უროპანი – UROPAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ოქსიბუტინინი/OXYBUTYNIN

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: მ-ქოლინობლოკატორი; მიოტროპული სპაზმოლიტიკი

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ტაბლეტები: შეფუთვაში 100 ც.
1 ტაბ.
ოქსიბუტინინის ჰიდროქლორიდი…….. 5 მგ

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
M–ქოლინობლოკატორი მესამეული ამინების ჯგუფიდან, ზომიერი M–ქოლინომაბლოკირებელი აქტიობის გვერდით ახასიათებს უნარი დაუყოვნებლივ მოახდინოს გავლენა შინაგანო ორგანოების გლუვ მუსკულატურაზე (მიოტროპული სპაზმოლიტური მოქმედება). იცავს სპაზმებისაგან და აქვეითებს შინაგანი ორგანოების გლუვი კუნთების ტონუსს: კუჭ–ნაწლავის ტრაქტის, ნაღვლის გამომყოფი გზების, საშვილოსნოსი, საშარდე გზების, მათ შორის შარდის ბუშტის.
ნეიროგენულ შარდის ბუშტში ოქსიბუტინინი დეტრუზორს ადუნებს, ამცირებს დეტრუზორის სპონტანურ შეკუმშვებს, ზრდის შარდის ბუშტის ტევადობას, ამცირებს შარდვისას ჭინთვების სიხშირეს.

ფარმაკოკინეტიკა:
შიგნით მიღების შემდეგ Cmax მიიღწევა 45წთ–ის შემდეგ, კონცენტრაციის სიდიდე პროპორციულია მიღებული დოზის. T1/2 შეადგენს 2 საათს. ხანდაზმულებში – T1/2 იზრდება.

ჩვენებები:
შარდის შეუკავებლობა, განპირობებული შარდის ბუშტის ფუნქციის ნეიროგენული ხასითის  არასტაბილურობით(დეტრუზორის ჰიპერრეფლექსია, მაგალითად გაფანტული სკლეროზის დროს ან spina bifida) ან იდიოპათიური ბუნებით;
5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ღამის ენურეზი (მონოთერაპიის სახით სხვა სამკურნალო საშუალებებთნ კომბინაციაში).

დოზირება:
მიიღება პერორალურად.
მოზრდილებში – 5 მგ 2–3–ჯერ დღეში.
ხანდაზმულებში მკურნალობის დასწყისში 2.5–3მგ 2–ჯერ დღეში, შემდეგ აუცილებლობისას დოზას თანდათან ზრდიან 5 მგ–მდე 2–ჯერ დღეში.
5 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში – საწყისი დოზა 2.5–3მგ 2–ჯერ დღეში, აუცილებლობისას დოზას თანდათან ზრდიან  5მგ–მდე 2–3–ჯერ/დღ.
ღამის ენურეზის დროს ბოლო დოზა უშუალოდ ძილის წინ მიიღება.

გვერდითი მოქმედება:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ: შესაძლებელია პირის სიმშრალე, გულისრევა, ყაბზობა, აბდომინალური დისკომფორტი, დიარეა.
ცნსის მხრივ: შესაძლებელია თავის ტკივილი, ძილიანობა, თავბრუსხვევა, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.
დერმატოლოგიური რეაქციები: შესაძლებელია კანის საფარველის სიმშრალე.
სხვა: შესაძლებელია „ალები“ (ხშირად ბავშვებში), გაძნელებული შარდვა, შარდის შეკავება, არითმია.

უკუჩვენებები:
ოქსიბუტინინის მიმართ მომატებული მგრძნობელობა. ღია და დახურულკუთხოვანი გლაუკომა, კუჭ–ნაწლავის ტრაქტის ობსტრუქცია, ნაწლავის პარალიტური გაუვალობა; ნაწლავის ატონია; მძიმე წყლულოვანი კოლიტი; მიასთენია; ლაქტაცია; 5 წლამდე ბავშვთა ასაკი;

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარტის მიღება ხდება მხოლოდ მკაცრი მაჩვენებლებით, როცა დედისათვის მოსალოდნელი სარგებელი სჭარბობს პოტენციალურ რისკს ნაყოფისათვის.
ოქსიბუტინინი უკუნაჩვენებია ლაქტაციის დროს.

განსაკუთრებული მითითებები:
სიფრთხილით მიიღება ხანდაზმულ პაციენტებში, ნეიროცირკულატორული დისტონის, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევის, თირეოტოქსიკოზის, არითმიის, გულის იშემიური დაავადების, გულის ქრონიკული ნაკოლოვანების, არტერიული ჰიპერტენზიის, წინამდებარე ჯირკვლის კეთილთვისებიანი ჰიპერპლაზიის საწყისი გამოვლინების დროს, არასპეციფიკური წყლულოვანი კოლიტი, პაციენტებში ილეოსტომა, კოლოსტომა, ასევე დიაფრაგმის ხვრელის საყლაპავის თიაქრი მიმდინარე რეფლუქს–ეზოფაგიტით მოითხოვს ყურადღებას პრეპარატის გამოყენებისას.

გავლენა ავტოტრანსპორტისა და მექანიზმების მართვის უნარზე:
მკურნალობის პერიოდში სიფრთხილეა საჭირო ავტომანქანის მართვისა და სხვა პოტენციურად საშიში სამუშაობის შესრულებისას.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ანტოქოლინერგული მოქმედების სხვა წამლებთან ერთდროული მიღებისას შესაძლებელია  ოქსიბუტინინის მოქმედების გაძლიერება. იტრაკონაზოლთან მიღებისას მატულობს ოქსიბუტინინის კონცენტრაცია პლაზმაში. ეთანოლი და სედატიური სამკურნალო საშუალებები აძლიერებენ თავბრუსხვევას და ძილიანობას.

მწარმოებელი: KOCAK ILAC

გაფრთხილება