უვიმაგი B6 – UVIMAG B6

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: მინერალური დანამატი (გასტროინტესტინული ტრაქტი და მეტაბოლიზმი).

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
დასალევი ხსნარი: ამპულაში 10 მლ
1 ამპ.
მაგნიუმის მჟავას გლიცეროფოსფატი…….    1.895 გ
პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი……………  0.040 გ
დამხმარე ნივთიერებები:
სუკროზა, ნატურალური ყურძნის წვენის გემო, ნატრიუმის მეთილ პარაჰიდროქსიბენზოატი (E219), ნატრიუმის პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი (E217), გაწმენდილი წყალი.
მთლიანად თითო ამპულაში 125 მგ (5.13 მმოლ/ლ) მაგნიუმი.

ჩვენებები: მაგნიუმის დეფიციტი.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მოზრდილებში ინიშნება პერორალურად 2-3 ამპულა დღეში ჭამის დროს. პრეპარატი უნდა განზავდეს წყალში.
მკურნალობის ხანგრძლივობა: პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს, როდესაც მაგნიუმის დონე სისხლში დაუბრუნდება ნორმას.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლებელია ფაღარათი, ტკივილი მუცლის არეში.

უკუჩვენებები:
* მომატებული მგრძნობელობა (ალერგია) პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიერ (განსაკუთრებით პარაბენის ჯგუფი);
* თირკმელების დაავადების დროს;
* ლევოდოპასთან კომბინაციაში (პირიდოქსინის არსებობის გამო);
* ქინიდინთან კომბინირება.

ორსულობა და ლაქტაცია:
არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის პერიოდში.

განსაკუთრებული მითითებები:
◄ პრეპარატი ინიშნება ავადმყოფის მდგომარეობის გათვალისწინებით. დაუშვებელია ამ პრეპარატის მიღებაზე რეკომენდაციის მიცემა ექიმის გარეშე.
◄ სუკროზის გამო პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში შაქრიანი დიაბეტით.
◄ არ გამოიყენება ბავშვებში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს.

შენახვის პირობები: პრეპარატი ინახება 250C ტემპერატურაზე.

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი.

მწარმოებელი: Laboratoires LAPHAL, საფრანგეთი

გაფრთხილება