ტერბინაფინი – ჰუმანითი / Terbinafine – Humanity

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტერბინაფინი/TERBINAFINE

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი:
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები სისტემური გამოყენებისათვის;  სოკოს საწინააღმდეგო სხვა პრეპარატები.

შემადგენლობა:
ყოველი 15 გ კრემი შეიცავს 0,15 გ ტერბინაფინის ჰიდროქლორიდს.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფართო სპექტრის სოკოს საწინააღმდეგო მედიკამენტია. იგი სელექტიურად აინჰიბირებს სოკოს ერგო სქვალენეპოქსიდაზას. ერგო სქვალენეპოქსიდაზას რეაქციის ბლოკირების გზით მას  შეუძლია გაწყვიტოს სოკოს სტეროლის ბიოსინთეზი მის ადრეულ სტადიაზე. ეს იწვევს   სოკოს უჯრედის მემბრანის ჩამოყალიბების პროცის დარღვევას და კვდომას.

ჩვენებები:
• მტევნისა (tineamanuum) და ტერფის სოკოვანი დაავადებები (tineapedis),
• ტრიხოფიტია,
• ფერადი ლიქენი,
• კანის კანდიდოზები.

დოზირება და გამოყენების წესი:
მხოლოდ გარეგანი მოხმარებისათვის.
დაიტანეთ დაზიანებულ ადგილზე და მსუბუქად შეიზილეთ  დღეში 2-ჯერ. მკურნალობის კურსი შეადგენს 1-2 კვირას.
გვერდითი ეფექტები:
იშვიათად კანის გაღიზიანების ნიშნები, როგორიცაა წვის შეგრძნება, ან ალერგიული რეაქციები, როგორიცაა გამონაყარი და ქავილი.

უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა ტერბინაფინის მიმართ.

სიფრთხილის ზომები:
1. სიფრთხილით გამოიყენენება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
2. ეცადეთ არ მოიხვედროთ თვალებსა და სხვა ლორწოვან გარსებზე (პირის ღრუ, ცხვირი და სხვა)
3.კრემის შეზელის მიდამოში წვის შეგრძნების, შეშუპების ან შეწითლების გაჩენის შემთხვევაში რეკომენდებულია პრეპარატის გამოყენების შეწყვეტა და ექიმის კონსულტაცია.
4. პრეპარატის შეზელვის შემდეგ ნახვევის დადება საჭირო არ არის.
5. არ გამოიყენება დაზიანებულ ან დაწყლულებულ კანზე.
6. ალერგიისადმი მიდრეკილ პირებში გამოიყენება სიფრთხილით.
7. არ გამოიყენოთ ეს პროდუქტი თუ მისი გარეგანი მახასიათებლები შეცვლილია.
8. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას
9. ბავშვებში პროდუქტის გამოყენება უნდა მოხდეს მოზრდილთა მკაცრი მეთვალყურეობით.
10. სხვა წამლებთან ერთდროული გამოყენებისას გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება:
შესაძლოა ადგილი ქონდეს სხვა წამლებთან ურთიერთქმედებას. გთხოვთ, გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან.

შენახვის პირობები:
შეინახეთ არა უმეტეს 20℃ ტემპერატურაზე ორიგინალურ შეფუთვაში, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

შეფუთვა:  1% (0.15/15) №1
15 გ კრემი მოთავსებულია ალუმინის ტუბში, 1 ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

ვარგისიანობის ვადა: 24 თვე

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

გაფრთხილება