ტუტუკონი / Tutukon

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა
600მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონში, პლასტიკური მზომი ჭიქით
გამჭირვალე, უფერო ან ოპალესცენტური სითხე დამახასიათებელი სუნით.
100 მლ ხსნარი შეიცავს:
მინდვრის შვიტა: ღერო 570მგ
spergularia rubra: მთლიანი მცენარე 330მგ
peumus boldus: ფოთლები 280მგ
ოპუნცია (კაქტუსი) ყვავილები 170მგ
ჩაი მაკედონიის: ყვავილოვანი ნაწილები 170მგ
როზმარინი: ფოთლები 170მგ
ბერმუდის ბალახი: ფესვები 170მგ
მელისა: ფოთლები 170მგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის მეთილპარაბენი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
მცენარეული წარმოშობის კომბინირებული პრეპარატი სპაზმოლიზური, დიურეზული, ლითოლიზური, ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტით. ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას მარილების, ტოქსინების და მძიმე მეტალთა მარილების გამოყოფას.

ჩვენებები
თირკმელებში მარილების (ურატები,ოქსალატები,ფოსფატები,კარბონატები) დიდი რაოდენობით წარმოქმნა
წვრილი უროლითიაზი
კენჭის წარმოქმნის რეციდივის პროფილაქტიკა კონკრემენტის მოცილების შემდეგ პოდაგრა.
შარდგამომყოფი გზების ინფექციები: ცისტიტი, ურეთრიტი, პიელონეფრიტი
დიზურიული მოვლინებები
შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი
სპასტიკური კოლიტი
ინტოქსიკაციის სხვადასხვა სახე (მედიკამენტებით, ალკოჰოლით, ნარკოტიკებით ინტოქსიკაცია, კვებითი ტოქსიკოინფექცია).

მიღების წესები და დოზები
მიიღება 3-ჯერ დღეში საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე
სამკურნალო დოზა:

ასაკი

დოზირება

სკოლამდელი ასაკის ბავშვები 1-1,5 მლ 3-ჯერ დღეში
სკოლის ასაკის ბავშვები 2,5 მლ  3-ჯერ დღეში
მოზრდილები 7 მლ   3-ჯერ დღეში
ორსულები 3 მლ  3-ჯერ დღეში

მკურნალობის ხანგრძლივობა 2-4 კვირა
დოზის კორეგირება შესაძლებელია ექიმის მიერ.

გვერდითი მოვლენები
რეკომენდებული დოზით კურნალობისას გვერდითი მოვლენები არ გამოვლენილა.

უკუჩვენება
პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა

ორსულობა და ლაქტაცია
ტუტუკონი ორსულებსა და 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოყენება ექიმის დანიშნულებით.

განსაკუთრებული მითითებები
დოზის გამოტოვების შემთხვევაში ორმაგი დოზა არ მიიღება.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება გამოვლენილი არ არის.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ოთახის ტემპერატურაზე სინათლისა და ნესტისგან დაცულ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე
შენახვის ვადა 5 წელი. შეფუთვაზე მითითებული ვადის გასვლის შემდეგ არ გამოიყენება.

გამოშვების ფორმა: 600მლ შიგნით მისაღები ხსნარი

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Miquel Y Garriga S.A., ესპანეთი

გაფრთხილება