უტილინ D4-D6 ამპულები (ნატუროპათი) / Utilin D4-D6

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები
შემადგენლობა
1 ამპულა შეიცავს: Bაცილლუს სუბტილის M.U. 345*(DშN=5330) D4 ან D6 1 მლ წყალხსნარს.
დამხმარე ნივთიერება: ნატრიუმის ქლორიდის იზოტონიური ხსნარი

ჩვენება
ქვემწვავე და ქრონიკული ანთებების იმუნომოდულაცია, ზოგადი სისუსტის მდგომარეობები, განსაკუთრებით მაღალი ტემპერატურით გამოწვეული სისუსტის დროს:
– ჯირკვლების ქვემწვავე და ქრონიკული ანთებები, ბაზედოვის დაავადება
– სასუნთქი გზების დაავადებები, როგორიცაა პლევრიტი, ქრონიკული ბრონქიტი ან ასთმური ბრონქიტი
– შუა ყურის ანთება
– კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები, როგორიცაა გასტრიტი, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული, კოლიტის სინდრომი, ნაწლავის ფუნქციური დარღვევები (ენტერიტი, ობსტიპაცია)
– ღვიძლისა და ნაღვლის ბუშტის ფუნქციური დარღვევები, ღვიძლის პარენქიმის დაზიანება
– კანის ქრონიკული დაავადებები (დერმატიტი და დერმატოზი), ორალური და პერიანალური ეგზემა
– ზოგადი იმუნომოდულაცია, განსაკუთრებით რევმატიული დავადებების დროს

თვისებები
მჟავისადმი მდგრადი Utilin-ი მიიღება Bacillus subtilis M.U. 345*(DSM=5330)-ის მუდმივი ფორმის არაპათოგენური ბაცილებისაგან და წარმოადგენს რბილ გამაღიზიანებელ (არასპეციფიური იმუნიზაციის) პრეპარატს, რომელიც ტემპერატურის არსებით მომატებასა და ზოგად რეაქციებს არ იწვევს. უკვე მრავალი წელია, რაც Utilin-ი სამართლიანად გამოიყენება ორგანიზმის დაცვითი ძალების აქტივაციისათვის, უპირველესად კი რევმატიული ტიპის დაავადებების დროს. იმუნოლოგიური ტესტებით დადასტურდა
გრანულოციტების ფაგოციტური აქტივობის მნიშვნელოვანი მატება, ხოლო თ-ლიმფოციტების პროლიფერაციის ძლიერი მატება ადასტურებს, რომ Utilin-ი ეფექტური იმუნომოდულატორია.

მიღების წესი და დოზირება
1 ამპულა კუნთში ან კანქვეშ 1-2-ჯერ კვირაში. როგორც წესი, იწყებენ D6 პოტენციით. რეაქციის არარსებობისას
ან სუსტი რეაქციის გამოვლენის შემთხვევაში შეიძლება D4 პოტენციაზე გადასვლა და ინექციების გაკეთება უფრო ხანმოკლე ინტერვალებით, მაგრამ არაუმეტეს 1-2 ამპულისა კვირაში. ძლიერი რეაქციის დროს მკურნალობა შეიძლება კაფსულების მიღებით გაგრძელდეს. ქრონიკული დაავადებების დროს შესაძლოა საჭირო გახდეს 6-დან 9 თვემდე ხანგრძლივობის თერაპია. ამის შემდეგ საჭიროა მკურნალობაში რამოდენიმეთვიანი შესვენება იმუნური სისტემის ადაპტაციის მიზნით.

გვერდითი მოქმედებები
Utilin-ი, ზოგადად, კარგი ამტანობით ხასიათდება. იშვიათად, ინექციის ადგილას შესაძლოა სიწითლე აღინიშნოს, რომელიც დამოუკიდებლად და სწრაფად გადის. ასეთი რეაქცია უნდა მივიჩნიოთ
არა გვერდით ეფექტად, არამედ პრეპარატის ეფექტურობის გამოვლინებად.

უკუჩვენებები
ცხელება და საერთო სისუსტე

სხვა პრეპარატებთან ურთიერთქმედება
ცნობილი არ არის. ზოგადი გამოცდილების მიხედვით, ვაქცინების შეყვანის შემდეგ 4-კვირიანი ინტერვალი მაინც უნდა დავიცვათ. Utilin-ითა და იმუნოდეპრესანტებით ერთდროულმა მკურნალობამ შესაძლოა Utilin-ის მოქმედება შეასუსტოს. მითითება იზოპათიურ თერაპიაში Utilin-ი ინიშნება გამაღიზიანებელი თერაპიის სახით ყველა პარატუბერკულოზური დაავადების დროს. გაამართლა Utilin-ისა და Recarcin-ის მონაცვლეობით გამოყენებამ. Utilin-ი კარგად მოქმედებს ზღვრულზე დაბალი გამაღიზიანებელი დოზის დროსაც კი

გამოშვების ფორმა: 1.0 მლ ამპულა N10 და N50

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება