ტრიმეტაზიდინი – ჰუმანითი / Trimetazidine – Humanity

ტრიმეტაზიდინი – ჰუმანითი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ტრიმეტაზიდინი /trimetazidine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: კარდიოლოგიური დაავადებების სამკურნალო საშუალებები, ანტიიშემიური საშუალებები

ათქ კოდი: C01EB15.

შემადგენლობა
თითოეული შემოგარსული მოდიფიცირებული გამოთავისუფლების ტაბლეტი შეიცავს:
ტრიმეტაზიდინის ჰიდროქლორიდის 35მგ-ს
დამხმარე ნივთიერებებს    q.s.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოკინეტიკა
პერორალური მიღებისას სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან, მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა  5 საათში. 24 საათის მანძილზე პლაზმური კონცენტრაცია შეადგენს მიღებიდან 11 საათში დაფიქსირებული კონცენტრაციის 75%-ს.
სტაბილური კონცენტრაცია  მიიღწევა მე-60 საათზე.
ტრიმეტაზიდინის  ფარმაკოკინეტიკურ თვისებებზე გავლენას არ ახდენს საკვები.
განაწილების მოცულობა შეადგენს 4.8 ლ/კგ, ტრიმეტაზიდინი ნაკლები ხარისხით უკავშირდება ცილებს (in vitro ეს მაჩვენებელი შეადგენს 16%-ს).
ტრიმეტაზიდინი გამოიყოფა ძირითადად შარდით, უცვლელი სახით.
ტრიმეტაზიდინის  ნახევრადგამოყოფისპერიოდი შეადგენსსაშუალოდ 7 საათს ჯანმრთელ ახალგაზრდა მოხალისეებში და 12 საათს ხანდაზმულ(>65 წლის ზევით) სუბიექტებში.

ფარმაკოდინამიკა
ტრიმეტაზიდინი მიეკუთვნება კარდიოლოგიურ, ანტიანგინალური პრეპარატებს.
ჰიპოქსიის პირობებში პრეპარატი ხელს უშლის უჯრედშიდა ატფ-ის შემცველობის შემცირებას. უზრუნველყოფს მემბრანული იონური არხების ნორმალურ ფუნქციონირებას, კალიუმის და ნატრიუმის იონების ტრანსმემბრანულ გადაცემას და უჯრედული ჰომეოსტაზის შენარჩუნებას.
აფერხებს ცხიმოვანი მჟავების დაჟანგვას გრძელჯაჭვოვანი 3-კეტოაცეტილ-კოA-თიოლაზას სელექტიური ინჰიბირების გზით, რაც იწვევს გლუკოზის ჟანგვის გაძლიერებას,  გლიკოლიზის დაჩქარებას და ხელს უწყობს მიოკარდიუმის დაცვას იშემიის პირობებში. ცხიმოვანი მჟავების გაჟანგვიდან გლუკოზის დაჟანგვაზე ენერგეტიკული მეტაბოლიზმის გადართვა საფუძვლად უდევს ანტიანგინალურ მოქმედებას.

გამოყენების ჩვენებები
ტრიმეტაზიდინი ინიშნება  სტაბილური სტენოკარდიის მკურნალობისას კომბინირებული თერაპიის შემადგენლობაში, როდესაც პირველი რიგის ანტიანგინალური პრეპარატების გამოყენებით ვერ ხერხდება ადექვატური კლინიკური ეფექტის მიღწევა.

დოზირება და მიღების წესი
რეკომენდებული დოზა შეადგენს ერთ  ტაბლეტს დღეში ორჯერ. მკურნალობის ეფექტურობა უნდა შეფასდეს მკურნალობის დაწყებიდან 3 თვის შემდეგ. ეფექტის არარსებობის შემთხვევაში, ტრიმეტაზიდინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
განსაკუთრებული პოპულაციები
თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტები
თირკმლის ზომიერი უკმარისობის მქონე პაციენტებში (კრეატინინის კლირენსი 30-60 მლ/წთ), რეკომენდებული დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს (35მგ) დილით საუზმის დროს.
ხანდაზმული პაციენტებიხანდაზმულებში შესაძლებელია გაიზარდოს ტრიმეტაზიდინის ექსპოზიცია თირკმლის ფუნქციის შესუსტების გამო. თირკმლის ზომიერი უკმარისობის შემთხვევაში (კრეატინინის კლირენსი30-60 მლ/წთ), რეკომენდებული დოზაა 1 ტაბლეტი (35მგ) დილით საუზმის დროს.
ხანდაზმულებში დოზის ტიტრაცია უნდა მოხდეს სიფრთხილით.
ბავშვები
ტრიმეტაზიდინის უსაფრთხოება და ეფექტურობა 18 წლამდე ასაკის ბავშვებში არ დადგენილა.

მიღების წესი
ტაბლეტების მიიღება  პერორალურად, დღეში ორჯერ, ერთი ტაბლეტი დილით და ერთი საღამოს, ჭამის დროს.

გვერდითი მოვლენები
ტრიმეტაზიდინს შეუძლია გამოიწვიოს შემდეგი სახის გვერდითი მოვლენები შემდეგი სიხშირის მიხედვით:
ძალიან ხშირი (>1/10); ხშირი (>1/100, <1/10); არახშირი (>1/1000, <1/100); იშვიათი >1/10000, <1/1000); ძალიან იშვიათი (<1/10000), მათ შორის იზოლირებული შეტყობინებები.
კუჭ-ნაწლავის დარღვევები:
ხშირი: მუცლის ტკივილი, დიარეა, დისპეფსია, გულისრევა და ღებინება.
ზოგადი დარღვევები:
ხშირი: ასთენია
ნერვული სისტემა:
ხშირი: თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
ძალიან იშვიათი: ექსტრაპირამიდული სიმპტომები (კანკალი, რიგიდობა, აკინეზია), რომელიც შექცევადია მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ.
კანის მხრივ:
ხშირი: გამონაყარი, ჭინჭრის ციება, პრურიტი
ვასკულარული დარღვევები
იშვიათი: ორთოსტატული ჰიპოტენზია, სიწითლე.

უკუჩვენებები
• მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ
• თირკმლის მძიმე უკმარისობა (კრეატინინის კლირენსი<30 მლ/წთ)
• პარკინსონის დაავადება, პარკინსონიზმი, ტრემორი, „მოუსვენარი ფეხების“ სინდრომი

განსაკუთრებული გაფრთხილებები
პრეპარატი არ წარმოადგენს სტენოკარდიის შეტევების სამკურნალო საშუალებას, და არ ინიშნება არასტაბილური სტენოკარდიის  ან მიოკარდიუმის ინფარქტის სამკურნალოდ. დაუშვებელია მისი გამოყენება პრეჰოსპიტალურ ფაზაში და ჰოსპიტალიზაციის პირველ დღეებში.
სტენოკარდიის შეტევის შემთხვევაში, უნდა მოხდეს ადექვატური მკურნალობის დანიშვნა.
კლინიკური მონაცემების არარსებობის გამო, უსაფრთხოების მიზნით, დაუშვებელია ტრიმეტაზიდინის დანიშვნა ორსულებში და ლაქტაციის დროს.
ტრიმეტაზიდინს არ გააჩნია ჰემოდინამიური ეფექტი, თუმცა შეინიშნებოდა თავბრუსხვევის და ძილიანობის შემთხვევები პოსტმარკეტინგული გამოყენებისას, რამაც შესაძლებელია  გავლენა მოახდინოს ავტომობილის და სხვა მექანიზმების მართვის უნარზე.

ჭარბი დოზირება
ტრიმეტაზიდინის ჭარბი დოზირების შესახებ არსებობს ძალიან შეზღუდული ინფორმაცია. მკურნალობა სიმპტომურია.

გამოშვების ფორმა და შეფუთვა
10 ტაბლეტი ბლისტერში. 1 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად მოთავსებულია ყუთში.

აფთიაქიდან გაცემის წესი
ფარმაცევტული პროდუქტის ჯგუფი III, გაიცემა რეცეპტის გარეშე.

შენახვის პირობები
ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა 3 წელი

გამოშვების ფორმა: 35 მგ ტაბლეტი №10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Celogen Generics Pvt., ინდოეთი

გაფრთხილება