სტრესამი – STRESAM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ეტიფოქსინი/ETIFOXINE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანქსიოლიზური (შფოთვის საწინააღმდეგო) საშუალება.

შემადგენლობა და გამოაშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 12 კაფს., შეფუთვაში 5 ბლისტერი.
1 კაფს.
ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდი……… 50 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ლაქტოზას მონოჰიდრატი, ტალკი, მიკროკრისტალური ცელულოზა, კოლოიდური სილიკატი, მაგნიუმის სტეარატი.

ფარმაკოლოგიურ თვისებები:
თერაპიული დოზებით ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდს აქვს ანქსიოლიზური მოქმედება. ეტიფოქსინის ჰიდროქლორიდი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე და შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც დღის ტრანკვილიზატორი.

ჩვენებები:
ნევრასთენიული მდგომარეობები, რომელთაც ახლავს შფოთვა, შიში და მოუსვენრობა;
შფოთვით-ფობიური მოშლილობები;
ვეგეტატიური მოშლილობები ზომიერად გამოხატული შიშით, აპათიით, აქტივობის დაქვეითებით.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატის დოზას და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობას განსაზღვრავს ექიმი დაავადების სიმძიმის მიხედვით.
მოზრდილები – 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღეში ჭამის წინ. მკურნალობის მაქსიმალური ხანგრძლივობა შეადგენს 12 კვირას.

გვერდითი მოვლენები:
ხანდახან აღინიშნება თავბრუსხვევა, რომელიც შეიძლება წარმოიქმნას მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის გაგრძელებისას თავისით გაქრეს.
იშვიათად – გამონაყარი კანზე, ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები, ისეთი, როგორც ჭინჭრის ციება, ანგიოდერმიტი.

უკუჩვენებები:
* პრეპარატი არ ინიშნება ბავშვებში 15 წლამდე (არასაკმარისი კლინიკური კვლევების გამო).

განსაკუთრებული მითითებები:
♦  სტრესამით მკურნალობის შეწყვეტისას პაციენტს არ აღენიშნება მოხსნის სინდრომი.
♦ სტრესამი არ მოქმედებს ფსიქომოტორული რეაქციების სიჩქარეზე, მაგრამ პრეპარატის მიმართ ინდივიდუალური რეაქციის გათვალისწინებით, მკურნალობის პერიოდში შესაძლებელია საავტომობილო ტრანსპორტის და პოტენციურად საშიში მექანიზმების მართვის უნარის ხანმოკლე გაუარესება.
♦ მკურნალობის პერიოდში საჭიროა თავის შეკავება ალკოჰოლური სასმელების, ცენტრალური მოქმედების სხვა ნივთიერებების (ჰალოპერიდოლი, დიაზეპამი, იმიპრამინი) მიღებისაგან.

ჭარბი დოზირება:
აღინიშნება ჰიპოტენზია (არტერიული წნევის დაქვეითება).
აუცილებლობის შემთხვევაში სამედიცინო პერსონალის მიერ ტარდება სიმპტომური მკურნალობა.
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
სტრესამის და იმ პრეპარატების, რომლებიც თრგუნავენ ცენტრალური ნერვული სისტემის მოქმედებას (ნეიოროლეპტიური, ტრანკვილიზური, ანალგეზიური, სედატიური საშუალებები, ანტიდეპრესანტები) ერთდროულმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მოქმედების ეფექტურობის პოტენცირება.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Laboratoires BIºCODEX,საფრანგეთი

გაფრთხილება