ურიკლარი / URICLAR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: თირკმლის კენჭოვანი დაავადების დროს გამოსაყენებელი საშუალებები

შემადგენლობა
კაფსულა შეიცავს
აქტიური ნივთიერებები:
ოხრახუშის ფესვების მშრალი ექსტრაქტი – 60 მგ
არყის ხის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 60 მგ
გვირილას ბალახების მშრალი ექსტრაქტი – 10 მგ
წითელი მოცვის ფოთლების მშრალი ექსტრაქტი – 30 მგ
ფხვნილის სახით დაქუცმაცებული ლობიოს პარკი – 80 მგ
ნატრიუმის ციტრატი – 20 მგ
კალიუმის ციტრატი – 20 მგ
დამხმარე ნივთიერებები: მიკროკრისტალური ცელულოზა, სილიციუმის უწყლო კოლოიდური დიოქსიდი, მაგნიუმის სტეარატი.
კაფსულის გარსის შემადგენლობა: ტიტანის დიოქსიდი, რკინის ყვითელი ოქსიდი, ქლოროფილინი, გასუფთავებული წყალი, ჟელატინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფარმაკოდინამიკა
კომბინირებული მცენარეული პრეპარატი, ციტრატული კომპლექსით, რომელიც ხელს უწყობს თირკმლისა და შარდ-გამომყოფი ტრაქტის კენჭების დეზინტეგრაციასა და გამოყოფას. ურიკლარს გააჩნია სპაზმოლიზური მოქმედება, ხელს უწყობს საშარდე გზებში კენჭების გადაადგილებას, ამცირებს ტკივილს თირკმლისა და შარდსაწვეთის კოლიკისას, აუმჯობესებს თირკმლის ფუნქციას და ზრდის დიურეზს.
გააჩნია ანტიმიკრობული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება.
პრეპარატი არეგულირებს კრისტალურ-კოლოიდურ ბალანსს, ამცირებს  შარდში კენჭების წარმოქმნის ხელშემწყობი ელემენტების (მჟაუნმჟავა, კალციუმი, ჰიდროქსიპროლინი) კონცენტრაციას. აბრკოლებს კენჭის ბირთვის გარშემო ნაწილაკების აკუმულაციას, რაც აფერხებს მათ შემდგომ ზრდას.
ურიკლარის ერთდროული გამოყენება სხვა უროსეპტიკურ საშუალებებთან ერთად აძლიერებს მათ ბაქტერიოციდულ ეფექტს.
პრეპარატის ლითოლიზური ეფექტი დამოკიდებული არ არის შარდის პH-ზე.

ფარმაკოკინეტიკა
პრეპარატ ურიკლარის თერაპიული ეფექტი განპირობებულია მისი კომპონენტების ჯამური მოქმედებით, ამიტომ კინეტიკური დაკვირვებების წარმოება შეუძლებელია.

გამოყენების ჩვენებები
კომპლექსურ თერაპიაში:
– შარდ-კენჭოვანი დაავადება;
– კრისტალურია (შარდმჟავა დიათეზი);- ქრონიკული და მწვავე ცისტიტი და პიელონეფრიტი;
– ქრონიკული გლომერულონეფრიტი.
თირკმელებსა და შარდ-გამომყოფ გზებში კენჭების წარმოქმნის  პროფილაქტიკისთვის (მათ შორის კენჭების მოცილების შემდგომ).

გამოყენების წესი და დოზები
პრეპარტი ურიკლარი მიიღება შიგნით, საკმარისი რაოდენობის წყლის მიყოლებით.
მოზრდილები – 1-2 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში, ბავშვები 6 წლიდან – 1 კაფსულა 2-3-ჯერ დღე-ღამეში. პრეპარატის მიღების კურსის ხანგრძლივობა ისაზღვრება ექიმის მიერ.

უკუჩვენებები
– მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოქმედება
იშვიათად შესაძლებელია პრეპარტის კომპონენტებზე ალერგიული რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები
ურიკლარის გამოყენება არ უნდა მოხდეს რომელიმე კომპონენტის ან რთულყვავილოვნების (Aსტრაცეაე) ოჯახის მცენარეების მიმართ ინდივიდუალური აუტანლობისას.
აუცილებელია სიფრთხილის დაცვა გულის და თირკმლის უკმარისობით გამოწვეული შეშუპებების განვითარებისას.

ზემოქმედება ავტომობილისა და სხვა მექანიზმების მართვაზე
ურიკლარი გავლენას არ ახდენს ავტომობილის მართვისა და სამუშაოების შესრულების უნარზე, რომლებიც საჭიროებენ ფსიქომოტორული რეაქციების მაღალ სისწრაფეს.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდშ
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია მკურნალი ექიმის დაკვირვებით.

გამოყენება პედიატრიაში
6 წლამდე ბავშვებში პრეპარატის გამოყენების შესახებ მონაცემები არ არსებობს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ერთდროული გამოყენებისას ურიკლარი აძლიერებს ანტისეპტიკური საშუალებებისა და ანტიბიოტიკების მოქმედებას.
ციტრატული კომპლექსის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული გამოყენებისას, საჭიროა შარდის პH-ის კონტროლი.

ჭარბი დოზირება
პრეპარატ ურიკლარის ჭარბი დოზირების შემთხვევების შესახებ ცნობები არ არის.

შენახვის პირობები: ინახება ნესტისა და სინათლისგან დაცულ ადგილას, არა უმეტეს 25°С.
ინახება ბავშვებისგან მიუწვდომელ ადგილას!

ვარგისიანობის ვადა: 3 წელი წარმოების თარიღიდან. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

გამოშვების ფორმა: – კაფსულა # 30
მყარი ჟელატინის კაფსულები.
აღწერილობა: მყარი ჟელატინის კაფსულები #0, მწვანე ფერის სახურავითა და კორპუსით, რომელიც შეიცავს დამახასიათებელი სუნის მქონე მოყვითალო-მოყავისფრო ერთგვაროვან ფხვნილს თეთრი ფერის ნაწილაკებით.

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ADIPHARM LTD, ბულგარეთი

გაფრთხილება