ტროქსერუტინი – TROXERUTIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოლოგიური თვისებების ქრონიკული ვენური უკმარისობის სამკურნალო საშუალება, რუტინის წარმოებული, P ვიტამინის თვისებებით. მისი გავლენით კაპილარების სიმყიფე და გაჟონვა მცირდება; შესაბამისად გამოხატულია შეშუპების საწინააღმდეგო მოქმედებაც.

ჩვენებები
ვენების ვარიკოზული გაგანიერება, ზედაპირული თრომბოფლებიტი, ქრონიკული ვენური უკმარისობით გამოწვეული ტროფიკის დარღვევა (დერმატიტები, ტროფიკული წყლულები); ჰემოროიდული კვანძები (ბუასილი).

დოზირების რეჟიმი
შიგნით მისაღები სადღეღამისო დოზაა 60-90 მგ 2-4 კვირის განმავლობაში; კუნთებში ან ვენაში შესაყვანი დოზაა 500 მგ დღეგამოშვებით.

გვერდითი მოვლენები
მოსალოდნელი ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენებები
ჭარბი მგრძნობელობა ტროქსერუტინისადმი.
განსაკუთრებული მითითებები
ტროქსერუტინი ჩვეულებრივად ერთ-ერთ კომპონენტადაა გამოყენებული კომპლექსურ თერაპიაში.

გაფრთხილება