სუკროფერი / SUCROFER

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსი / Ferrous (III) hydroxide sucrose complex
წინა თაობის ანტიანემიური პრეპარატებისგან განსხვავებით არ შეიცავს დექსტრინს – შესაბამისად არ იწვევს დექსტრინ–ინდუცირებულ ანაფილაქსიურ რეაქციებს
არ დისოცირდება და არ გამოიყოფა თავისუფალი იონების სახით

სუკროფერი – რკინის (III) ჰიდროქსიდის საქაროზული კომპლექსი (USP) ინტრავენური მოხმარებისთვის.

ინექციის 1 მლ შეიცავს 20 მგ ელემანტარულ რკინას, რკინის პოლისაქაროზული კომპლექსის სახით.
სუკროფერი ხელმისაწვდომია 5 მლ ფლაკონებში (100 მგ ელემატარული რკინა 5 მლ-ში). პრეპარატი შეიცავს დაახლოებით 30% საქაროზას წ/ვ (300 მგ/მლ) და მისი პH-ია 10.5-11.1. პროდუქტი არ შეიცავს კონსერვანტებს.
ინექციის ოსმოლარულობა შეადგენს 1,250 მOსმოლ/L-ს.

კლინიკური ჩვენებები და გამოყენება
სუკროფერი ნაჩვენებია რკინადეფიციტული ანემიის სამკურნალოდ იმ პაციენტებთან, რომლებიც იტარებენ ქრონიკულ ჰემოდიალიზს და რომლებიც გადიან დამატებით თერაპიას ერითროპოეტინით.

უკუჩვენება
სუკროფერის გამოყენება უკუნაჩვენებია პაციენტებთან, რომლებსაც გააჩნიათ რკინის გადამეტებული რაოდენობა, პაციენტებთან, რომლებსაც გააჩნიათ გადამეტებული მგრძნობელობა სუკროფერის ან ნებისმიერი მისი არააქტიური კომპონენტის მიმართ, და ანემიის მქონე პაციენტებთან, რომელიც არ არის გამოწვეული რკინის დეფიციტით.

დოზა და მიღება
სუკროფერის დოზა გამოითვლება ელემენტარული რკინის რაოდენობით მგ-ებში. თითო მლ შეიცავს ელემენტარულ რკინის 20 მგ-ს. სუკროფერის რეკომენდირებული დოზა რკინის დეფიციტისას ჰემოდიალიზზე მყოფ პაციენტებში შეადგენს სუკროფერის 5 მლ –ს (ელემენტარული რკინის 100 მგ), რომელიც მიწოდებული უნდა იყოს ინტრავენურად დიალიზის სეანსის განმავლობაში.
პაციენტთა უმეტესობას ესასჭიროება ელემენტარული  რკინის 1000 მგ მინიმალური კუმულაციური დოზა, რომელიც მიღებული უნდა იყოს 10 თანმიმდევრული დიალიზის სეანსის განმავლობაში სათანადო ჰემოგლობინის ან ჰემატოკრიტის რეაქციების მისაღწევად. პაციენტს შეიძლება დასჭირდეს სუკროფერით ან სხვა ინტრავენური რკინის პრეპარატებით თერაპიის გაგრძელება ყველაზე დაბალი დოზებით, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის და რკინის მარაგის ლაბორატორიული პარამეტრების მიზნობრივი დონეების შენარჩუნებისთვის მისაღებ ფარგლებში.

მიღება: სუკროფერი ინტრავენურად უნდა იყოს მიღებული მხოლოდ ნელი ინექციით ან ინფუზიით. კლინიკურ ცდებში სუკროფერი მიღებული იქნა ინტრავენურად პირდაპირ დიალიზის სისტემაში.
ნელი ინტრავენური ინექცია: თირკმის ქრონიკული უკმარისობის მქონე პაციენტებთან სუკროფერი შეიძლება მიღებული იყოს გაუხსნელ მდგომარეობაში ნელი ინტრავენური ინექციით დიალიზის სისტემაში ერთ წუთში 1 მლ (რკინის 20 მგ) ხსნარის შეყვანით [ანუ 5 წუთი თითო ფლაკონისთვის), არ გადააჭარბოთ სუკროფერის ერთ ფლაკონს (რკინის 100 მგ) თითო ინექციისას. გადააგდეთ ნებისმიერი გამოუყენებელი ნარჩენი.
ინფუზია: სუკროფერი ასევე შეიძლება მიღებული იყოს ინფუზიით (დიალიზის სისტემაში ჰემოდიალიზზე მყოფი პაციენტებისთვის). თითო ფლაკონის შიგთავსი ცალ-ცალკე უნდა იყოს გახსნილი მაქსიმუმ 100 მლ 0.9% Nაჩლ-ში, დაუყოვნებლივ ინფუზიამდე. ხსნარი ინფუზირებული უნდა იყოს შემდეგი ტემპით: რკინის 100 მგ მინიმუმ 15 წუთის პერიოდის განმავლობაში. გამოუყენებელი გახსნილი ხსნარი უნდა გადააგდოთ.

შენიშვნა: არ აურიოთ სუკროფერი სხვა პრეპარატებთან ან არ დაამატოთ პარენტერულ საკვებ ხსნარებს, განკუთვნილს ინტრავენური ინფუზიისთვის.

რეკომენდირებული დოზა:
მოზრდილები: 100 მგ რკინა მიღებული კვირაში ერთხელ ან სამჯერ, სანამ არ მიიღწევა საერთო დოზა 1000 მგ 10 დოზის მიღებიდან. საჭიროების შემთხვევაში გაიმეორეთ. დოზირების სიხშირე არ უნდა იყოს კვირაში სამჯერ მეტი. პაციენტებს შეიძლება დასჭირდეთ თერაპიის გაგრძელება რკინის შემცველი ინტრავენური პრეპარატების ყველაზე დაბალი დოზებით, ჰემოგლობინის, ჰემატოკრიტის და რკინის მარაგის ლაბორატორიული პარამეტრების მიზნობრივი დონეების შენარჩუნებისთვის მისაღებ ფარგლებში.

შეინახეთ ორიგინალურ შეფუთვაში 25ºC-ზე. ტემპერატურიდან გადახრა ნებადართულია 15ºC-30ºC

გამოშვების ფორმა: 20მგ/მლ 5მლ ი.ვ. საინექციო ხსნარი ამპულა №25
სუკროფერი მოწოდებულია 5 მლ-იან ერთჯერადი დოზის ფლაკონში.
თითო 5 მლ-ანი ფლაკონი შეიცავს ელემანტარული რკინის 100 მგ-ს (20 მგ/მლ).
არ შეიცავს კონსერვანტებს.

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Claris Injectables Ltd., ინდოეთი

გაფრთხილება