ტავიპეკი ® კაფსულები – TAVIPEC ® capsules

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

შემადგენლობა: აქტიური სუბსტანცია: ყოველი კაფსულა შეიცავს 0.15 გ სპიკის ლავანდის ზეთს.

დამხმარე საშუალებები:
ჟელატინი, გლიცერინი, ქინოლინი ყვითელი (E 104), ყვითელი – ნარინჯისფერი (E110), დიბუტილფტალატი, ჰიდროქსიპროპილ მეთილცელულოზას ფტალატი.

მოქმედების მექანიზმი:
ტავიპეკის კაფსულები შეიცავს მცენარეული წარმოშობის აქტიურ ნივთიერებას სპიკის ზეთს,  რაც წარმოადგენს ლავანდის ესენციური ზეთს. ტავიპეკის კაფსულები ხასიათდება კარგი ამტანობით.
სპიკის ლავანდის ზეთი ხელს უწყობს განკურნების პროცესს რამდენიმე გზით.
მას გააჩნია შემდეგი ეფექტები:
–           ტავიპეკი არის მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალება: წებოვანი ლორწო თხელდება და აქტიურად ხვდება პირის ღრუში, რაც აიოლებს ექსპექტორაციას. სპიკის ზეთი აჩქარებს ეპითელიუმის წამწამების მოძრაობას რესპირატორული ტრაქტის ლორწოვან გარსში, რაც უზრუნველყოფს თვითგაწმენდის პროცესის გაუმჯობესებას საჰაერო გზებში.
–           იმუნოსტიმულაცია: ტავიპეკი აუმჯობესებს ორგანიზმის არასპეციფიკურ დამცავ ძალებს ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები) გააქტიურების გზით.
–           სპიკის ლავანდის ზეთი არის ანტიმიკრობული საშუალება; იგი ახდენს სხვადასხვა ბაქტერიებისა და სოკოების (მათ შორის ტუბერკულოზის ბაქტერიების) ზრდის ინჰიბირებას და უზრუნველყოფს გამომწვევი მიკრობებით გამოთავისუფლებული ტოქსიკური სუბსტანციების ინაქტივირებას.

ჩვენებები:
გამოიყენება, როგორც ამოსახველებელი საშუალება და დამხმარე პრეპარატი ანტიბიოტიკებით მკურნალობისას შემდეგი მდგომარეობების დროს:
მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი (ბრონქების ანთება);
ბრონქოექტაზია (ბრონქების დილატაცია);
ლარინგობრონქიტი (ყელისა და ბრონქების ანთებითი დაავადება);
ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება (პულმონური ემფიზემა);
მწეველის ხველა;
სინუსიტი;
ბრონქიტი ფილტვის   ტუბერკულოზის დროს.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ტავიპეკის რამდენიმეწლიანი გამოყენების შემდეგ დადგინდა, რომ არ არსებობს რისკი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. არ არის ცნობილი აღწევს თუ არა ლავანდის ზეთი დედის რძეში.
პრეპარატის გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია.

სიფრთხილის ზომები:
იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღებისას სიმპტომები კვლავ სახეზეა ან მკურნალობას არ აქვს სასურველი შედეგი, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
დღემდე არ არის ცნობილი სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედების შესახებ.

მიღების წესი და დოზირება:
რეკომენდებული დოზა შეადგენს 2 კაფსულას დღეში 3- ჯერ.
ბავშვებში დოზის განსაზღრისათვის ჩატარებული გამოკვლევები არასაკმარისია.
ტავიპეკის კაფსულები მიიღება დაუღეჭავად სითხის მიყოლებით ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ავადმყოფობის მიხედვით შესაძლებელია ტავიპეკის კაფსულების მიღება ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

არასასურველი ეფექტები:
პრეპარატი გავლენას ახდენს ორგანიზმზე და ცვლის მის ფუნქციებს. არასასურველი ეფექტები ყველა პაციენტში არ ვლინდება.
ზოგჯერ შეიძლება აღინიშნოს ზომიერი ხასიათის გულისრევა ინდივიდუალური მგრძნობელობისა და მიღებული რაოდენობის მიხედვით. გარდა ამისა, სუნთქვისას შესაძლებელია ესენციური ზეთის სუნის წარმოქმნა.
ტავიპეკის კაფსულების გამოყენებისას ისეთი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში, რაც დაკავშირებულია პრეპარატის მიღებასთან, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება შეფუთვაზე მითითებული   ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება სინათლისაგან დაცულ ადგილას, ოთახის ტემპერატურაზე.

გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე

ფარმაცევტული ფორმა და შეფუთვის მოცულობა: 30   რბილი გასტრორეზისტენტული კაფსულა (3 ბლისტერი 10 კაფსულით).

მწარმოებელი: ფარმაცევტული ქარხანა ` მონტავიტ გეზ. მ. ბ. ჰ.` 6060 აბზამი,  ტიროლი, ავსტრია.

გაფრთხილება