სტრეპტოტესტი / STREPTATEST

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

რა არის   „სტრეპტოტესტი®“ ?
სტრეპტოტესტი – არის ექსპრეს – ტესტი, რომელიც გამოიყენება სახლის, ამბულატორიის და სტაციონარის  პირობებში.
სტრეპტოტესტს გამოიყენებენ ნებისმიერი  ტიპის ყელის ტკივილის დროს, გამომწვევის დიაგნოსტიკის მიზნით.
ტესტი არ მოითხოვს ჩატარების განსაკუთრებულ პირობებს.
ტესტის პასუხი მიიღება 5 წთ-ში

რისთვის გვჭირდება  „სტრეპტოტესტი®“ ?
სტრეპტოტესტი საჭიროა სწრაფი დიაგნოსტიკისთვის (ანგინის გამომწვევი სტრეპტოკოკია თუ ვირუსი). თუ ანგინა სტრეპტოკოკულია, აუცილებელია  ანტიბაქტერიული თერაპიის სწრაფი დაწყება, გართულებების თავიდან აცილების მიზნით. მაშინ როცა ანგინა ვირუსულია, ანტიბაქტერიული  თერაპია საჭირო არ არის

როდის ჩავიტაროთ სტრეპტოტესტი®“ ?
სტრეპტოტესტის ჩატარება რეკომენდებულია ნებისმიერი ტიპის ყელის ტკივილის დროს

სტრეპტოტესტი®“  მთავარი უპირატესობები
– იცავს  გართულებებისაგან
დასაბუთებული და დროული მკურნალობის შედეგად
– იცავს შეცდომისაგან
ანტიბიოტიკების გაუმართლებელი  დანიშვნა
– ზოგავს დროს
ტესტის პასუხი მზადაა 5 წთ-ში
– თანხების დაზოგვა
ზოგავს არასწორი მკურნალობისა და გართულებების მკურნალობის ხარჯებს

გამოყენების ინსტრუქცია
1. რეაგენტის მომზადება (4 წვეთი ერთი ფლაკონიდან)
2. რეაგენტის მომზადება (4 წვეთი მეორე ფლაკონიდან)
3. მასალის აღება ტამპონის საშუალებით
4. ტამპონი აღებული მასალა მოვათავსოთ სინჯარაში 1 წთ-ით
5. ჩავწუროთ ტამპონი
6. ტესტ ჩხირი  მოვათავსოთ სინჯარაში, ისრებით ქვევით, და დავტოვოთ 5 წთ.

მნიშვნელოვანია  მასალის არების წესების დაცვა
1. მასალის აღება უმჯობესია  უზმოზე  ან ჭამიდან 2 სთ-ის  შემდგომ
2. ანტიბიოტიკების თანმხლები მიღება ამცირებს ექსპრეს – ტესტის  სიზუსტეს
3. მასალის აღებისას მნიშვნელოვანია არ შევეხოთ სასას, ენას, კბილებს და ლოყის შიდა კედლებს.

ექსპრეს ტესტის (სტრეპტოტესტი) შეფასება
ტესტ ზონაში 2 ხაზი – დადებითი პასუხი, სტრეპტოკოკის არსებობა

ტესტ ზონაში 1 ხაზი – უარყოფითი პასუხი, სტრეპტოკოკის არარსებობა

მნიშვნელოვანია  ტესტის პასუხისა და კლინიკური სურათის  შეთავსება. საჭიროებისას შესაძლოა ტესტის განმეორება!
შედეგი ფასდება 5 წთ-ის შემდეგ
მკრთალი ხაზიც კი  ჩაითვლება დადებით შედეგად
დადებითი პასუხი შესაძლოა მიუთითებდეს,  A ჯგუფის სტრეპტოკოკის  სპეციფიკური ანტიგენის  არსებობაზე, არასიცოცხლისუნარიანი  ბაქტერიის არსებობისას.

ხაზების არარსებობა მიუთითებს ტესტის არასწორ ჩატარებაზე
ტესტის მგრძნობელობა   STREPTATEST R   97.3%
ტესტის სპეციფიკურობა  STREPTATEST R   95.3%

გამოშვების ფორმა: ექსპრეს – ტესტი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება