უროგრაფინი – UROGRAPHIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება:  დიატრიზოუმის მჟავის მეტგლუმინის მარილი,
დიატრიზოუმის მჟავის ნატრიუმის მარილი/SODIUM AMIDOTRIZOATE MEGLUMINE AND
SODIUM SALT

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: რენტგენოკონტრასტული საშუალება

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
საინექციო ხსნარი 60%: ამპულაში 20 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
დიატრიზოუმის მჟავის მეტგლუმინის მარილი………….   520 მგ 10.5 გ
დიატრიზოუმის მჟავის ნატრიუმის მარილი………………   80 მგ 1.6 გ
საინექციო ხსნარი 76%: ამპულაში 10 მლ, შეფუთვაში 10 ც.
1 მლ 1 ამპ.
დიატრიზოუმის მჟავის მეტგლუმინის მარილი……     660 მგ 13.2 გ
დიატრიზოუმის მჟავის ნატრიუმის მარილი………..   100 მგ 2 გ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
იოდისშემცველი რენტგენოკონტრასტული საშუალება. პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი იოდი რენტგენის სხივების შთანთქმის შედეგად გამოსახულების კონტრასტულობას ამაღლებს.

ჩვენებები:
ნატრიუმის ამიდოტრიზოატი 76% – ანგიოგრაფია, ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, ანგიოკარდიოგრაფია, აღმავალი პიელოგრაფია,ლიმფოგრაფია, ურეთროცისტოგრაფია, სპლანოპორტოგრაფია, ფისტულოგრაფია, ართროგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია, წინასაოპერაციო ქოლანგიოგრაფია.
ნატრიუმის ამიდოტრიზოატი 60% – ანგიოგრაფია, ციფრული სუბტრაქციული ანგიოგრაფია, კომპიუტერული ტომოგრაფია, უროგრაფია, ჰისტეროსალპინგოგრაფია.
ნატრიუმის ამიდოტრიზოატი არ არის გამოსადეგი მიელოგრაფიისთვის. კუჭ–ნაწლავის ორგანოების რენტგენოკონტრასტული გამოკვლევა, თუ ბარიუმის სულფატის გამოყენება უკუნაჩვენებია; წარსულში რენტგენოლოგიური გამოკვლევისას არ დადგენილი პერფორაცია ან საყლაპავში და კუჭ–ნაწლავის ტრაქტში ანასტომოზის უკმარისობა, მეკონიური ნაწლავური გაუვალობა; მუცლის ღრუს კომპიუტერული ტომოგრაფია (ბარიუმის სულფატთან ერთად).

უკუჩვენებები:
ჰიპერმგრძნობელობა (მათ შორის, იოდშემცველი რენტგენოკონტრასტული სამკურნალო საშუალებების მიმართ), ღვიძლის უკმარისობა, თავის ტვინის სისხლძარღვების გამოხატული ათეროსკლეროზი, მწვავე კორონარული უკმარისობა, დეკომპენსირებული გულის ქრონიკული უკმარისობა, გამოხატული არტერიული ჰიპერტენზია, შოკი, კოლაფსი, ჰიპერკოაგულაცია, თირკმლის ქრონიკული უკმარისობა, თირეოტოქსიკოზი, კვანძოვანი ჩიყვი, პლაზმოციტომა, აქტიური ტუბერკულოზი; აღმავალი პიელოგრაფიისთვის – მწვავე უროინფექცია; ფლებოგრაფიისთვის – მწვავე ფლებიტი.
სიფრთხილით: ორსულობა, დეკომპენსირებული შაქრიანი დიაბეტი, საერთო მძიმე მდგომარეობა.

გვერდითი მოქმედება:
სიცხე, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა, ღებინება, ტაქიკარდია, ციანოზი, ცრემლდენა, ერითემატოზული გამონაყარი, ჭინჭრის ციება, ანაფილაქტოიდური რეაქციები, ანაფილაქსიური შოკი, ფილტვების შეშუპება, ნევროტული დარღვევბი, დიარეა, ენტერიტის ან კოლიტის გამწვავება, თირკმლის მწვავე უკმარისობა.
ადგილობრივი: შეყვანის ადგილის ტკივილი, ფლებიტი, თრომბოზი.

მიღების წესი და დოზირება:
ექსკრეტორული უროგრაფია: 20–40მლ 60% ხსნარი, გამთბარი სხეულის ტემპერატურამდე, ნელა შეყავთ იდაყვის ვენაში; მოუმზადებლებისთვის (გამწმენდი ოყნის გარეშე) ან ავადმყოფებში სხეულის დიდი წონით უმჯობესია 76% ხსნარის გამოყენება იგივე რაოდენობით;
თირკმელების დაქვეითებული ფუნქციისას ვენაში შეყავთ წვეთოვნად, განზავებული 250–300მლ 5% დექსტროზაში, 5–10 წუთის განმავლობაში.
ბავშვებში 60% ხსნარი: ჩვილებში – 7–9მლ,1–6 წამდე ასაკის ბავშვებში 9–12 მლ, 6–12 წლის – 12–15 მლ, 12–15 წელი – 15–20მლ; თუ პრეპარატის შეყვანა არ შეიძლება ვენაში, მაშინ შეყავთ კუნთში – შესაბამისი დოზა იხსნება 2–ჯერ მეტ საინექციო წყალში და შეყავთ ორ ადგილზე ნახ–ნახევარი ღრმად კუნთში.
აღმავალი პიელოგრაფია: 5–10მლ 30% ხსნარი ნელა შეყავთ კათეტერის საშუალებით; მცირე ტკივილის გაჩენისას ან თირკმელების მიდამოში ზეწოლისას შეყვანა წყდება.
ფლებოგრაფია: ქვედა კიდურებისთვის – 20–40 მლ, ზედა კიდურებისთვის – 10–20მლ 60% ხსნარი; გადაღება ხდება პრეპარატის შეყვანის დროს;
გამოკვლევის შემდეგ საჭიროა საკონტრასტო სამკურნალო საშუალებების გამოყვანა კიდურებიდან: კიდურებს წევენ მაღლა და ვენას რეცხავენ 50–70მლ 0.9% NaCl-ის ხსნარით.
პერიფერიული არტერიოგრაფია: ქვედა კიდურებისათვის გამოიყენება 20–40მლ, ზედასთვის – 10–20მლ 60% ხსნარი; უკეთესი ამტანობისთვის რეკომენდებულია სისხლის ნაკადის საწინააღმდეგოდ შეყვანა.
ცერებრალური ანგიოგრაფია: საშუალოდ 7 მლ 60% ხსნარი შეყავთ საძილე არტერიაში ან 4 მლ შეყავთ ხერხემლის არტერიაში; ერთდროული სერიოგრაფიისათვის ორ სიბრტყეში საკმარისია 1 ინექცია, სხვა შემთხვევაში მეორე პროექციისათვის საჭიროა განმეორებითი ინექცია; ხსნარი შეყავთ სწრაფად (10მლ დაახლოებით 1.5 წმ).
აორტოგრაფია: 30–50მლ 76% ხსნარი ინტრააორტალურად მაქსიმალური სიჩქარით.
დიგიტალური (ციფრული) არტერიოგრაფია: 60% ხსნარი რაოდენობით, რომელიც შეესაბამება სისხლის ნაკადის სიდიდეს გამოსაკვლევ არტერიაში.
ანგიოკარდიოგრაფია: 76% ხსნარი 60მლ–მდე მაქსიმალური სიჩქარით, ბავშვებისთვის – 1.2მლ/კგ.
სპლენოპორტოგრაფია: 20–30 მლ 76% ხსნარი.
ქოლანგიოგრაფია: 5–20მლ 35% ხსნარი.
ცისტოგრაფია: საშუალოდ 60–80მლ 35% ხსნარი შარდგამომყოფი არხის გარეთა ხვრელში ან 20მლ შარდის ბუშტში კათეტერის საშაუალებით ჰაერთან ერთად(ლაკუნალური ცისტოგრაფია).
ართროგრაფია: 35% ხსნარი, სხეულის ტემპერატურამდე გამთბარი, ნელა შეიყვანება აუცილებელი რაოდენობით სახსრის ჩვეულებრივი დეზინფექციის შემდეგ; კონტრასტული საშუალება შეიყვანება ექსუდატის ამოღების შემდეგ ასეპტიკის პირობებში;
პროცედურა ტარდება ავადმყოფის წოლით მდგომარეობაში; გასაზავებლად გამოიყენება მხოლოდ საინექციო წყალი.

განსაკუთრებული მითითებები:
ქავილის, ჭინჭრის ციების, სურდოს, შეშუპებების, არტერიული წნევის მკვეთრი დაქვეითებისას, ტაქიკარდიის, სუნთქვის დარღვევისას და სხვა ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენისას პრეპარატის გამოყენება უკუნაჩვენებია. აუცილებელია დარღვეული წყალ–მარილოვანი ცვლის კომპენსაცია.
სიცივეში შენახვისას მოქმედი ნივთიერების ნაწილი შეიძლება გამოკრისტალდეს. კრისტალები დნება თუ ამპულას რამდენიმე წუთით ჩაუშვებთ ცხელ წყალში.

მწარმოებელი: SCHERING AG

გაფრთხილება