ტონზილგონი® N / Tonsilgon® N

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: მცენარეული წარმოშობის ანტისეპტიკური საშუალება.

სამკურნალო ფორმა:  პერორალური წვეთები, შემოგარსული ტაბლეტები

შემადგენლობა:
100 გრ პერორალური წვეთი შეიცავს:
შემდეგი მცენარეების 2,6 გრ ნარევის ექსტრაქტს (1:38):
ბაბუაწვერას ბალახი (Taraxaci herba), შვიტას ბალახი (Equiseti herba), ტუხტის ფესვი  (Althaeae radix), გვირილის ყვავილები (Matricariae flos), მუხის ქერქი (Quercus Cortex), კაკლის ფოთლები (Juglandis folium), ფარსმანდუკის ბალახი  (Millefolii herba) (4:5:4:3:2:4:4);

1.ექსტრაგენტი: ეთანოლი 59% (მოცულობითი თანაფარდობით),
2. – 4. ექსტრაგენტი: გასუფთავებული წყალი.
პრეპარატი შეიცავს 19% (მოცულობითი თანაფარდობით) ალკოჰოლს.
ერთი ტაბლეტი შეიცავს შემდეგი მცენარეების სამკურნალო ნედლეულს ფხვნილის სახით:
ტუხტის ფესვი                   (Althaeae radix) 8მგ
გვირილის ყვავილები   (Matricariae flos )     6მგ
შვიტას ბალახი                 (Equiseti herba)          10მგ
კაკლის ფოთლები             (Juglandis folium) 12მგ
ფარსმანდუკის ბალახი   (Millefolii herba)         4მგ
მუხის ქერქი             (Quercus cortex)             4მგ
ბაბუაწვერას ბალახი (Taraxaci herba)         4მგ
სხვა ინგრედიენტები:

ლაქტოზა,სიმინდის სახამებელი, კარტოფილის სახამებელი, სტეარინის მჟავა, გლუკოზას მონოჰიდრატი, კალციუმის კარბონატი, გლუკოზას სიროფი, ინდიგოტინი, დექსტრინი, მონტანის გლიკოლის ცვილი, პოლი (1-ვინილ-2-პიროლიდონი)KK25, პოლი (1-ვინილ-2-პიროლიდონი)KK30, ხეპილპილას ზეთი, საქაროზა, შელაქი, ტალკი, მაღალდისპერსიული სილიციუმის დიოქსიდი, ტიტანის დიოქსიდი.

აღწერილობა:
პერორალური წვეთები:
გამჭვირვალე ან მცირედ გაუმჭვირვალე  მოყვითალო-მოყავისფრო სითხე გვირილისთვის დამახასიათებელი არომატით და გემოთი. შენახვის ვადაში შესაძლებელია მცირე ნალექის წარმოქმნა.
შემოგარსული ტაბლეტები:
მრგვალი, ორმხრივამოზნექილი, გლუვი ზედაპირით, ღია ლურჯი შეფერილობის ტაბლეტები.

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია პრეპარატში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. ტონზილგონ® N-ს აქვს ანთების საწინააღმდეგო და ანტისეპტიკური მოქმედება. პრეპარატში შემავალი აქტიური ნივთიერებები გვირილა, ტუხტი და შვიტა ხელს უწყობენ  ორგანიზმის დამცველობითი მექანიზმის არასპეციფიკური ფაქტორების გააქტიურებას. პოლისაქარიდებს, ეთერზეთებს, მუხის ქერქის ტანინებს, გვირილას, ტუხტის და ფარსმანდუკის ფლავონოიდებს აქვთ ანთების საწინააღმდეგო ეფექტი და ხელს უწყობენ რესპირატორული ტრაქტის ლორწოვანი გარსის შეშუპების შემცირებას.

გამოყენების ჩვენებები
– ზედა სასუნთქი ტრაქტის მწვავე და ქრონიკული დაავადებები (ტონზილიტი, ფარინგიტი, ლარინგიტი)
– რესპირაციული ვირუსული ინფექციების  გართულებების პროფილაქტიკა და როგორც  დამხმარე  სამკურნალო საშუალება ბაქტერიული ინფექციების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.

 უკუჩვენებები:
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერებების ან ნებისმიერი დამატებითი იგრედიენტების მიმართ.
– ალერგიული რეაქციები რთულყვავილოვანი ოჯახის ყვავილებზე.

გვერდითი მოვლენები:
სხვა მედიკამენტების მსგავსად, ტონზილგონ N®-მაც შესაძლოა გამოიწვიოს გვერდითი მოვლენები. გვერდითი მოვლენების სიხშირის განსაზღვისათვის გამოიყენება შემდეგი კატეგორიები:

ძალიან ხშირი 10 პაციენტიდან 1-ზე მეტი პაციენტი
ხშირი 100 პაციენტიდან 1-10 პაციენტამდე
ნაკლებად ხშირი 1000 პაციენტიდან 1-10 პაციენტამდე
იშვიათი 10 000 პაციენტიდან 1-10 პაციენტამდე
ძალიან იშვიათი 10 000 პაციენტიდან 1 პაციენტამდე
განუსაზღვრელი

 

როცა გართულებების სიხშირის დადგენა არსებული მონაცემების საფუძველზე შეუძლებელია

ნაკლებად ხშირი გვერდითი მოვლენები:
გასტროენტერალური აშლილობები
განუსაზღვრელი სიხშირე:
ალერგიული რეაქციები
გვირილას ყვავილების შემცველ პრეპარატებზე ჰიპერმგრძნობელობითი რეაქციები შეიძლება განუვითარდეთ იმ პაციენტებსაც, რომელთაც აღენიშნებათ მომატებული მგრძნობელობა  რთულყვავილოვანთა ოჯახის სხვა მცენარეების მიმართ (მაგ: მამულა, ფარსმანდუკი, ქრიზანთემა, ზიზილა) ე.წ. ჯვარედინი რეაქციის გამო.
მომატებული მგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე ტონზილგონის გამოყენება უნდა შეწყდეს.

გამოყენების წესი და დოზირება:
მწვავე სიმპტომების არსებობისას:
მოზრდილებმა და მოზარდებმა 12 წლიდან უნდა მიიღონ 25 წვეთი ან 2 შემოგარსული ტაბლეტი 5-6-ჯერ დღეში.
ბავშვებმა 6წ-დან 11 წლამდე უნდა მიიღონ 15 წვეთი ან 1 შემოგარსული ტაბლეტი 5-6-ჯერ დღეში.
ბავშვებმა 1წ-დან 5 წლამდე უნდა მიიღონ 10 წვეთი   5-6-ჯერ დღეში.
სიმპტომების შემსუბუქების შემდეგ მკურნალობა ტონზილგონი®  N-ით უნდა გაგრძელდეს დამატებით ერთი კვირა.
დაავდების მწვავე სიმპტომების ალაგების შემდეგ:
მოზრდილებმა და მოზარდებმა 12 წლიდან უნდა მიიღონ 25 წვეთი ან 2 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებმა 6წ-დან 11 წლამდე უნდა მიიღონ 15 წვეთი ან 1 შემოგარსული ტაბლეტი 3-ჯერ დღეში.
ბავშვებმა 1წ-დან 5 წლამდე უნდა მიიღონ 10 წვეთი 3-ჯერ დღეში.
ტაბლეტი მიიღება მთლიანად, დაღეჭვის გარეშე მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
წვეთები მიიღება განზავების გარეშე. წვეთები მცირე დროით უნდა გაიჩეროთ პირის ღრუში და შემდეგ გადაყლაპოთ.

ჭარბი დოზირება:
ჭარბი დოზირების შემთხვევა აღწერილი არ არის.

ჭარბი დოზირების მკურნალობა:
ჭარბი დოზირების შემთხვევაში უნდა ჩატარდეს სიმპტომური მკურნალობა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს ტონზილგონ® N-ის დანიშვნა უნდა მოხდეს მხოლოდ მკურნალი ექიმის მიერ პაციენტისათვის სარგებლობისა და რისკის თანაფარდობის განსაზღვრის შემდეგ.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:
ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან ცნობილი არ არის.
მუხის ქერქის შემცველი პრეპარატების გამოყენებისას შესაძლოა შემცირდეს ან დაიბლოკოს ალკალოიდებისა და სხვა  ტუტე მედიკამენტების შეწოვა.

განსაკუთრებული მითითებები:
არ არის რეკომენდებული ტონზილგონი® N-ის შემოგარსული ტაბლეტების გამოყენება 6 წლამდე ასაკის ბავშვებში და ტონზილგონი ®N-ის პერორალური წვეთების გამოყენება –
1 წლამდე ასაკის ბავშვებში. ტონზილგონი®N-ის პერორალური წვეთები შეიცავს 19% (მოცულობით) ალკოჰოლს. პროდუქტი არ უნდა მიიღოს ალკოჰოლიზმით დაავადებულმა ან ალკოჰოლიზმისგან განკურნებულმა პაციენტმა.  მაღალი რისკის მქონე ჯგუფებმა, სახელდობრივ, ღვიძლის დაავადებების მქონე, ეპილეფსიით და თავის ტვინის დაავადების მქონე პაციენტებმა უნდა გაითვალისწინონ ალკოჰოლის შემცველობა.
ტონზილგონი® N-ის შემოგარსული ტაბლეტები შეიცავს გლუკოზას, ლაქტოზას და საქაროზას. თუ გაქვთ აუტანლობა რომელიმე შაქრის მიმართ პრეპარატის მიღების წინ მიმართეთ ექიმს. გახსნის შემდეგ ბოთლი შეინახეთ ვერტიკალურ მდგომარეობაში.
შენახვის ვადაში შესაძლოა ტონზილგონი® N-ის ხსნარი ოდნავ შეიმღვრეს ან გაუჩნდეს მცირედი ნალექი, რაც არ ახდენს ზეგავლენს  პრეპარატის ეფექტურობაზე.
გამოყენების წინ ხსნარი შეანჯღრიეთ! პრეპარატი არ ახდენს ზეგავლენას ავტომობილის მართვის ან მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე.

ინფორმაცია დიაბეტით დაავადებულთათვის:
1 შემოგარსული აბი შეიცავს დაახლოებით 0,02 “პურის ერთეულს”.

სავაჭრო ფორმა:
პერორალური წვეთები: 50 ან 100 მლ საწვეთურიანი ბოთლი.
შემოგარსული ტაბლეტები მოთავსებულია ბლისტერზე, თითოეულზე 25 ცალი.
შეფუთვაში: 50 და 100 შემოგარსული ტაბლეტი.

შენახვის პირობები:
პერორალური წვეთები და შემოგარსული ტაბლეტები ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25ºC. შეინახეთ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა:
შენახვის პირობების სწორად დაცვის შემთხვევაში შემოგარსული ტაბლეტები ინახება  4 წელი, ხოლო პერორალური წვეთები – 2 წელი.   გახსნილი ბოთლი ინახება 6 თვე.
არ გამოიყენოთ შენახვის ვადის ამოწურვის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 100მლ პერორალური წვეთები საწვეთურიანი ფლაკონი №1

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Bionorica SE, გერმანია

გაფრთხილება