ტოკოფარმ ნეო – TOCOPHARM NEO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ტოკოფეროლი/TOCOPHEROL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინი  E;  ანტიოქსიდანტი; ნივთიერებათა ცვლაში მონაწილე

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კაფსულები: ბლისტერზე 40 კაფს., შეფუთვაში 1 ბლისტერი.
1 კაფს.
ტოკოფეროლი………   67 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
წყალში ხსნადი ვიტამინი, რომლის ფუნქცია ბოლომდე გაურკვეველია. როგორც ანტიოქსიდანტი, ამუხრუჭებს თავისუფალ რადიკალურს რეაქციებს, იცავს ზეჟანგების წარმოქმნისაგან, რომელიც აზიანებს უჯრედულ და სუბუჯრედულ მემბრანებს, რასაც დიდი მნიშვნელობა აქვს ორგანიზმის განვითარებისათვის, ნერვული და კუნთოვანი სისტემის ფუნქციონირებისათვის. სელენთან ერთად ამუხრუჭებს უჯერი ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას, იცავს ერითროციტების ჰემოლიზს. წარმოადგენს ზოგიერთი ფერმენტული სისტემის კოფაქტორს.

ჩვენებები:
E ჰიპოვიტამინოზი და E ვიტამინზე ორგანიზმის გაზრდილი მთხოვნილება (მათ შორის, ახალშობილებში, დღენაკლულებში  სხეულის მცირე წონით, მცირე ასაკი ბავშვებში საჭმელთან ერთად E ვიტამინი არასაკმარისი რაოდენობით მოხვედრისას);
პერიფერიული ნევროპათიის დროს, მანეკროზებელი მიოპათიისასა, აბეტალიპოპროტეინემიისას, გასტრექტომია, ქრონიკული ქოლესტაზი, ღვიძლის ციროზი, სანაღვლე გზების ატრეზია, ობსტრუქციული სიყვითლისას, ცელიაკია, ტროპიკული სპრუ, კრონის დაავადება, მალაბსორბცია, პარენტერალური კვებისას;
ორსულობისას (განსაკუთრებით მრავალნაყოფიანი);
ნიკოტინური დამოკიდებულება, ნარკომანია, ლაქტაცია, კოლესტირამინის, კოლესტიპოლის, მინერალური ცხიმების და რკინის შემცველი პროდუქტების მიღებისას, ნახევრადუჯერი ცხიმოვანი მჟავების შემცველი დიეტის დანიშვნისას).
ახალშობილებში სხეულის მცირე წონით: ჰემოლიტური ანემიის საპროფილაქტიკოდ, ბრონქოპულმონალური დისპლაზია, რეტროლენტალური ფიბროპლაზიით გართულებული.

მიღების წესი და დოზირება:
1–6 წლამდე ასაკის ბავშვებში E ვიტამინზე სადღეღამისო მოთხოვნილება შეადგენს 5–7მგ, 7–17 წლამდე – 10–15მგ, ქალებში და მამაკაცებში – 10მგ/დღ, მეძუძურებში – 11–12მგ/დღ; 3 წლამდე ასაკის ბავშვებში – 3–6 მგ/დღ, 4–10 წლამდე – 7 მგ/დღ. E ჰიპოვიტამინოზის მკურნალობის ხანგრძლიობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია მდგომარეობის სიმძიმეზე.
პარენტერალურად (ათბობენ 370C) შეყავთ იგივე დოზით, როგორსაც ნიშნავენ შიგნით მისაღებად ყოველდღიურად ან დღეგამოშვებით.

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა; სიფრთხილით: ჰიპოპროთრომბინემიისას (K ვიტამინის დეფიციტის ფონზე – შეიძლება გაძლიერდეს 400ME  Eვიტამინის დოზაზე).

გვერდითი მოქმედება:
ალერგიული რეაქციები; კუნთში შეყვანისას – მტკივნეულობა, ინფილტრატი, რბილი ქსოვილების კალციფიკაცია.

ჭარბი დოზირება:
სიმპტომები: ხანგრძლივი დროის მანძილზე 400–800 ED/დღ (1მგ=1.21 ME) მიღებისას აღინიშნება მხედველობის დაბინდვა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება, უჩვეულო დაღლილობა, დიარეა, გასტრალგია, ასთენია;
800 ED/დღ –ზე მეტი მიღებისას ხანგრძლივი დროის მანძილზე – K ვიტამინის დეფიციტის ფონზე შეიძლება განვითარდეს სისხლდენა, თირეოიდული ჰორმონების მეტაბოლიზმის დარღვევა, სექსუალური ფუნქციის მოშლილობა, თრომბოფლებიტი, თრომბოემბოლია, ნეკროზული კოლიტი, სეფსისი, ჰეპატომეგალია, ჰიპერბილირუბინემია, თირკმლის უკმარისობა, სისხლჩაქცევა თვალის ბადურა გარსში, ჰემორაგიული ინსულტი, ასციტი.
მკურნალობა: სიმპტომატური, პრეპარატის შეწყვეტა, გლუკოკორტიკოსტეროიდების დანიშვნა.

განსაკუთრებული მითითებები:
თვალის პიპეტში აღებული 5–10–30% ხსნარის  1 წვეთი შეიცავს დაახლოებით 1,2 და 6.5 მგ ტოკოფეროლის აცეტატს. ტოკოფეროლი შედის მცენარის მწვანე ნაწილების შემადგენლობაში, განსაკუთრებით ახალგაზრდა გამონაზარდებში;
ტოკოფეროლის დიდი რაოდენობაა აღმოჩენილი მცენარეულ ზეთში (მზესუმზირის,ბამბის, სიმინდის, მიწის თხილის, სოიოს, ქაცვის). გარკვეულ რაოდენობას შეიცავს ხორცი, ცხიმი, კვერცხი, რძე.
მხედველობაშია მისაღები, რომ მცირე წონის ახალშობილებში E ვიტამინის დეფიციტის მიზეზი შეიძლება იყოს პლაცენტის დაბალი განვლადობა (ნაყოფის სისხლი დედის სისხლში არსებული E ვიტამინის  მხოლოდ 20–30% შეიცავს).
დიეტა სელენის და გოგირდშემცველი ამინომჟავების შემცველი E ვიტამინზე მოითხოვნას ამცირებს. ახალშობილებში E ვიტამინის რუტინული დანიშვნისას ერთმანეთის პირისპირ უნდა დადგეს სარგებელი და ნეკროტული ენტეროკოლიტის განვითარების რისკი.
დღესდღეობით E ვიტამინის მიღება არასაფუძვლიანად დასაბუთებულად ითვლება შემდეგი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის: ბეტა–თალასემია, ონკოლოგიური დაავადებები, ფიბროზო–კისტოზური დისპლაზია სარძევე ჯირკვლების, კანის ანთებითი დაავადებები, თმის ცვენა, ჩვეული აბორტი, გულის დაავადებები,  „გარდამავალი“ კოჭლობა, პოსტმენსტრუალური სინდრომი, უნაყოფობა, პეპტიკური წყლული, ნამგლისებრუჯრედოვანი ანემია, დამწვრობა, პორფირია, ნერვკუნთოვანი გამტარებლობის დარღვევა, თრომბოფლებიტი, იმპოტენცია, ფუტკრის ნაკბენი, მოხუცებულობითი ლენტიგო, ბურსიტი, დახვეული სახვევის დერმატიტი, ატმოსფეროს დაბინძურებისას ფილტვისმიერი ინტოქსიკაცია, ათეროსკლეროზი, დაბერება.
დაუმტკიცებლად ითვლება E ვიტამინის მიღება სექსუალური აქტიობის ასამაღლებლად.

ურთიერთქმედება:
აძლიერებს გლუკოკორტიკოსტეროიდის, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგი პრეპარატების, ანტიოქსიდანტების ეფექტს. აძლიერებს ეფექტურობას და ამცირებს ტოქსიურობას A და D ვიტამინებისა და საგულე გლიკოზიდებისა. E ვიტამინის დიდ დოზებით დანიშვნამ შეიძლება A ვიტამინის დეფიციტი გამოიწვიოს. აძლერებს ანტიეპილეპტიკურების ეფექტურობას ეპილეფსიით დაავადებულიებში.
E ვიტამინის 400 ED/დღ და უფრო მეტი დოზით მიღება ანტიკოაგულანტებთან ერთად (კუმარინისა და ინდანდიონის წარმოებულების) ზრდის ჰიპოპროთრომბინემიისა და სისხლდენის რისკს. კოლესტირამინი, კოლესტიპოლი, მინერალური ზეთები აქვეითებენ შეწოვას. Fe–ის მაღალი დოზა აძლიერებს ჟნგვის პროცესს ორგანიზმში, რაც ზრდის E ვიტამინზე მოთხოვნილებას.

მწარმოებელი: BALKANPHARMA

გაფრთხილება