სურდოს მალამო – ველედა / Weleda Schnupfencreme

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
10 გ შეიცავს:
აქტიური სუბსტანციები: ესკულინი (Aesculinum) 10 მგ / კოწახურის (Berberis) ნაყოფის ნაყენი Ø 200 მგ / ლეშურას (Bryonia) ხსნარი D3 1000 მგ / ალისფერი ექინაცეას (Echinacea purpurea) მთელი მცენარის ნაყენი Ø 400 მგ / კვრინჩხის (Prunus spinosa) ნაყოფის ნაყენი Ø (HAB, V. 3c) 300 მგ / ვერცხლისწყლის სულფატის ტრიტურაცია (Hydrargyrum sulfuratum rubrum) D4 100 მგ / D-ქაფური (D-Camphora) 1,2 მგ / ევკალიპტის (Eucalyptus) ეთერზეთი 38,8 მგ / პიტნის (Menthae piperita) ეთერზეთი 38,8 მგ / ბეგქონდარას (Thymus) ეთერზეთი 1,2 მგ.
სხვა ინგრედიენტები: ბლანტი პარაფინი, ყვითელი ვაზელინი, მაკალოიდი (თიხა), ეთანოლი 96%, მატყლის ცვილი, გლიცეროლი 85%, ლეციტინი, გასუფთავებული წყალი.

ჩვენებები
მწვავე და გახანგრძლივებული სურდო, ქერქის წარმოშობის ტენდენცია ცხვირის ლორწოვანზე.

მიღების წესები და დოზები
ცხვირში წასასმელად, დღეში რამდენჯერმე. მწვავე სურდოს დროს მალამოს შეზელვა გარედანაც შეიძლება ნესტოებზე. ორიდან ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებს მალამო მხოლოდ ცხვირის შესასვლელთან წაუსვით თხლად.

გამოშვების ფორმა: 6 გ მალამო ტუბში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ველედა, გერმანია

გაფრთხილება