ტრავოკორტი – TRAVOCORT

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): იზოკონაზოლი, დიფლუკორტოლონი/
ISOCONAZOLE,  DIFLUCORTOLONE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანტიმიკოზური და ანთების საწინააღმდეგო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
კრემი: ტუბში 15 გ,
1 გ
იზოკონაზოლის ნიტრატი…………..       10 მგ
დიფლუკორტოლონის ვალერატი………   1 მგ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატი შედგება
ტრიაზოლის
წარმოებულ
იზოკონაზოლისაგან, რომელიც სოკოს უჯრედის მემბრანში თრგუნავს ერგოსტეროლის სინთეზს (ფერმენტ ლანოსტეროლ ალფა-დიმეთილაზის ინჰიბირებით) და სტეროიდული საშუალება
დიფლუკორტოლონისაგან, რომელსაც გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ანტიექსუდაციური და ანტიალერგიული მოქმედება.
ტრავოკორტი წარმოადგენს კანის სოკოვანი დაავადების სამკურნალო საშუალებას, რომელსაც გააჩნია ფართო სპექტრის ანტიმიკრობული მოქმედება. პრეპარატი მოქმედებს როგორც დერმატოფიტებზე, ასევე საფუარას, საფუარას მსგავს (სხვადასხვა ფერის ლიქენის ჩათვლით) და ობის სოკოებზე. ტრავოკორტი ეფექტურია გრამდადებითი ბაქტერიებისა და ერითრაზმების გამომწვევების მიმართ.
დიფლუკორტოლონის
ვალერატი ხელს უშლის კანის ალერგიულ და ანთებით გამოწვეული დაავადებების განვითარებას და სუბიექტური ჩივილების:  ქავილის, წვის ან ტკივილს შეგრძნების გაქრობას.

ჩვენებები:
პრეპარატი გამოიყენება კანის ზედაპირის სოკოვანი ინფექციების სამკურნალოდ, მათ შორის ხელის და ტერფის თითებშუა, ასევე საზარდულისა და სასქესო ორგანოების მიდამოში.
იგი ეფექტურია აგრეთვე გრამდადებითი მიკროორგანიზმებით და ერითრაზმებით გამოწვეული პათოლოგიური პროცესების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი კანის დაზიანებულ ზედაპირზე დაიტანება დღეში 2-ჯერ. მკურნალობის ეფექტის  მისაღწევად ხშირად რეკომენდებულია დაზიანებულ უბანზე პრეპარატის დოლბანდის საფენით დაფიქსირება.
ანთებითი და ეგზემის მსგავსი კანის დაავადებების სიმპტომების კუპირებიდან არა უგვიანეს 2 კვირის შემდეგ რეკომენდებულია პრეპარატის მიღების შეწყვეტა.

გვერდითი მოვლენები:
◄ როგორც წესი პრეპარატს კარგად იტანენ პაციენტები. იშვიათად აღინიშნება კანის გაღიზიანება და ალერგიული რეაქციები.
◄ სხეულის ზედაპირის დიდ ნაწილზე ტრავოკორტის დატანისას და/ან ხანგრძლივად მისი გამოყენებისას მოსალოდნელია შემდეგი გვერდითი მოვლენების განვითარება: კანის ატროფია, ტელეანგიოექტაზიები, კანზე სტრიების წარმოშობა, აკნეს მსგავსი მოვლენები, პერიორალური დერმატიტი, ჰიპერტრიქოზი, ასევე რეზორბციის შედეგად კორტიკოიდის სისტემური მოქმედება.
◄ გვერდითი მოვლენების განვითარება მოსალოდნელია ახალშობილებში, რომელთა დედები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში იყენებდნენ პრეპარატს (მაგალითად, ორსულობის ბოლო პერიოდში პრეპარატის გამოყენებისას მოსალოდნელია თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ჰიპოფუნქცია).
უკუჩვენებები:
* ტუბერკულოზით ან ათაშანგით განპირობებული პროცესები, ვირუსული დაავადებანი: ჩუტყვავილა, შემომსარტყვლელი ლიქენი, კანის მხრივ რეაქციები ჩუტყვავილას საწინააღმდეგო ვაქცინაციის დროს.
* ორსულობის I ტრიმესტრში არ არის რეკომენდებული კორტიკოსტეროიდების შემცველი პრეპარატების ადგილობრივად გამოყენება;
* თავიდან უნდა ავიცილოთ პრეპარატის ხანგრძლივად ან კანის დიდ უბანზე გამოყენება.

განსკუთრებული მითითებები:
– გრამუარყოფითი მიკროორგანიზმებით გამოწვეული ინფექციების განვითარებისას შესაძლებელია დამატებით საჭირო გახდეს სპეციფიკური მკურნალობის კურსის ჩატარება.
– პრეპარატის სახის მიდამოში გამოყენებისას უნდა მოვერიდოთ თვალთან მის არასასურველ კონტაქტს.
– როზაცეას, ან პერიორალური დერმატიტის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.
– პრეპარატი არ გამოიყენება ორ წლამდე ასაკის ბავშვებში.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

აფთიაქიდან გაცემის პირობები: პრეპარატი გაიცემა ექიმის რეცეპტით.

მწარმოებელი: SCHERING S.P.A., იტალია

გაფრთხილება