ფევარინი ® – FEVARIN ®

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

საერთაშორისო  სახელწოდება: ფლუვოქსამინი

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: ანტიდეპრესანტი.

შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: ფლუვოქსამინის ტაბლეტი – 50, 100 მგ.
დამხმარე ნივთიერებები: მანიტოლი – 152.0 მგ,სიმინდის სახამებელი –40.0 მგ (80.0 მგ), ჟელატინიზირებული სახამებელი – 6.0 მგ (12.0 მგ), ნატრიუმის სტეარილფუმარატი – 1.8 მგ (3.5 მგ), კაჟბადის დიოქსიდი კოლოიდური – 0.8 მგ (1.5 მგ).
გარსი: ჰიდრომელოზა – 4.1 მგ (5.6 მგ), მაკროგოლ 6000 – 1.5 მგ (2.0 მგ), ტალკი – 0.3 მგ (0.4 მგ), ტიტანის დიოქსიდი (E 171) – 1.5 მგ (2.1 მგ).

აღწერა:
თეთრი ფერის, მრგვარი, ორმხრივ ამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტი, ერთ მხარეზე განაყოფით, ნიშანდებით “291” გამყოფის ორივე მხარეს; ტაბლეტის მეორე მხარეზე ს ნიშნის ზემოთ ამოტვიფრულია ” შ”.
ტაბლეტი “100 მგ “:
თეთრი ფერის, მრგვარი, ორმხრივ ამოზნექილი, გარსით დაფარული ტაბლეტი, ერთ მხარეზე განაყოფით, ნიშანდებით “313” გამყოფის ორივე მხარეს; ტაბლეტის მეორე მხარეზე ს ნიშნის ზემოთ ამოტვიფრულია ” შ”.

ფარმაკოლოგიული მოქმედება:
ფარმაკოდინამიკა
ფევარინის მოქმედების მექანიზმი უკავ ­ შირ ­ დე ­ ბა თავის ტვინის ნეირონებით სეროტინის უკუმიტაცების სელექციურ ინჰიბირებას და ხასიათდება მინიმალური ზემოქმედებით ნორადრენერგულ სისტემაზე. ფევარინს ® გააჩნია α – ადრენერგულ, β – ადრენერგულ, ჰისტამინერგულ მ – ქოლინორეცეპტორებთან, დოპამინერგულ ან სეროტონინერგულ რეცეპტორებთან შეკავშირების სუსტი უნარი.

ფარმაკოკინეტიკა
შეწოვა:
პერორალური მიღებისას ფევარინი ® მთლიანად იწოვება კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან. პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში აღინიშნება მიღებიდან 3-8 საათში. აბსოლუტური ბიო შეღწევადობა 53%- ს შეადგენს, ღვიძლში პირველადი მეტაბოლიზმის შემდეგ. ფევარინის საკვებთან ერთად მიღება ფარმაკოკინეტიკაზე გავლენას არ ახდენს.
განაწილება:
ფევარინის შეკავშირება პლაზმის ცილებთან დაახლოებით 80%- ს შეადგენს
(in vitro), ხოლო განაწილების მოცულობა – 25 ლ / კგ.
მეტაბოლიზმი:
ფევარინის მეტაბოლიზმი, ძირითადად, ღვიძლში ხდება. მიუხედავად იმისა, რომ ფლუვოქსამინის მეტაბოლიზმში იზოფერმენტი P 450 2D6 ციტოქრომი   ძირითად როლს თამაშობს, ამ იზოფერმენტის დაქვეითებული ფუნქციის მქონე პირებში პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში ბევრად არ აღემატება ნორმალური მეტაბოლიზმის მქონე პირთა იმავე მაჩვენებელს.
სისხლის პლაზმიდან ნახევარგამოყოფის საშუალო პერიოდი ერთჯერადი დოზის მიღებისას 13-15 საათს შეადგენს; მრავალჯერადი მიღებისას იგი 17-22 საათამდე იზრდება, ხოლო წონასწორული კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მიიღწევა, როგორც წესი, 10-14 დღეში.
ფევარინი ® ბიოტრანსფორმაციას განიცდის ღვიძლში (უმთავრესად – ჟანგვითი დე ­ მეთილირების გზით) – სულ მცირე ცხრა მეტაბოლიტამდე, რომლებიც გამოიყოფა თირკმელებით. ორ მთავარ მეტაბოლიტს გააჩნია უმნიშვნელო ფარმაკოლოგიური აქტიობა. სხვა მეტაბოლიტები, სავარაუდოდ, ფარმაკოლოგიურად აქტიური არ არის.
ფლუვოქსამინი მნიშვნელოვნად თრგუნავს P 450 1 A2 ციტოქრომს, ზომიერად – P 450 2 C და P 450 3 A4 ციტოქრომებს; P 450 2 D6 ციტოქრომის ინჰიბირება უმნიშვნელოა.

პაციენტთა განსაკუთრებული ჯგუფები:
ფლუვოქსამინის ფარმაკოკინეტიკა ერთნაირია ჯანმრთელებში, ხანდაზმუ ­ ლებში, აგრეთვე თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტებში. ფლუვოქსამინის მეტაბოლიზმი დაქვეითებულია ღვიძლის დაავადების შემთხვევაში.
ფლუვოქსამინის წონასწორული კონცენტრაცია პლაზმაში 6-11 წლის ბავშვებთან ორჯერ აღემატება მოზარდების (12-17 წელი) ანალოგიურ მაჩვენებელს. პრეპარატის კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში მოზარდებში დაახლოებით ისეთივეა, როგორც მოზრდილებში.

ჩვენება:
სხვადასხვა გენეზის დეპრესიები;
ობსესურ – კომპულსური მოშლილობა.

უკუჩვენება:
1.           ტიზანიდინთან და მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად მიღება.
ფლუვოქსამინით მკურნალობის დაწყება შეიძლება:
–         ორ კვირაში მონოამინოქსიდაზის შეუქცევადი ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტის შემდეგ;
–         მონოამინოქსიდაზის შექცევადი ინჰიბიტორის მიღების შეწყვეტის მეორე დღეს.
დროის მონაკვეთი ფლუვოქსამინის მიღების შეწყვეტასა და მონოამინოქსიდაზის ნებისმიერი ინჰიბიტორით თერაპიის დაწყებას შორის უნდა შეადგენდეს სულ მცირე ერთ კვირას.
მომატებული მგრძნობელობა აქტიური ნივთიერების ან პრეპარატის სხვა კომ ­ პონენტის მიმართ.

სიფრთხილით: ღვიძლისა და თირკმელების უკმარობა, კრუნჩხვები ანამნეზში, ეპილეფსია, ხანდაზმული ასაკი, სისხლდენისადმი მიდრეკილება (თრომბოციტოპენია), ორსულობა.

გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში:
მცირე რაოდენობით არსებულმა დაკვირვებამ არ გამოავლინა ფლუვოქსამინის ნეგატიური ზემოქმედება ორსულობაზე. პოტენციური რისკი ცნობილი არ არის.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ორსულობის პერიოდში.
აღწერილია ცალკეული შემთხვევები ახალშობილთან მოხსნის სინდრომის გამოვლენისა, როცა ფლუვოქსამინი გამოიყენებოდა ორსულობის ბოლო პერიოდში.
ფლუვოქსამინი უმნიშვნელო რაოდენობით აღწევს დედის რძეში, ამიტომ ლაქტაციის პერიდში პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის.

ბავშვობის ასაკში გამოყენება: კლინიკური გამოცდილების არარსებობის გამო ფევარინის გამოყენება ბავშვებში დეპრესიის სამკურნალოდ რეკომენდებული არ არის.

გამოყენების წესი და დოზა:
დეპრესია:
რეკომენდებული საწყისი დოზა შეადგენს 50 ან 100 მგ (ერჯერადად, საღამოს). რეკომენდებულია დოზის თანდათან გაზრდა ეფექტურ დოზამდე.
ეფექტური სადღეღამისო დოზა შეირჩევა ინდივიდუალურად, მკურნალობაზე პაციენტის რეაქციის მიხედვით; ჩვეულებრივ, იგი 100 მგ შეადგენს. სადღეღამისო დოზამ შეიძლება 300 მგ მიაღწიოს.
150 მგ – ზე მაღალი სადღეღამისო დოზა უნდა გადანაწილდეს რამდენიმე მიღებაზე.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალური რეკომენდაციის
თანახმად, ანტიდეპრესანტებით მკურნალობა უნდა გაგრძელდეს რემისიის პერიოდშიც,  სულ მცირე 6 თვის განმავლობაში დეპრესიული ეპიზოდის შემდეგ.
დეპრესიის რეციდივის პროფილაქტიკისათვის რეკომენდებულია ფლუვოქსამინის 100 მგ ყოველდღიურად მიღება; დღეში ერთხელ.
ობსესურ კომპულსური მოშლილობა:
რეკომენდებულია ფევარინის მიღების 50 მგ დოზით დაწყება 3-4 დღის განმავლობაში. ეფექტური სადღეღამისო დოზა შეადგენს, როგორც წესი, 100-300 მგ. რეკომენდებულია დოზის თანდათან მომატება ეფექტურ დოზამდე, რომელიც მოზრდილებში 300 მგ არ უნდა აღემატებოდეს. 150 მგ დოზის მიღება შეიძლება დღეში ერთხელ, სასურველია საღამოს. რეკომენდებულია 150 მგ – ზე მაღალი სადღეღამისო დოზის გაყოფა ორ ან სამ მიღებაზე.
8 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისა და მოზარდების დოზა:
ფევარინის საწყისი დოზა 50 მგ შეადგენს, ხოლო შემანარჩუნებელი დოზა დღეში 50-200 მგ – ს. სადღეღამისო დოზა 200 მგ არ უნდა აღემატებოდეს. რეკომენდებულია 100 მგ – ზე მაღალი სადღეღამისო დოზის გაყოფა ორ ან სამ მიღებაზე.
პრეპარატზე კარგი რეაქციის შემთხვევაში მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს ინდივიდუალურად შერჩეული სადღეღამისო დოზით.
თუ მკურნალობის 10 კვირის შემდეგ გაუმჯობესება არ აღინიშნა, ფლუვოქსამინი უნდა მოიხსნას. სისტემატიზებული კვლევა, რომელიც პასუხს გაგვცემდა კითხვაზე, თუ რამდენად დიდხანს შეიძლება ფლუვოქსამინით მკურნალობა, არ ჩატარებულა, მაგრამ ობსესურ – კომპულსურ მოშლილობას ქრონიკული ხასიათი აქვს, ამიტომ შეიძლება მიზანშეწონილად ჩაითვალოს ფევარინით მკურნალობის გაგრძელება 10 კვირაზე დიდხანს, თუ პაციენტს პრეპარატზე კარგი რეაქცია აქვს. მინიმალური ეფექტური შემანარჩუნებელი დოზა უნდა შეირჩეს ფრთხილად, ინდივიდუალური წესით. ზოგიერთი კლინიცისტის მიერ რეკომენდებულია შესაბამისი ფსიქოთერაპიის ჩატარება იმ პაციენტებთან, რომლებშიც პრეპარატის მიღებას კარგი შედეგი მოჰყვა.
ღვიძლის ან თირკმელების უკმარისობის მქონე პაციენტთა მკურნალობა იწყება მინიმალური დოზით, მკაცრი საექიმო   მეთვალყურეობით.
არ შეიძლება ფევარინის ტაბლეტის დაღეჭვა, საჭიროა მისი გადაყლაპვა მთლიანად, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.

გვერდითი მოქმედება:
ფევარინის გამოყენებასთან დაკავშირებული ყველაზე ხშირი გვერდითი სიმპტომია გულისრევა, ზოგჯერ ღებინებით. ეს გვერდითი ეფექტი, როგორც წესი, მკურნალობის პირველ ორ კვირაში ქრება.
კლინიკური გამოცდის დროს გამოვლენილი ზოგიერთი გვერდითი ეფექტი უკავშირდებოდა არა ფევარინით მკურნალობას, არამედ დეპრესიის სიმპტომებს.
ხშირად (სიხშირე 1-10%):
ზოგადი: ასთენია, თავის ტკივილი, შეუძლოდ ყოფნა.
გულ
სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: გულისცემა, ტაქიკარდია.
კუჭ ნაჭლავის ტრაქტის მხრიდან: მუცლის ტკივილი, ანორექსია, ყაბზობა, დიარეა, პირის სიმშრალე, დისპეფსია.
ნერვული სისტემის მხრიდან:
ნევროზულობა, შფოთვა, აჟიტირება, თავბრუსხვევა, უძილობა ან ძილიანობა, ტრემორი.
კანის მხრიდან:
ოფლიანობა.
შედარებით იშვიათად (სიხშირე < 1%):
გულ სისხლძარღვთა სისტემის მხრიდან: პოსტურალური ჰიპოტენზია.
ძვალ – კუნთოვანი სისტემის მხრიდან: ართრალგია, მიალგია.
ნერვული სისტემის მხრიდან:
ატაქსია, ცნობიერების დაბინდვა, ექსტრაპირამიდული დარღვევები,
ჰალუცინაციები.
სქესობრივი სისტემის მხრიდან: შენელებული ეაკულაცია.
კანის მხრიდან:
ჰიპერმგრძნობელობის რეაქცია – ქავილი, გამონაყარი, ანგიონევროზული შეშუპება.
იშვიათად (სიხშირე <0. 1%):
კუჭ ნაწლავის ტრაქტის მხრიდან: ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება).
ნერვული სისტემის მხრიდან:
კრუნჩხვა, მანიაკალური სინდრომი.
სქესობრივი სისტემის მხრიდან: გალაქტორეა.
კანის მხრიდან:
ფოტოსენსიბილიზაცია.

სხვა გვერდითი ეფექტი:
სხეულის მასის შეცვლა.
იშვიათად: სეროტონინერგული სინდრომი, ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის მსგავსი მდგომარეობა, ჰიპონატრიემია და ანტიდიურეზული ჰორმონის არა ­ საკმარისი სეკრეციის სინდრომი (იხ. ” განსაკუთრებული მითითება “).
ფლუვოქსამინის მიღების შეწყვეტის შემდეგ შეიძლება განვითარდეს მოხსნის სიმპტომები, თუმცა წინასწარი კვლევისა და კლინიკური კვლევის შედეგად ფლუვოქსამინით მკურნალობაზე დამოკიდებულება არ გამოვლენილა.
პრეპარატის მოხსნის შემთხვევაში განვითარებული სიმპტომები:
თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, ღებინება; შფოთვა. ამ სიმპტომების უმეტესობა გამოხატულია სუსტად და ქრება ჩარევის გარეშე. პრეპარატის მოხსნისას რეკომენდებულია დოზის თანდათან შემცირება.
ჰემორაგიული გამოვლინება, როგორიცაა ეკქიმოზი, მეწამული, კუჭ – ნაწლავიდან სისხლდენა (იხ. ” განსაკუთრებული მითითება “).
ძალიან იშვიათად: პარესთეზია, ანორგაემია და პირის გემოს მოშლა.

ჭარბი დოზა:
სიმპტომები:
ყველაზე ხშირ სიმპტომებს მიეკუთვნება კუჭ – ნაწლავის დისკომფორტი
(გულისრევა, ღებინება და დიარეა), ძილიანობა და თავბრუსხვევა. გარდა ამისა, არსებობს ინფორმაცია გულის ფუნქციის (ტაქიკარდია, ბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია), ღვიძლის ფუნქციის დარღვევის, კრუნჩხვებისა და კომის შესახებაც კი.
ფლუვოქსამინს თერაპიული დოზის ფართო დიაპაზონი გააჩნია. ამჟამად ფლუვოქსამინის ჭარბი დოზით ახსნილი სიკვდილის შემთხვევა ძალიან მცირეა. დაფიქსირებულმა ყველაზე მაღალმა ჭარბმა დოზამ (ერთი პაციენტი) 12 გრამი შეადგინა. ეს პაციენტი მთლიანად განიკურნა. უფრო სერიოზული გართულება აღინიშნება ფლუვოქსამინისა და სხვა სამკურნალო პრეპარატების დიდი დოზით შეგნებულად მიღებისას.
მკურნალობა:
სპეციფიკური ანტიდოტი არ არსებობს. ჭარბი დოზის მიღებისას რეკომენდებულია კუჭის ამორეცხვა, რომელიც უნდა ჩატარდეს რაც შეიძლება სწრაფად, აგრეთვე სიმპტომატური მკურნალობა. გარდა ამისა, რეკომენდებულია აქტივირებული ნახშირის მრავალჯერადი მიღება, საჭიროებისამებრ კი – ოსმოსური მოქმედების სასაქმებელი პრეპარატის დანიშვნა. ფორსირებული დიურეზის ან დიალიზის ჩატარება გაუმართლებელია.

სხვა სამკურნალო საშუალებებთან ურთიერთქმედება:
ფევარინის მიღება მონოამინოქსიდაზის ინჰიბიტორებთან ერთად არ შეიძლება (იხ. ” უკუჩვენება “).
ფევარინი P 450 1 A2 ციტოქრომის მძლავრი ინჰიბიტორია, ნაკლებად – P 450 2 C და P 450 3 A4 ციტოქრომებისა. ის პრეპარატები, რომელთა მეტაბოლიზმი მნიშვნელოვანწილად წარმოებს ამ იზოფერმენტების მეშვეობით, გამოიყოფა უფრო ნელა, შეიძლება აღინიშნოს ამ პრეპარატების უფრო მაღალი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში, თუ ეს პრეპარატები ინიშნება ფლუვოქსამინთან ერთად. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ვიწრო თერაპიული ეფექტის მქონე პრეპარატების შემთხვევაში. პაციენტს ესაჭიროება გულდასმითი მეთვარყურეობა, საჭიროებისამებრ რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზის კორექცია.
ფლუვოქსამინი P 450 2 D6 ციტოქრომზე მინიმალურ მაინჰიბირებელ ეფექტს ახდენს და, როგორც ჩანს, არ ზემოქმედებს არაჟანგთვით მეტაბოლიზმზე და თირკმლისმიერ ექსრეციაზე.

ციტოქრომი P 450 1 A2:
ფევარინთან ერთად მიღებისას აღინიშნა იმ ტრიციკლური ანტიდეპრესანტების (კლომიპრამინი, იმიპრამინი, ამიტრიპტილინი) და ნეიროლეფსიურების (კლოზაპინი, ოლანზაპინი) სტაბილური დონის მომატება, რომელთა მეტაბოლიზმი მნიშვნელოვანწილად წარმოებს ამ იზოფერმენტის მეშვეობით. ამის გამო რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზის შემცირება.
ფევარინთან ერთად ვიწრო თერაპიული ეფექტის მქონე იმ პრეპარატების მიღებისას, რომელთა მეტაბოლიზმი ხორციელდება ციტოქრომ P 450 1 A2 მეშვეობით (ტაკრინი, თეოფილინი, მეთადონი, მექსილეტინი), საჭიროა გუსდასმითი დაკვირვება. საჭიროებისამებრ რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზის კორექცია.
ფევარინისა და ვარფარინის კომბინაციის გამოყენებისას აღინიშნა სისხლის პლაზმაში ვარფარინის კონცენტრაციის მნიშვნელოვანი ზრდა და პროთრომბინული დროის გახანგრძლივება.
არსებობს ინფორმაცია კარდიოტოქსიკურობის ცალკეული შემთხვევების
შესახებ ფევარინისა და თიორიდაზინის ერთად მიღებისას.
ფევარინის ურთიერთქმედების შემსწავლელ კვლევაში აღინიშნა პროპრანოლოლის კონცენტრაციის მომატება ფევარინის შეყვანის შემდეგ. ამიტომ რეკომენდებულია პროპრანოლოლის დოზის შემცირება ფევარინთან ერთად გამოყენებისას.
ფევარინის მიღებისას კოფეინის დონე პლაზმაში შეიძლება გაიზარდოს. ამიტომ ფევარინით მკურნალობის პერიოდში აუცილებელია კოფეინის შემცველი სასმელების მოხმარების შემცირება, თუ გამოვლინდა კოფეინის ისეთი არასასურველი ეფექტი, როგორიცაა ტრემორი, გულისცემა, გულისრევა, მოუსვენრობა, უძილობა.
ფლუვოქსამინისა და როპინიროლის ერთდროულად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს როპინიროლის კონცენტრაცია პლაზმაში და, ამდენად, ჭარბი დოზის მიღების რისკი. ასეთ შემთხვევაში რეკომენდებულია კონტროლი ან, საჭიროებისამებრ, როპინიროლის დოზის შემცირება მისი მოხსნა ფლუვოქსამინით მკურნალობის პერიოდში.

ციტოქრომი P 450 2 C:
ფევარინთან ერთად ვიწრო თერაპიული ეფექტის მქონე იმ პრეპარატების მი ­ ღებისას, რომელთა მეტაბოლიზმი წარმოებს ციტოქრომ P 450 C2 მეშვეობით
(ფენიტოინი), აუცილებელია გულდასმითი მეთვალყურეობა. საჭიროებისამებრ რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზის კორექცია.

ციტოქრომი P 450 3 A4:
ტერფენადინი, ასთემიზოლი, ცისაპრიდი (იხ “განსაკუთრებული მითითება”).
ფევარინთან ერთად ვიწრო თერაპიული ეფექტის მქონე იმ პრეპარატების მიღე ბისას, რომელთა მეტაბოლიზმი წარმოებს ციტოქრომ P 450 3 A4 მეშვეობით
(როგორიცაა კარბამაზეპინი, ციკლოსპორინი), საჭიროა გულდასმითი დაკ ­ ვირვება. საჭიროებისამებრ რეკომენდებულია ამ პრეპარატების დოზის კორექცია.
ფევარინთან ერთად იმ ბენზოდიაზეპინების დანიშვნისას, რომლებიც განიცდის ჟანგვით მეტაბოლიზმს (ტრიაზოლამი, მიდაზოლამი, ალპრაზოლამი და დიაზეპამი), შესაძლებელია მათი კონცენტრაციის გაზრდა პლაზმაში. ამ ბენზოდიაზეპინების დოზა ფევარინით მკურნალობის პერიოდში უნდა შემცირდეს.

გლუკურონიზაცია
სისხლის პლაზმაში დიგოქსინის კონცენტრაციაზე გავლენას ფლუვოქსამინი არ ახდენს.

თირკმლისმიერი ექსკრეცია
ფლუვოქსამინი არ ზემოქმედებს ატენოლოლის კონცენტრაციაზე სისხლის პლაზმაში.

ფარმაკოდინამიკური რეაქცია:
სეროტონინერგულ აგენტებთან (როგორიცაა ტრიპტანსი, ტრამადოლი, სეოტონინის უკუმიტაცების ინჰიბიტორები) ერთად ფლუვოქსამინის მიღებისას შეიძლება გაძლიერდეს ფლუვოქსამინის სეროტონინერგული ეფექტი (იხ. ” განსაკუთრებული მითითება “).
ფლუვოქსამინი გამოიყენებოდა ლითიუმის პრეპარატებთან კომბინაციაში იმ მძიმე ავადმყოფთა სამკურნალოდ, რომლებთანაც ფარმაკოთერაპია სასურველ შედეგს არ იძლეოდა. უნდა აღინიშნოს, რომ ლითიუმი (და, შესაძლოა, ტრიპტოფანიც) აძლიერებს ფლუვოქსამინის სეროტონინერგულ ეფექტს, ამიტომ ამგვარი კომბინირებული ფარმაკოთერაპია სიფრთხილეს მოითხოვს.
პერორალური ანტიკოაგულანტებისა და ფლუვოქსამინის ერთად მიღებისას შეიძლება გაიზარდოს ჰემორაგიის განვითარების რისკი. ასეთი პაციენტი ექიმის მეთვალყურეობას საჭიროებს.

განსაკუთრებული მითითება:
სხვა ფსიქოტროპული საშუალებების მსგავსად, ფლუვოქსამინით მკურნალობისას რეკომენდებული არ არის ალკოჰოლის მიღება.
დეპრესიის შემთხვევაში, როგორც წესი აღინიშნება, სუიციდის მცდელობის მაღალი რისკი, რომელიც შეიძლება შენარჩუნდეს საკმარისი რემისიის მიღწევამდე. ასეთი პაციენტი ექიმის ზედამხედველობას საჭიროებს.
ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტთა მკურნალობა უნდა დაიწყოს მინიმალური ეფექტური დოზით, რომელიც შეირჩევა ინდივიდუალურად, მკაცრი საექიმო მეთვალყურეობით. იშვიათად ფლუვოქსამინით მკურნალობას შეიძლება თან მოჰყვეს ღვიძლის ტრანსამინაზების დონის მომატება, როგორც წესი, შესაბამისი კლინიკური სიმპტომებით. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ფლუვოქსამინის მოხსნა.
შესაძლებელია სისხლში გლუკოზის დონეზე კონტროლის დარღვევა, განსაკუთრებით მკურნალობის ადრეულ სტადიაზე. შეიძლება საჭირო გახდეს ანტიდიაბეტურ საშუალებათა დოზის კორექცია.
პრეპარატი სიფრთხილით ენიშნება ანამნეზში კრუნჩხვის მქონე პაციენტებს. ფლუვოქსამინი არ უნდა დაენიშნოს პაციენტებს არასტაბილური ეპილეფსიით, ხოლო პაციენტი სტაბილური ეპილეფსიით მკაცრ დაკვირვებას საჭიროებს. ეპილეფსიური გულყრის წარმოქმნის ან მისი გახშირების შემთხვევაში ფლუვოქსამინით მკურნალობა უნდა შეწყდეს.
აღწერილია სეროტონინერგიული სინდრომის ან ნეიროლეფსიური ავთვისებიანი სინდრომის მსგავსი მდგომარეობის განვითარების იშვითი შემ თხვევები, რომლებიც შეიძლება უკავშირდებოდეს ფლუვოქსამინის მიღებას სხვა სეროტონინერგიულ ანტიდეპრესანტებსა და ნეიროლეფსიურ საშუალებებთან კომბინაციაში. ვინაიდან ამ სინდრომებს შეიძლება სიცოცხლისათვის პოტენციურად საშიში მდგომარეობა მოჰყვეს, რაც ვლინდება, ჰიპერთერმიის, კუნთების რიგიდობის, მიოკლონუსის, ავტონომიური ნერვული სისტემის ლაბილურობის სახით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პარამეტრების სწრაფი ცვლილებით, როგორიცაა მენტალური სტატუსის შეცვლა, მათ შორის მომატებული გაღიზიანებადობა, აჟიტაცია, ცნობიერების მოშლა, დელირიოზული აშლილობა და კომა, აუცილებელია ფლუვოქსამინით მკურნალობის შეწყვეტა. საჭიროებისამებრ ჩასატარებელია სიმპტომატური მკურნალობა.
სეროტონინის უკუმიტაცების სხვა შერჩევითი ინჰიბიტორების მსგავსად, ფლუვოქსამინის მიღების ფონზე იშვიათად შეიძლება განვითარდეს ჰიპონატრიემია, რომელიც პრეპარატის მოხსნის შემდენ უკუგანვითარებას განიცდის. ზოგიერთი ასეთი შემთხვევა გამოწვეული იყო ანტიდიურეზული ჰორმონის არასაკმარისი სეკრეციის სინდრომით. ყოველივე ეს აღინიშნა ხანდაზმულ პაციენტებში.
არსებობს ცნობები ისეთი კანქვეშა სისხლჩაქცევის წარმოქმნის შესახებ, როგორიცაა ეკქიმო ზი, აგრეთვე ჰემორაგიული გამოვლინებები (მაგალითად, კუჭნაწლავიდან სისხლდენა), რომელიც აღინიშნა სეროტინის უკუმიტაცების შერჩევითი ინჰიბიტორების გამოყენებისას. ამ სამკურნალო საშუალებათა გამოყენება სიფრთხილეს მოითხოვს, განსაკუთრებით ხანდაზმულთა და იმ პაციენტთა შემთხვევაში, რომელთაც ერთდროულად დაენიშნა თრომბოციტულ ფუნქციაზე მოქმედი პრეპარატები (მაგალითად, ატიპიური ანტიფსიქოზური საშუალებები და ფენოთიაზინები, ტრიციკლური ანტიდეპრესანტი, ასპირინი, არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებები) ან პრეპარატები, რომლებიც ზრდიან სისხლდენის განვითარების რისკს. გარდა ამისა, პაციენტებში სისხლდენით ანამნეზში და სისხლდენისადმი მიდრეკილ (მაგალითად, ავადმყოფი თრომბოციტოპენიით) პირებში.
ფლუვოქსამინთან კომბინირებული თერაპიისას ტერფენადინის, ასთემიზოლის ან ცისაპრიდის კონცენტრაციამ სისხლის პლაზმაში შეიძლება მოიმატოს, რაც ზრდის QT ინტერვალის გახანგრძლივების რისკს. ამიტომ ამ პრეპარატებთან ერთად ფლუვოქსამინი არ უნდა დაინიშნოს.
ხანდაზმულ და უფრო ახალგაზრდა პაციენტთა მკურნალობის შედეგების შედარებამ აჩვენა, რომ კლინიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება მათთან გამოყენებულ სადღეღამისო დოზებს შორის არ არსებობს. ამის მიუხედავად, ხანდაზმული პაციენტის შემთხვევა ში დოზის მომატება უნდა მოხდეს უფრო ნელა და ფრთხილად.
ფერვარინმა შეიძლება გამოიწვიოს გულისცემის უმნიშვნელო შემცირება (2-6 დარტყმით წუთში).

პრეპარატის ზემოქმედება ავტომობილისა და ტექნიკის მართვის უნარზე:
ჯანმრთელი მოხალისეებისათვის 150 მგ დოზით დანიშნული ფლუვოქსამინი ავტომობილისა და მანქანა–დანადგარის მართვის უნარზე უმნიშვნელო ზემოქმედებას ახდენდა. მაგრამ, ამასთანავე, არსე ბობს მონაცემები ძილიანო ბის შესახებ ფლუვოქსამინით მკურნალობისას. ამის გამო საჭიროა სიფრთხილე პრეპარატზე ინდივიდუალური რეაქციიის საბოლოო გარკვევამდე.

გამოშვების ფორმა:
გარსით დაფარული ტაბლეტი  50 მგ, 100 მგ; 15 ან 20 ტაბლეტი ბლისტერში. 1, 2, 3 ან 4 ბლისტერი გამოყენების ინსტრუქციას ­ თან ერთად მოთავსებულია მუყაოს ყუთში.

ვარგისიანობის ვადა:
3 წელი. არ გამოიყენოთ პრეპარატი ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ.

შენახვის პირობები:
ნუსხა ბ.
ორიგინალური შეფუთვით, მშრალ, სინათლისაგან დაცულ ადგილას, 15-300 С ტემპერატურის პირობებში.
ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას !

აფთიაქიდან გაცემის წესი: რეცეპტით.

ფირმა მწარმოებლი: სოლვეი ფარმასიუტიკალზ, ჰოლანდია.

გაფრთხილება