ულტრაბრონქო – ULTRABRONHO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ამოსახველებელი, ანთების საწინააღმდეგო

შემადგენლობა:
თაფლი ნატურალური…………………………     40.0 გ
დინდგელის სპირტიანი ხსნარი………….          5.0 მლ
ფიჭვის გირჩების ნაყენი 70% სპირტზე……    35.0 მლ
ტუხტის სიროფი………………………………….  20.0 მლ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ულტრაბრონქოს ფარმაკოლოგიური მოქმედება განპირობებულია მასში შემავალი ინგრადიენტებით. იგი აძლიერებს მუკოლიზს, ამცირებს ნახველის სიბლანტეს და ხელს უწყობს მის გათხიერებას, სასუნთქი გზების ეპითელიუმზე ზეგავლენის შედეგად, ასტიმულირებს ნახველის ევაკუაციას სასუნთქი სისტემის მწვავე და ქრონიკული დაავადებების დროს, ხასიათდება ანტიბაქტერიული თვისებებით.

ჩვენება:
მწვავე და ქრონიკული ტრაქეიტის, ბრონქიტის, ტრაქეო – ბრონქიტის, ფილტვების ობსტრუქციული დაავადებების დროს ნახველის ევაკუაციის გასაძლიერებლად.

უკუჩვენება:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ.

მიღების წესი და დოზირება: 1 სუფრის კოვზი 3- ჯერ დღეში ჭამის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: 125 მლ. ხსნარი პოლივინილქლორიდის ან ნარინჯისფერ შუშის ფლაკონში.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.

შენახვის წესი: სინათლისაგან დაცულ, მშრალ ადგილას ოთახის ტემპერატურაზე.

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: შპს „ესკულაპი „

გაფრთხილება