ტერაფლექსი – THERAFLEX

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): გლუკოზამინი+ ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი /GLUCOSAMINE; Na CHONDROITINE SULPHATE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფოსფორ-კალციუმის ცვლაზე მოქმედი საშუალება. მუკოპოლისაქარიდული ბუნების პრეპარატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: შეფუთვაში 30, 60 და 120 ც.
1 კაფს.
გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი……………..    500 მგ
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი………    400 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ჟელატინი, კროსკარმელოზური ნატრიუმი, სტეარინის მჟავა, მაგნიუმის სტეარატი, მანგანუმის სულფატი.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ნატრიუმის ქონდროიტინის სულფატი მონაწილეობს ხრტილოვნი ქსოვილის აღდგენასა და შენებაში, იცავს მას დაშლისგან და აუმჯობესებს სახსრების მოძრაობას. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი ააქტიურებს პროტეოგლიკანების, ჰიალურონისა და ქონდროიტინგოგირდმჟავას, აგრეთვე იმ სხვა ნივთიერებების სინთეზს, რომლებიც წარმოადგენენ საშენ მასალას სახსრის გარსის, სახსარშიდა სითხისა და ხრტილოვანი ქსოვილისათვის. გლუკოზამინის ჰიდროქლორიდი აგრეთვე ახდენს ძვლის ქსოვილში კალციუმის დეპონირების ნორმალიზებას.

ჩვენებები:
პირველადი და მეორადი ოსტეოართროზი, ოსტეოპოროზი, მხარ-ბეჭის პერიართრიტი, ოსტეოქონდროზი, სპონდილოზი, მუხლზედა ქონდრომალაცია;
მოტეხილობები (შეხორცების ძვლოვანი კორძის წარმოქმნის დასაჩქარებლად); ხერხემლის დეგენერაციულ-დისტროფიული დაავადებები.
პრეპარატი რეკომენდებულია მოზრდილებში და ბავშვებში 12 წლის ასაკის ზევით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის დაავადებების კომპლექსური მკურნალობისათის.
ხანდაზმული ასაკის პაციენტებში პოსტტრავმული და სხვა მდგომარეობების დროს, რომელთაც თან ახლავს სახსრის ხრტილოვანი ქსოვილის დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები.

მიღების წესი და დიზირება:
მოზრდილებსა და 12 წლის ასაკის ზევით ბავშვებში პირველი სამი კვირის განმავლობაში მიიღება 1 კაფსულა 3-ჯერ დღეში, მომდევნო დღეებში – 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში. მკურნალობის რეკომენდებული ხანგრძლივობა შეადგენს 2 თვეს. მკურნალობის კურსები მეორდება 3 თვის ინტერვალებით ან ექიმთან შეთანხმებით.

გვერდითი მოვლენები:
ვლინდება ძალიან იშვიათად დოზის გადაჭარბების ან ინდივიდუალური ჰიპერმგრძნობელობის დროს პრეპარატის შემადგენელი ინგრედიენტების მიმართ; ამ შემთხვევებში შესაძლებელია აღინიშნოს ზომიერი გულისრევის შეგრძნება, მუცლის ტკივილი, ნაწლავების შებერილობა, დიარეა, ყაბზობა, ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
* მომატებული ინდივიდუალური მგრძნობელობა (პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ალერგიული რეაქციები);
* ფენილკეტონურია.
* პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
დაუშვებელია ექიმის მიერ რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
– პრეპარატი აუმჯობესებს ტეტრაციკლინების და ამცირებს პენიცილინებისა და ქლორამფენიკოლის შეთვისებას.
– ტერაფლექსის მიღების ფონზე მცირდება მოთხოვნილება არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებებზე.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, მშრალ, ბნელ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: BAYER CONSUMER CARE

გაფრთხილება