უნკასტიმი (ნატუროპათი) /UNCASTIM (naturopath)

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
Uncastim – კომპლექსური ჰომეოპათიური პრეპარატი, მცენარეული და მინერალური ჰომეოპათიური კომპონენტების რაციონალური და ზუსტი კომბინაცია. სუის-ორგანულ, შუალედურ კატალიზატორებთან, ოლიგოელემენტებთან და ნოზოდებთან ერთად განაპირობებს პრეპარატის ეფექტურობას მორეციდივე ბაქტერიული და ვირუსული ინფექციების პროფილაქტიკის და მკურნალობის დროს. განსაკუთრებით ეფექტურია ლიმფური სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტებში.
Uncastim აღწევს კომპლექსურ თერაპიულ მოქმედებას – იმუნური სტიმულაციის (დაკავშირებულია ისეთ მცენარეულ კომპონენტებთან, როგორიცაა Uncaria tormentosa, Echinacea angustifolia და  purpurea, Vincetoxicum, და ისეთ ორგანულ კომპონენტებთან,
როგორიცაა Splen suis, Lymphatic ganglia suis, Thymus suis, Medulla ossis suis), დაავადებების სეპტიკური გართულებების კონტოლის (Hepar sulphuris, Pyrogenium), მეზენქიმის დრენაჟის (Galium aparine, Pulsatilla, Silicea, Phytolacca, Sulphur), ფერმენტული აქტივობის აღდგენის (Ac. succinicum, Ac. fumaricum, Ac. malicum, Natrium pyruvicum, Chinhydron) და კატალიზური სტიმულაციის (Manganese და Cuprum) გზით.
მოცემული ჰომეოფარმაკოლოგიური სტრუქტურის გათვალისწინებით, პრეპარატი უკუნაჩვენებია აქტიურ ფაზაში მყოფი აუტოიმუნური პათოლოგიების და მწვავე ცხელების შემთხვევაში.

შემადგენლობა
Uncaria tormentosa D4, Echinacea angustifolia D4, Echinacea purpurea D4, Phytolacca D6, Silicea D6, Hepar sulphuris D6, Pyrogenium D6, Galium aparine D4, Pulsatilla D6, Vincetoxicum D4, Sulphur met. D6, Colon suis D6, Thymus suis D6, Lymphatic ganglia suis D6, Splen suis D6, Hepar suis D6, Medulla ossis suis D6, Hypothalamus suis D12, Corpus pinealis suis D12, Ac. succinicum D4, Ac. Fumaricum D4, Ac. malicum D6, Natrium Pyruvicum D6, Chinhydron D12, Manganese D4, Cuprum D4. Seicavs spirts (30%).

ჩვენებები
სხვადასხვა წარმოშობის იმუნოდეფიციტი. ქრონიკული მორეციდივე ვირუსული დაავადებები. სასუნთქი გზების მორეციდივე ინფექციები ლიმფური სისტემის პათოლოგიის მქონე პაციენტებში. დაბალი ხარისხის უცნობი ეტიოლოგიის ცხელება.

შეფუთვა, დოზირება
ფლაკონი 30 მლ მოცულობის, დოზატორით. წვეთები პერორალური მიღებისათვის. 30-50 წვეთი სამჯერ დღეში, ორი თვის განმავლობაში. მიღების დაწყება უმჯობესია დღეში 150 წვეთიდან მკურნალობის პირველი 20 დღის განმავლობაში, შემდეგ კი დღეში 90 წვეთი.
3 წლამდე ბავშვები: მოზრდილთა დოზის 1/3
3-დან 6 წლამდე ბავშვები: მოზრდილთა დოზის 1/2
ნაწლავების დისბაქტერიოზის ან სოკოვან ინვაზიებთან ასოცირებული იმუნოდეფიციტების დროს რეკომენდებულია Eubioflor-თან
და Micox-თან ერთდროული მიღება.

გამოშვების ფორმა: ფლაკონი 30 მლ დოზატორით

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: GUNA,  იტალია

გაფრთხილება