ტობრიმედი / TOBRIMED

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტობრამიცინი /tobramycin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბაქტერიული პრეპარატი ადგილობრივი გამოყენებისათვის ოფთალმოლოგიაში.

ათქ კოდი: S01AA12

შემადგენლობა
თვალის მალამო:
პრეპარატის 1 გ შეიცავს
აქტიური ნივთიერება: ტობრამიცინი 3,0 მგ
დამხმარე ნივთიერებები: ლანოლინი, ქლორბუტანოლი, რბილი ყვითელი პარაფინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მოქმედების ფართო სპექტრის მქონე ამინოგლიკოზიდების ჯგუფის ანტიბიოტიკი. დაბალ კონცენტრაციებში მოქმედებს ბაქტერიოსტატიკურად (აბლოკირებს რიბოსომების 30შ სუბერთეულებს და არღვევს ცილების სინთეზს), ხოლო უფრო მაღალ კონცენტრაციებში – ბაქტერიციდულად.
მაღალაქტიურია Staphylococcus spp. – ს მიმართ (მ.შ. Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis /კოაგულაზა-უარყოფითი და კოაგულაზა-დადებითი/, აგრეთვე მეთიცილინის მიმართ მდგრადი შტამებისადმი); Streptococcus spp. (მ.შ. а-b-ჰემოლიზური სახეობები, ზოგიერთი არაჰემოლიზური სახეობები, Streptococcus pneumoniae); Pseudomonas aeruginosa, Escherichia coli, Klebsiella pneumoniae, Serratia spp., Providencia spp., Shigella spp., Citrobacter spp., Enterobacter aerogenes, Proteus mirabilis  (ინდოლ-უარყოფითი) და ინდოლ-დადებითი სახეობები Proteus spp., Hemophilius influenzae, Hemophilius aegyptius, Moraxella lacunata, Acinetobacter calcoaceticus (Herellea vaginacola), ზოგიერთი სახეობები Neisseria spp. (в т.ч. Neisseria gonorrhoeae)).

გამოყენების ჩვენებები
ტობრიმედის მიმართ მგრძნობიარე გამომწვევებით გამოწვეული თვალის ზედაპირული ბაქტერიული დაავადებები:
– ბლეფარიტი, კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, დაკრიოცისტიტი, მეიბომიტი;

გამოყენების წესი და დოზებ
ტობრიმედი თვალის მალამო 0,3%: მსუბუქი და საშუალო სიმძიმის ინფექციების შემთხვევაში 1 სმ სიგრძის მალამო თავსდება დაავადებული თვალის ქვედა ქუთუთოს უკან დღე-ღამეში 2-3-ჯერ; მძიმე ინფექციის დროს – ყოველ 3-4 საათში საჭირო ეფექტის მიღწევამდე, დაავადების სიმპტომების შემცირებისას პრეპარატის გამოყენების სიხშირეს ამცირებენ.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა ტობრამიცინისა და სხვა ამინოგლიკოზიდების მიმართ.

გვერდითი მოქმედება
ალერგია, მომატებული ცრემლდენა, კონიუნქტივალური შეშუპება, თვალის ტკივილი, თვალის გაღიზიანება, კერატიტი, მხედველობის დაბინდვა.

განსაკუთრებული მითითებები
პრეპარატით მკურნალობის პერიოდში არ არის რეკომენდებული კონტაქტური ლინზების ტარება. თავიდან უნდა იქნას აცილებული პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება პრეპარატის მიმართ არამგრძნობიარე მიკროორგანიზმების გამრავლების საშიშროების გამო.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: წერტილოვანი კერატიტი, ერითემა, მომატებული ცრემლდენა, ქავილი და ქუთუთოს შეშუპება.
მკურნალობა: ტარდება სიმპტომური თერაპია.

გამოყენება პედიატრიაში
ტობრიმედის უსაფრთხოება და ეფექტურობა 2 თვემდე ბავშვთა ასაკში შესწავლილი არ არის.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს
ტობრიმედის გამოყენება ორსულებში და მეძუძურ დედებში შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მოსალოდნელი სამკურნალო ეფექტი აჭარბებს გვერდითი ეფექტების განვიტარების რისკს.

ზემოქმედება ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვაზე
პრეპარატის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მხედველობის დროებითი დაქვეითება, ამიტომ არ არის რეკომენდებული ავტომობილის მართვა ან რთულ დანადგარებთან მუშაობა.

შენახვის პირობები
ინახება 30ºC-ტემპერატურამდე.
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.
ტუბის გახსნის შემდეგ პრეპარატი გამოიყენება ერთი თვის განმავლობაში!

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი წარმოების თარიღიდან. პრეპარატი არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 0.3% 5გ თვალის მალამო ალუმინის ტუბი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: World Medicine Ophthalmics

გაფრთხილება