟიმი: ურეცეპტოდ
შეფუთვა: ტაბლეტები №100 შეფუთვაში.
მწარმოებელი: ჰიმალაი დრაგი, ინდოეთი

გაფრთხილება