უმერანი – 75 / Umeran – 75

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): დიკლოფენაკი/diclofenac

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდული საშუალება

კლინიკური ფარმაკოლოგია
ფარმაკოლოგიურ გამოკვლევებში დიკლოფენაკი ავლენს ანალგეზიურ, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევ მოქმედებას. როგორც სხვა არასტეროიდული, ანთების საწინააღმდეგო საშუალებების შემთხვევაში, მისი მოქმედების ზუსტი მექანიზმი ცნობილი არ არის; თუმცა, მისი უნარი, მოახდინოს პროსტაგლანდინის სინთეზი, შეიძლება მონაწილეობდეს ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაში.
დიკლოფენაკი დიფუზირდება სინოვიალურ სითხეში და მის გარეთ. დიფუზია სახსრებში ვლინდება დოზის მიღებიდან პირველი 4 საათის განმავლობაში და მისი პლაზმური დონეები უფრო მაღალია, ვიდრე სინოვიალურ სითხეში არსებული დონეები. ამის შემდეგ ხდება პროცესის უკუქცევა და სინოვიალურ სითხეში დონეები ოდნავ უფრო მაღალია, ვიდრე პლაზმაში.
ჯანმრთელი სუბიექტების მიერ დღეში 150 მგ დიკლოფენაკის მიღებისას 3 კვირის განმავლობაში აღინიშნა საშუალოდ უფრო ნაკლები სისხლი განავალში, ვიდრე დღეში 3 გ ასპირინის მიღებისას. განმეორებითი დოზების შესწავლისას საშუალო სისხლის დანაკარგი განავალში დღეში 150 მგ დიკლოფენაკის მიღებისას აგრეთვე ნაკლები იყო, ვიდრე დღეში 750 მგ ნაპროქსენის, 150 მგ ინდომეტაცინის მიღებისას. განმეორებითი დოზების ენდოსკოპიურმა გამოკვლევემა აჩვენა, რომ 75 მგ ან 100 მგ დიკლოფენაკის სადღეღამისო დოზების 1 კვირის განმავლობაში გამოყენებისას უფრო ნაკლებად აღინიშნებოდა კუჭის დაზიანების შემთხვევები, ხოლო ამგვარი დაზიანებების განვითარებისას ისინი უფრო მსუბუქი იყო, ვიდრე 500 მგ ნაპროქსენის სადღეღამისო დოზების გამოყენებისას.

ჩვენებები:
უმერანის ინექცია ნაჩვენებია მწვავე და ქრონიკული რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტისა და მაანკილოზებელი სპონდილიტის ნიშნებისა და სიმპტომების სამკურნალოდ.
უმერანის ინექცია ასევე ნაჩვენებია თირკმლისა და ნაღველის კოლიკათი გამოწვეული ტკივილის სამკურნალოდ.

უკუჩვენებები:
უმერანი უკუნაჩვენებია პრეპარატისადმი მომატებული მგრძნობელობის მქონე პაციენტებისათვის. ასევე უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისათვის, რომლებშიც ასპირინმა და არასტეროიდულმა ანთების საწინააღმდეგო საშუალებებმა გამოიწვიეს ასთმა, ჭინჭრის გამონაყარი ან სხვა ალერგიული ტიპის რეაქციები. ასეთ პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ანაფილაქსური ტიპის რეაქცია.

გაფრთხილებები და სიფრთხილის ზომები:
ექიმი და პაციენტი ფრთხილად უნდა იყვნენ, რათა არ განვითარდეს პეპტიკური წყლული და კუჭ-ნაწლავური სისხლდენა უმერანით ქრონიკული მკურნალობის დროს (პერორალურად მიღებისას ან ინტრაგლუტეალური ინექციისას) იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადრე არ აღინიშნებოდა სიმპტომები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

ვინაიდან შეიძლება განვითარდეს მწვავე ჰეპატოტოქსიკურობა განმასხვავებელი სიმპტომების სიდრომის გარეშე, პერიოდულად (ყოველ 4-8 კვირაში) უნდა შეფასდეს ტრანსამინაზას დონეები იმ პაციენტებში, რომლებიც იმყოფებიან უმერანით ხანგრძლივ თერაპიაზე. ყოველივე ეს შექცევადია თერაპიის შეწყვეტისას.

დიკლოფენაკით თერაპიისას გამოვლენილი სპეციფიკური ალერგიული რეაქციები მოიცავს  ქუთუთოების, ტუჩების შეშუპებას, ყელსა და ხორხზე გამონაყარს, ასთმას, ბრონქოსპაზმსა და ანაფილაქსიას.
დიკლოფენაკის გამოყენებისას ზოგიერთ პაციენტში აღინიშნა სითხის შეკავება და შეშუპება. ამდენად, უმერანი სიფრთხილით გამოიყენება იმ პაციენტებში, რომლებსაც ანამნეზში აქვთ ჰიპერტენზია, გულის დეკომპენსაცია და სხვა ისეთი მდგომარეობები, რომლებიც წინასწარგანაწყობენ მათ სითხის შეკავებისადმი.

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება ასოცირებულია თირკმელში სისხლის ნაკადის დაქვეითებასთან, რაც გამოწვეულია თირკმელში პროსტაგლანდინის სინთეზის დოზადამოკიდებული დაქვეითებით. ეს შეიძლება გადაიზარდოს თირკმლის უკმარისობაში. უნდა მოერიდოთ უმერანის გამოყენებას ღვიძლის პორფირიის მქონე პაციენტებში.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
დიკლოფენაკის გამოყენება ორსულობის პერიოდში დადგენილი არ არის. ცნობილია რა პროსტაგლანდინის მაინჰიბირებელი პრეპარატების ეფექტები ნაყოფის გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე, უმერანის გამოყენება ორსულობის გვიან ეტაპზე თავიდან უნდა იქნას აცილებული მშობიარობის დროს და ბავშვის დაბადებისას. პრეპარატის გამოყენება ასევე რეკომენდებული არ არის ლაქტაციის პერიოდში.

არასასურველი ეფექტები:
ყველაზე ხშირად ვლინდება არასასურველი ეფექტები კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. შემთხვევათა სიხშირე შეადგენს დაახლოებით 20%-ს და მათი უმეტესობა არის უმნიშვნელო. ეს მოიცავს: აბდომინალურ ტკივილებს ამ სპაზმებს, დიარეას ან ყაბზობას, მოუნელებლობას, გულისრევას, მუცლის დაჭიმულობას, მეტეორიზმს, დარღვევებს ღვიძლის ანალიზებში და სხვ. პეპტიკური წყლულის ან გასტროინტესტინალური სისხლდენის შემთხვევები შეადგენს 1%-ზე ნაკლებს დიკლოფენაკით თერაპიის 3 თვის განმავლობაში და 2%-ს შემდგომი 1 წლის განმავლობაში. კუჭ-ნაწლავური სიმპტომებს გამოვლენის სიხშირის მიხედვით მოსდევს ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ გვერდითი ეფექტები, როგორიცაა თავის ტკივილი (7%) და თავბრუსხვევა (3%). მეტაბოლიზმისა და კვების მხრივ გამოვლენილი გვერდითი ეფექტები მოიცავს სითხის შეკავებას. ასევე აღინიშნება ტინიტი, მხედველობის დაბინდვა, დიპლოპია, გემოს დარღვევა და სხვ.

ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები მოიცავს: ტუჩების, ენისა და ქუთუთოების შეშუპებას, ხორხის შეშუპებას, ჭინჭრის გამონაყარს, კანზე გამონაყარს, ქავილს, ეგზემატოიდურ დერმატიტს, სტივენს-ჯონსონის სინდრომს, ალერგიულ პურპურას და სხვ.

დოზირება და მიღების წესი:
ინქცია: 3 მლ. ინექცია კეთდება ყოველ დღე ღრმად, დუნდულის ზედა მეოთხედში. მწვავე შემთხვევებისას, კეთდება დღეში 3 მლ-ის ორი ინექცია რამდენიმე საათის ინტერვალებით, თუმცა არა უმეტეს 2 დღე. აუცილებლობისას, მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ტაბლეტების მიღებით.

შენახვის პირობები: ინახება 25˚C-მდე.

გამოშვების ფორმა: 75მგ/3მლ 3 მლ ი.მ. საინექციო ხსნარი ამპულა № 5

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: Umedica Laboratories Pvt. Ltd, ინდოეთი

გაფრთხილება