ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
საერთაშორისო გენერიული დასახელება: დექსამეტაზონი ფოსფატი დინატრიუმის მარილი
პრეპარატის შემადგენლობა:
1 მლ შეიცავს:
დექსამეტაზონი ფოსფატი დინატრიუმის მარილი………… 1 მგ
გამოშვების ფორმა: 5 მლ და 10 მლ ფლაკონში
ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:
კორტიკოსტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება.
მოქმედების მექანიზმი:
დექსამეტაზონი წარმოადგენს სინთეზურ გლუკოკორტიკოიდს გამოხატული ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებით. თვალში ჩაწვეთებისას პრეპარატი აღწევს თვალის ახლომდებარე ყველა ქსოვილში.
ჩვენება:
არაჩირქოვანი, ალერგიული კონიუნქტივიტი, ბლეფაროკონიუნქტივიტი, ბლეფარიტი, კერატიტი, უვეიტი, სკლერიტი. (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).
უკუჩვენებები:
მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ, თვალის ვირუსული და სოკოვანი დაავადებები, თვალის ტუბერკულოზური დაზიანება, ტრაქომა, გლაუკომა.
გვერდითი მოვლენები:
თვალის შიდაწნევის მომატება, კონიუნქტივის ჰიპერემია, ცრემლდენა, რქოვანას პერფორაცია. (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).
სიფრთხილე:
პრეპარატის გამოყენება გასაშვებია ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში.
(იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).
ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან:
პრეპარატის ერთდროული გამოყენებისას იდოქსურიდინთან ძლიერდება რქოვანას დესტრუქციული პროცესები. (იხ. პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).
პრეპარატის დოზირება:
თითოეულ თვალში 1-2 წვეთი 3-4 ჯერ დღეში. (იხ.პრეპარატის გამოყენების ინსტრუქცია).
პრეპარატის მიღების გზა:
თვალში ჩასაწვეთებლად
შენახვის პირობები:
ოთახის ტემპერატურაზე, ბნელ, მშრალ ადგილას.
შენახვის ვადა: 3 წელი.
მწარმოებელი ფირმა და ქვეყანა: “ Pharmak”, უკრაინა