ტემპანგინოლი – TEMPANGINOL

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მეტამიზოლი+ტრიაცეტონამიდ 4-ტოლუოლსულფონატი/metamizole sodium, triacetonamine 4–toluene sulfonate

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანალგეზიური, სიცხის დამწევი საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: ბლისტერზე 10 ც.
1 ტაბ.
მეტამიზოლი……………………………………….    500 მგ
ტრიაცეტონამიდ 4-ტოლუოლსულფონატი………   20 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, პოლივინილპიროლიდონი K25.

ჩვენებები:
გამოიყენება თავის და კბილის ტკივილის შესამსუბუქებლად;
ნევრალგიების და მიალგიების დროს (კუნთების ანთებით გამოწვეული ტკივილი);
დაჭიმულობის და ნაღრძობის;
დამწვრობის;
მენსტრუალური ციკლის დროს განვითარებული ტკივილის;
თირკმელებში და ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობისას.

მიღების წესი და დოზირება:
მოზრდილებში: 1-2 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, მაქსიმალური დღეღამური დოზაა – 6 ტაბლეტი.
12 წლამდე ბავშვებში: 2-3-ჯერ დღეში 1 ტაბლეტი, მაქსიმალური დღეღამური დოზა შეადგენს 3 ტაბლეტს.
ტემპალგინოლი მიიღება პერორალურად ჭამის შემდეგ დაღეჭვის გარეშე ცოტაოდენი წყლის მიყოლებით.
მკურნალობის კურსის ხანგრძლივობაა 5-7 დღე. იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატის მიღების დრო გამორჩენილია, შესაძლებელია მისი მიღება ნებისმიერ დროს, 6-8 საათიანი ინტერვალის დაცვით თითოეული ტაბლეტის მიღებიდან.

გვერდითი მოვლენები:
პრეპარატით მკურნალობისას შესაძლოა ალერგიული რეაქციების გამოვლენა, როგორიცაა ქავილი, კანზე გამონაყარი, რიგ შემთხვევებში ალერგიული შოკი, ანემია და ლეიკოპენია, ღებინება, ტკივილი მუცლის არეში.
მკურნალობისას, თუ გამოვლინდა რომელიმე ზემოთაღნიშნული არასასურველი სიმპტომები, საჭიროა პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

უკუჩვენებები:
* პრეპარატი არ გამოიყენება პაციენტებში, რომელთაც გამოხატული აქვთ მეტამიზოლის მიმართ ალერგია;
* ღვიძლის ზოგიერთი დაავადებისას მაგ. პორფირია, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენეზას დეფიციტი;
*  ლეიკოპენია და აგრანულოციტოზი;
* ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში;
* 12 წლამდე ასაკის ბავშვებში.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში ალერგიით საკვები პროდუქტების და სამკურნალო საშუალებების მიმართ, აგრეთვე ბრონქული ასთმით და ცხვირის პოლიპებით დაავადებულებში.
◄ პაციენტებს, რომლებსაც დაზიანებული აქვთ თირკმელების და ღვიძლის ფუნქცია, აგრეთვე აღენიშნებათ სისხლის სხვადასხვა დაავადებები, ტემპალგინოლი ენიშნებათ მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში.
◄ გვერდითი მოვლენების გამოვლენისას საჭიროა პრეპარატის გამოყენების შეზღუდვა მძღოლებში და იმ პირთათვის, ვინც მუშაობს მანქანა-დანადგარებთან.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: გამონაყარი, ქავილი, გულისრევა, პირღებინება, ძილიანობა, სისხლის წნევის დაქვეითება. ზემოთაღნიშნული სიმპტომების გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლივ პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატი არ გამოიყენება კომბინაციაში კუმარინების ჯგუფის ანტიკოაგულანტებთან, ჩასახვისსაწინააღმდეგო საშუალებებთან, ალოპურინოლთან, ანტიდეპრესანტებთან, ქლორამფენიკოლთან და ალკოჰოლთან ერთად.
– ტემპალგინოლი შეიძლება მიღებულ იქნას ანტიბიოტიკებთან (ქლორამფენიკოლის გამოკლებით) და ხველების საწინააღმდეგო საშუალებებთან ერთად.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-200C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას. პრეპარატის გარეგანი სახის შეცვლის შემთხვევაში საჭიროა მისი მიღების შეწყვეტა.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: BALKANPHARMA, ბულგარეთი

გაფრთხილება