ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი SERUM ANTITRTANICUM

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

მოქმედი ნივთიერება: ანტიტოქსინი

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინეციო ხსნარი: ამპულაში 2, 3 და 5 მლ.
1 დოზა
ანტიტოქსინი…………….      300 სე
საინექციო ხსნარი: ამპულაში 10 და 2 მლ.
1 დოზა
ანტიტოქსინი………….         10000 სე
1 დოზა
ანტიტოქსინი………………..   20000 სე
1 დოზა
ანტიტოქსინი………………..  50000 სე

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი წარმოადგენს სპეციფიკური იმუნოგლობულინების შემცვლელ ცხენის სისხლის შრატის ცილოვან ფრაქციას, ჰიპერიმუნიზირებულს ტეტანუსის ანატოქსინით ან ტოქსინით, რომელიც გაწმენდილია და კონცენტრირებულია პეპტიური გადახარშვის ერთ-ერთი მეთოდით. კონსერვანტი – ქლოროფორმი 0.5%.
პრეპარატი წარმოადგენს გამჭირვალე ან სუსტად ოპალესცირებულ უფერო ან მოყვითალო ხსნარს ნალექის გარეშე.
ბიოლოგიური და იმუნობიოლოგიური თვისებები: პრეპარატი შეიცავს ანტიტოქსინებს, რომლებიც ანეიტრალებენ ტეტანუსის ტოქსინს.

ჩვენებები:
ტეტანუსის მკურნალობა და მისი სწრაფი სპეციფიკური პროფილაქტიკა.

მიღების წესი და დოზირება:
ტეტანუსის მკურნალობა:
სამკურნალოდ პრეპარატი შეყავთ დაავადების დაწყებიდან ადრეულ პერიოდში დოზით 100000-200000 სე. შრატში შეჰყავთ ინტრავენურად ან ზურგის ტვინის არხში. დაავადების სიმძიმის მიხედვით შრატის შეყვანა მეორდება რეფლექსური კრუნჩხვების გაქრობამდე.
ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკა:
იგი ითვალისწინებს ჭრილობის პირველად ქირურგიულ დამუშავებას და აუცილებლობის შემთხვევაში ტეტანუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური იმუნიტეტის ჩამოყალიბებას.
ტეტანუსის სწრაფი პროფილაქტიკა ტარდება:
– ტრავმების, კანისა და ლორწოვანი გარსების მთლიანობის დარღვევისას;
– მოყინვისა და დამწვრობის დროს (მეორე, მესამე და მეოთხე ხარისხი);
– აბორტები, ჩატარებული სტაციონარის გარეთ;
– მშობიარობა სამედიცინო დაწესებულების გარეთ;
– ქსოვილების ნებისმიერი სახის განგრენა ან ნეკროზი, აბსცესი;
– ცხოველების ნაკბენები;
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამჭოლი დაზიანებები.
ტეტანუსის სწრაფი პროფილაქტიკისათვის გამოიყენებენ:
– ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინს;
– ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინს, ან ტეტანუსის საწინააღმდეგო თხიერ შრატს გაწმენდილს პეპტიური გადახარშვით.
ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინი შეჰყავთ კანქვეშ ბეჭის ქვეშ.
ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი დოზით 250 სე შეჰყავთ კუნთებში დუნდულოს ზედა გარეთა კვადრატში.
ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი სასწრაფო პროფილაქტიკის მიზნით შეჰყავთ კანქვეშ დოზით 3000 სე. მისი შეყვანის წინ აუცილებელია კანის სინჯის ჩატარება უცხო ცილაზე მგრძნობელობის დასადგენად განზავებული 1:100 შრატით, რომელიც ინახება კოლოფში პრეპარატით (ამპულა მარკირებულია წითელი ფერით).
კანქვეშა სინჯის ჩასატარებლად იყენებენ ინდივიდუალურ ამპულას, აგრეთვე სტერილურ შპრიცს დანაყოფით 0.1 მლ და წვრილ ნემს. განზავებული შრატი შეყავთ კანში წინა მხრის მომხრელ ზედაპირზე. რეაქციის აღრიცხვა ხდება 20 წუთის შემდეგ. სინჯი უარყოფითია, თუ შეშუპება ან სიწითლე შეყვანის ადგილას ნაკლებია 1 სმ-ზე. სინჯი დადებითია, თუ შეშუპება ან სიწითლე აღწევს დიამეტრში 1 სმ-ზ მეტს.
კანის უარყოფითი სინჯის შემდეგ ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის 0.1 მლ (ამპულა მარკირებულია ლურჯი ფერით) შეყავთ კანქვეშ.
თუ რეაქცია არ აღინიშნება, 30 წუთის შემდეგ შეჰყავთ სტერილური შპრიცით დარჩენილი დოზა. ამპულა დარჩენილი შრატით ინახება დახურული სტერილური საფენით. პაციენტებში დადებითი კანქვეშა სინჯით, ან ანაფილაქსიური რეაქციის შემთხვევაში კანქვეშა ინექციის 0.1 მლ-ის შეყვანის დროს, დარჩენილი დოზის შეყვანა წინააღმდეგნაჩვენებია. ასეთ შემთხვევაში, შეყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი.
ტეტანუსის სპეციფიკური პროფილაქტიკა ხორციელდება შემდეგი პირობების დაცვით:
– ამპულის გახსნა და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის და ანატოქსინის შეყვანა ხდება ასეპტიკის და ანტისეპტიკის წესების მკაცრი დაცვით;
– დაუშვებელია პრეპარატის გამოყენება, თუ დარღვეულია ამპულის მთლიანობა, მარკირება, მისი ფიზიკური თვისებების შეცვლით (ნალექი, მინარევი, მღვრიე შრატი);
– ტეტანუსის ანატოქსინის შეყვანის წინ საჭიროა ამპულის შენჯღრევა ჰომოგენური სითხის მიღებამდე;
– გახსნილი ამპულის შენახვა დაუშვებელია.
პრეპარატის შეყვანა რეგისტრირდება სპეციალურ ფორმებში, სადაც მითითებულია აცრის თარიღი, დოზა, პრეპარატის გამომშვები დაწესებულება, სერიის ნომერი, რეაქცია პრეპარატის შეყვანაზე.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის შეყვანის შემდეგ შეიძლება განვითარდეს სხვადასხვა ალერგიული რეაქციები: მაშინვე, ან რამდენიმე საათის შემდეგ. ადრეული – მე-2-6 დღეს შეყვანიდან და მოგვიანებით – შეყვანიდან მეორე კვირას და უფრო გვიან. აღნიშნული რეაქციები ვლინდება შრატის მიერი დააავადების სიმპტომოკომპლექსით (სხეულის ტემპერატურის მომატება, ქავილი, გამონაყარი კანზე, ტკივილი სახსრებში და სხვა), იშვიათ შემთხვევაში ანაფილაქსური შოკით. შოკის განვითარების საშიშროების გამო აცრილი პაციენტი უნდა იმყოფებოდეს ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ 1 საათის განმავლობაში. აცრების ჩატარების ადგილი უზრუნველყოფილი უნდა იყოს შოკის საწინააღმდეგო თერაპიის საშუალებებით.
* ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატით აცრილი პირები უნდა იყვნენ გაფრთხილებულნი, რომ უნდა მიმართონ სამედიცინო დაწესებულებას შრატისმიერი დაავადების სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში.
* ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის შეყვანისას აღინიშნება როგორც ზოგადი რეაქციები, რომელიც გამოიხატება შეუძლოდ ყოფნაში და სხეულის ტემპერატურის მომატებაში, ასევე ადგილობრივი რეაქციები – სიწითლე, შეშუპება, მტკივნეულობა, რომელიც გაივლის 24-48 საათის შემდეგ. იშვიათ შემთხვევაში შეიძლება განვითარდეს შოკი.
* ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის სამკურნალოდ გამოყენებას წინააღმდეგჩვენება არ აქვს.
*  წინააღმდეგჩვენება სპეციფიკური საშუალებების გამოსაყენებლად ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკისათვის: მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ ანამნეზში.

ორსულობა და ლაქტაცია:
! ორსულობის პირველ ნახევარში წინააღმდეგანაჩვენებია ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინის და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის შეყვანა;
! მეორე ნახევარში წინააღმდეგნაჩვენებია ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის შეყვანა.

განსაკუთრებული მითითებები:
1. ტეტანუსის სასწრაფო პროფილაქტიკისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ადს-მ-ანატოქსინი.
2. შეიძლება გამოვიყენოთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი, ან ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი. უპირატესობა ეძლევა ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინს, ხოლო თუ იგი არ არის, საჭიროა ტეტანუსის საწინაღმდეგო შრატის შეყვანა.
3. აღნიშნული ეხება როგორც ბავშვებს, ასევე მოზარდებს, რომლებსაც აცრები ჩაუტარდათ კალენდარული ცხრილის გარეშე, მაგრამ გაიარეს რევაქცინაცია: გეგმიური ან სასწრაფო რევაქცინაცია ტრავმების გამო შეიძლება ჩატარდეს არანაკლებ 5 წელიწადში ერთხელ;
4. დაინფიცირებული ჭრილობების დროს, თუ უკანასკნელი რევაქცინაციის შემდეგ გასულია 5 წელზე მეტი, შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინის 0.5 მლ.
5. ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით სრული იმუნიზაციის კურსი მოზრდილებისთვის შედგება 2 აცრისგან. თითოეული 0.5 მლ, ინტერვალით 30-40 დღე და რევაქცინაციით 6-12 თვის შემდეგ იგივე დოზით. შემოკლებული კურსი მოიცავს ერთჯერად პირველად ვაქცინაციას ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით გაორმაგებული დოზით (1 მლ) და რევაქცინაციას 6-12 თვის შემდეგ, დოზით 0.5 მლ;
6. ორი აცრა იმუნიზაციის ჩვეულებრივი სქემით (მოზრდილებისათვის და ბავშვებისათვის) და 1 აცრა იმუნიზაციის შემოკლებული სქემით მოზრდილებისათვის.
7. ინფიცირებული ჭრილობების დროს შეჰყავთ ტეტანუსის საწინააღმდეგო ადამიანის იმუნოგლობულინი, ან ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატი.
8. ყველა პირი, რომელმაც გაიარა აქტიურ-პასიური პროფილაქტიკა, იმუნიზაციის კურსის გასავლელად და ტეტანუსის საწინააღმდეგო შრატის 6-12 თვის შემდეგ განმეორებითი შეყვანის თავიდან ასაცილებლად, საჭიროებს რევაქცინაციას 0.5 მლ ტეტანუსის საწინააღმდეგო ანატოქსინით.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბნელ, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას, ჰაერის შედარებითი ტენიანობით არა უმეტეს 60% 5±30C ტემპერატურის პირობებში; შრატი, რომელიც დაექვემდებარება გაყინვას შემდგომი გალღობით, მაგრამ არ შეიცვალა ფიზიკური თვისებები, ვარგისია გამოყენებისათვის.
დასაშვებია მისი ტრანსპორტირება ყველა სახის დახურული ტრანსპორტით 5±30C  ტემპერატურის პირობებში. არ შეიძლება ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი: IMMUNOPREPARAT, რუსეთი

გაფრთხილება