ტუსიფლუიდი / Tussifluid

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური  საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფლაკონი -120 მლ
სიროფი  10 მლ შეიცავს:
აცეტილცისტეინი –  200 მგ
დროზერა (ცვრიანა)-300 მგ

ფარმაკოლოგიური  თვისებები:
აცეტილცისტეინი
წარმოადგენს ბუნებრივი ამინომჟავის L-ცისტეინის N-აცეტირილებულ წარმოებულს.აცეტილცისტეინი არის მუკოლიზური ნივთიერება. ის არღვევს დისულფიდურ კავშირს ლორწოს გლიკოპროტეინებში და იწვევს მუკოლიზურ ეფექტს. აცეტილცისტეინი ამცირებს რესპირატორულ ტრაქტში დაგროვილ ლორწოს სიმკრივეს და წებოვნებას. აცეტილცისტეინს აგრეთვე გააჩნია პირდაპირი ანტიოქსიდანტური მოქმედება. ეს ეფექტი განპირობებულია აცეტილცისტეინის თავისუფალი ნუკლეოფილური თიოლის (-SH) ჯგუფის და ჟანგვითი რადიკალების ელექტროფილური ჯგუფების ურთიერთქმედებით.
დროზერა (ცვრიანა)-Drosera Rotundifolia L.
შეიცავს ნაფთაქინონებს: პლუმბაგინი,რამენტონი,რამენაზონი,ბირამენტაზონი,რომელთაც აქვთ სასუნთქი გზების ფარმაკოლოგიურად დამტკიცებული სპაზმოლიზური ეფექტი. თავისი სპაზმოლიზური მოქმედების გამო ფართოდ გამოიყენება ჰომეოპათიაში და ხალხურ მედიცინაში ყივანახველას და ტუბერკულოზის დროს.

ჩვენებები:
· ზედა სასუნთქი გზების დაავადებები
· ტრაქეიტი,ბაქტერიული ან ვირუსული გენეზის პნეევმონია
· ემფიზემა
· მწვავე და ქრონიკული ბრონქიტი
· ბრონქოექტაზია
· ბრონქული ასთმა
· ყელ-ყურ-ცხვირის ორგანოების დაავადებები
· მუკოვისციდოზი

დოზირების რეჟიმი:
მოზრდილთათვის:
2 ჩაის კოვზი (10 მლ) 2-ჯერ დღეში
ბავშვებში 3 წლიდან:
2 ჩაის კოვზი (10მლ) 1-ჯერ დღეში.
მკურნალობის ხანგრძლივობა 6 დღე.

შენახვის პირობები და ვადები:
შეინახეთ მშრალ, გრილ, ბავშვებისაგან მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისია ბოთლის გახსნიდან 15 დღის მანძილზე.

გამოშვების ფორმა: 120 მლ სიროფი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SELLA, იტალია

გაფრთხილება