უტილინ D4-D6 კაფსულები

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Bacillus subtilis M.U. 345*(DSN=5330)D4/D6. დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose(კაფსულის გარსი)

ჩვენება
ქვემწვავე და ქრონიკული ანთებების იმუნომოდულაცია, ზოგადი სისუსტის მდგომარეობები, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სისუსტის დროს:
– ჯირკვლების ქვემწვავე და ქრონიკული ანთებები, ბაზედოვის დაავადება
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი ან ასთმური ბრონქიტი
– შუა ყურის ანთება
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტის სინდრომი, ნაწლავის ფუნქციური დარღვევები (ენტერიტი, ობსტიპაცია)
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევები, ღვიძლის პარენქიმის დაზიანება
– კანის ქრონიკული დაავადებები (დერმატიტი და დერმატოზი), ორალური და პერიანალური ეგზემა
– ზოგადი იმუნომოდულაცია, განსაკუთრებით რევმატიული დავადებების დროს

თვისებები
მჟავისადმი მდგრადი Utilin-ი მიიღება Bacillus subtilis M.U.345*(DSM=5330)-ის მუდმივი ფორმის არაპათოგენური ბაცილებისაგან და წარმოადგენს რბილ გამაღიზიანებელ (არასპეციფიური იმუნიზაციის) პრეპარატს, რომელიც ტემპერატურის არსებით მომატებასა და ზოგად რეაქციებს არ იწვევს. უკვე მრავალი წელია, რაც Utilin-ი სამართლიანად გამოიყენება ორგანიზმის დაცვითი ძალების აქტივაციისათვის, უპირველესად კი რევმატიული ტიპის დაავადებების დროს. იმუნოლოგიური ტესტებით დადასტურდა
გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო T-ლიმფოციტების პროლიფერაციის ძლიერი მატება ადასტურებს, რომ Utilin-ი ეფექტური იმუნომოდულატორია.
დოზირება მრავალწლიანი გამოცდილების თანახმად, მკურნალობა ტარდება საშუალო დოზით, რომელიც შეესაბამება 1 კაფსულას 2 კვირაში ერთხელ. როგორც წესი, იწყებენ D6 პოტენციით. რეაქციის არარსებობის
ან სუსტი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება D4 პოტენციაზე გადასვლა და/ან უფრო ხანმოკლე ინტერვალებით მიღება – არაუმეტეს 1 კაფსულა კვირაში 2-ჯერ.

მიღების წესი და დოზირება
კაფსულები მიიღება დილით უზმოზე, ერთ ყლუპ წყალთან ერთად, რის შემდეგაც 3-4 საათის განმავლობაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს საკვებისა და სითხის მიღებისაგან. ქრონიკული დაავადებების
მკურნალობის დროს შესაძლოა თერაპიის ხანგრძლივობა 6-დან 9 თვემდე გაგრძელდეს. ამის შემდგომ კი საჭიროა რამოდენიმე თვიანი შესვენება იმუნური სისტემის ადაპტაციისათვის.

გვერდითი მოქმედებები
Utilin-ი, ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, ანთებით ადგილას შესაძლოა გააქტივება აღინიშნოს, რომელიც დამოუკიდებლად სწრაფად გადის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ არა გვერდით მოქმედებად, არამედ პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინებად.

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების შესაბამისად, ვაქცინების შეყვანის მიმართ 4-კვირიანი ინტერვალი მაინც უნდა დავიცვათ. Utilin-ითა და იმუნოდეპრესანტებით ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა Utilin-ის მოქმედება შეასუსტოს.

მითითება
იზოპათიურ თერაპიაში Utilin-ი ინიშნება გამაღიზიანებელი თერაპიის სახით ყველა პარატუბერკულოზური დაავადების დროს. გაამართლა Utilin-ისა და Recarcin-ის მონაცვლეობამ. Utilin-ი კარგად მოქმედებს ზღვრულზე დაბალი გმაღიზიანებელი დოზის დროსაც კი

გამოშვების ფორმა: 5 კაფსულა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება