ტეტესეპტი ცხვირის სპრეი / Tetesept

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:  რინიტისა და სინუსიტის დროს გამოსაყენებელი საშუალებები
დექსპანთენოლისა და გვირილის ექტრაქტის კომბინაციით ატენიანებს და კვებავს ცხვირის დაზიანებულ ლორწოვან გარსს, ხელს უწყობს მის რეგენერაციას. მისი გამოყენება შესაძლებელია გაციების დროს დამხმარე თერაპიის სახით. ტეტესეპტი ზღვის წყლის სპრეი ცხვირის მოვლისთვის იდეალურია ჰაერის დაბალი ტენიანობის პირობებში, სადაც განთავსებულია კონდიციონერები და გამათბობელი, მაგ: შენობებში, ოფისებში, თვითმფრინავში, ასევე ოთახის ან ყვავილის მტვრის არსებობისას და ავეჯის გადაადგილებისას.
შემადგენლობიდან გამომდინარე არ ახასიათებს შეჩვევა.

ტეტესეპტი ზღვის წყლის სპრეი ცხვირის მოვლისთვის ხასიათდება სამმაგი ეფექტით:
1.კვებავს და ატენიანებს
2.აღადგენს მგრძნობიარე ლორწოვან გარსს
3.ხანგრძლივი გამოყენებისას არ იწვევს შეჩვევას.

შემადგენლობა: 1 მლ ხსნარი შეიცავს იზოტონურ ზღვის წყალს, რომელიც შეესაბამება ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარს, პანთენოლს 10 მგ, გვირილის ყვავილების ბუნებრივ ექსტრაქტს.
გამოყენების წესი და დოზირება: საჭიროების მიხედვით, 2 წლის ასაკიდან თითო შესხურება ყოველ ნესტოში რამდენჯერმე დღეში. მოზრდილებში და სკოლის ასაკის ბავშვებში ორი შესხურება ყოველ ნესტოში.
გამოყენებისას სასურველია ბოთლის დაჭერა ვერტიკალურად.
მიღებულია ყოველდღიური გამოყენებისათვის 2 წლის ასაკიდან და მოზრდილებში. აუცილებლობის შემთხვევაში შესაძლოა ტეტესეპტი ზღვის წყლის სპრეის ცხვირის მოვლისთვის გამოყენება ხანგრძლივად.
თუკი 14 დღეში ნაზალური სიმპტომების გაუმჯობესება არ მოხდა კონსულტაციისთვის მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.
არ შეიცავს კონსერვანტებს.

გამოშვების ფორმა: ცხვირის აეროზოლი 20მლ ფლაკონი # 1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Tetesept Pharma GmbH, გერმანია

გაფრთხილება