ტუსოგალი / Tusogal

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: მუკოლიზური და ამოსახველებელი საშუალებები

შემადგენლობა:
აქტიური ინგრედიენტები: მრავალძარღვას (Plantago major) ექსტრაქტი
დამხმარე ინგრედიენტები: სიროფი (შაქარი, გასუფთავებული წყალი), კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი

დახასიათება:
მრავალძარღვა შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ ინგრედიენტებს: აუკუბინი, ლორწოვანი ნივთიერებები, ტანინები, ალანთოინი, გლიკოზიდები, საპონინები, შაქარი, ეთერზეთები, ფისები, ცილოვანი ნივთიერებები, კაროტინოიდები, ფილოქინინი, მინერალები (კალიუმი, კალციუმი, ფოსფორი, მაგნიუმი, თუთია, რკინა, ნატრიუმი, მანგანუმი, სპილენძი, ბორი, მოლიბდენი), ანტიმიკრობული მოქმედების ნივთიერებები, ვიტამინები A, C, K.
ტუსოგალის სიროფში შემავალი ბიოაქტიური კომპლექსი განაპირობებს რესპირატორული გზების ჯანსაღ მდგომარეობას, სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ნორმალური ფუნქციონირებითა და ბრონქული სეკრეტის გაძლიერებული გამოყოფით.

მიღების წესი
მიღების წინ შეანჯღრიეთ.
მოზრდილები: დღეში 4-5 დოზირებული კოვზი.
ბავშვები: დოზა უნდა განსაზღვროს ოჯახის ექიმის ან პედიატრის მიერ.

საკვები ღირებულება შემადგენლობაt/5 დოზირებული კოვზი

(25 მლ)

კალორიები 339.55 კჯოული = 80.14 კკალ
ცხიმი (გ) 0
კარბოჰიდრატი (გ)

შაქარი

 

17.5

ცილა (გ) 0.085
მრავალძარღვას ექსტრაქტი*(გ) 3.125

* საკვები ღირებულება არ არის დადგენილი
განსაკუთრებული მითითებები:
–           შეიცავს შაქარს!
–           შეიცავს ეთანოლს (5.6 გ/100 მლ)
–           არ გადააჭარბოთ სადღეღამისო დოზას
–           პროდუქტი არის ბიოლოგიურად აქტიური დანამატი, არ ცვლის მრავალფეროვან და ბალანსირებულ დიეტას ან/და ცხოვრების ჯანსაღ წესს
–           უკუნაჩვენენებია შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევებში
–           ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა ან პირებმა რომლებიც საჭიროებენ ხანგრძლივ მედიკამენტოზურ მკურნალობას, მიღებამდე კონსულტაციისთვის უნდა მიმართონ ექიმს ან ფარმაცევტს
–           ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში ტუსოგალის სიროფის მიღებამდე უნდა მიმართოთ თქვენს ექიმს ან ფარმაცევტს

შენახვის  პირობები:
ინახება ოთახის ტემპერატურაზე 25°C – მდე, ბავშვებისგან მოშორებით.
გახსნის შემდეგ მიიღება მაქსიმუმ 28 დღის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა (EXP) მითითებულია კოლოფზე
გამოშვების ფორმა: 100 მლ სიროფი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Laropharm Pharmaceutical Industry, რუმინეთი

გაფრთხილება