ფერლატუმი / Ferlatum

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): რკინა პროტეინი სუქცინილატი /Ferrous (III) hydroxide sucrose complex

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: რკინის პრეპარატი

ATC კოდი:  B03AB09.

შემადგენლობა
1 ფლაკონი (15 მლ) შეიცავს:აქტიური ნივთიერება: რკინა პროტეინი სუქცინილატი 800 მგ (ეკვივალენტურია 40 მგ რკინის (III)).

დამხმარე ნივთიერებები
სორბიტოლი, პროპილენ – გრიკოლი, ნატრიუმისმეთილპარაგიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის პროპილპარაგიდროქსიბენზოატი, ალუბლისარომატიზატორი, ნატრიუმის საქარინატი, გასუფთავებული წყალი.

აღწერა
ყავისფერი გამჭვირვალე ხსნარი დამახასიათებელი სუნით.

ფარმაკოლოგიური თვისებები
ფერლატუმი  რკინის პრეპარატი, აღადგენს რკინის ნაკლებობას ორგანიზმში.რკინის მთავარი ფუნქციაა ქსოვილებში ჟანგბადის ტრანსპორტი. რკინა შედის ჰემოგლობინის, მიოგლობინის, რკინისშემცველ ციტოქრომის ფერმენტებში. მას გადააქვს ელექტრონები და გვევლინება, როგორც ჟანგვითი რეაქციის,ჰიდროქსილირების და სხვა მეტაბოლური პროცესების კატალიზატორი.ფერლატუმი შეიცავს რკინა -პროტეინის სუქცინილატს, რომელიც წარმოადგენს კომპლექსურ შენაერთს, სადაცსამვალენტიანი (Fe3+) რკინის ატომები გარშემორტყმულნი არიან ნახევარ სინთეტიზური ცილის მატარებლით,რომელიც იცავს დაზიანებისაგან კუჭის ლორწოვან გარსს. ცილის მატარებელი ხელმეორედ იხსნება თორმეტგოჯანაწლავში, ათავისუფლებს რკინას მისი შეწოვის ნაცვლად.

მიღების ჩვენება
ლატენტური და კლინიკურად გამოხატული რკინის დეფიციტის მკურნალობა (რკინადეფიციტური ანემია); პროფილაქტიკური თერაპია რკინის დეფიციტისას ორსულობის, ლაქტაციის, აქტიური ზრდის პერიოდში;ხანგრძლივი სისხლდენის შემდეგ არასრულფასოვანი და დაუბალანსირებელი კვების ფონზე.

უკუჩვენება
პრეპარატისადმი მომატებული შეგრძნება;
რკინით გადატვირთვა (ჰემოქრომატოზი);რკინის უტილიზაციის დარღვევა (ტყვიის ანემია, სიდეროაქრესტული ანემია); არა რკინადეფიციტური      ანემიები (ვიტამინ B12- ის  ნაკლებობით გამოწვეული ჰემოლიზური და მეგალობლასტური ანემიები); ქრონიკული პანკრეატიტი; ღვიძლის დაზიანება.

ორსულობა და ლაქტაცია
პრეპარატ ფერლატუმის მიღება შეიძლება იყოს რეკომენდირებული   რკინის დეფიციტის პროფილაქტიკის დამკურნალობისათვის, ორსულობისას და ძუძუთი კვების დროს.

მიღების წესი და დოზირება
ფერლატუმს იღებენ ჭამის წინ ან შემდეგ.
მოზრდილები
1-2 ფლაკონი დღე – ღამეში 40-80 მგ – ის Fe3+ ეკვივალენტით ან ექიმის რეკომენდაციისშესაბამისად, 2 მიღებაზე.
ბავშვები
1.5 მლ. დღე – ღამეში (4 მგ – ის Fe3+ ეკვივალენტით) 2 მიღებაზე ან ექიმის რეკომენდაციისშესაბამისად.
ფეხმძიმე ქალები
1 ფლაკონს დღე – ღამეში რკინა – დეფიციტის პროფილაქტიკისთვის, ლატენტური ან კლინიკურადგამოხატული რკინის დეფიციტის მკურნალობისთვის – 1-2 ფლაკონი დღე – ღამეში 2 მიღებაზე.შრატში რკინის და ჰემოგლობინის ნორმალური მაჩვენებლის მიღწევის შემდეგ მკურნალობა გრძელდება არანაკლებ 8-12 კვირა, შემანარჩუნებელი დოზის დანიშვნისას.

გვერდითი მოვლენები
ფერლატუმის მაღალი დოზის მიღებისას იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია კუჭ ნაწლავის გაღიზიანება (დიარეა,გაუვალობა, გულისრევა და ეპიგასტრიუმში ტკივილი), რომელიც ქრება დოზის შემცირების ან პრეპარატის მიღებისშეწყვეტის შემთხვევაში.
ჭარბი დოზირებაპრეპარატ ფერლატუმის ჭარბი დოზებით გამოყენებისას არ დაფიქსირებულა ინტოქსიკაცია.მაგრამ პრეპარატ ფერლატუმის ჭარბი დოზებით მიღებისას პირველი 6-8 სააათის განმავლობაში მოსალოდნელია ეპიგასტრალური ტკივილი, გულისრევა (ზოგჯერ სისხლის თანხლებით), დიარეის შეგრძნება, რიგ შემთხვევებშიხანგრძლივი ძილიანობა და კანის სიფერმკრთალე. შესაძლოა შოკური მდგომარეობა კომის განვითარებამდე.გადაუდებელი კვალიფიციური სამედიცინო დახმარება მოიცავს აგრეთვე კუჭის გამორეცხვის პროცედურებს.
სხვა საშუალებებთან ურთიერთქმედება:არ არის დაფიქსირებულ ფერლატუმის სხვა   საშუალებებთან ურთიერთმოქმედება.რკინის წარმოებულები ხელს უწყობს კუჭნაწლავის ტრაქტში ტეტრაციკლინის ადსორბციის პროცესის დარღვევას,ამასთან დაკავშირებით, აუცილებელია თავიდან ავიცილოთ მათი ერთდროულად მიღება. რკინის შეწოვა შეიძლებაგაიზარდოს 200 მგ ასკორბინის მჟავასთან ერთად მიღებისას და შემცირდეს ანტაციდთან ერთად მიღებისას.ქლორამფენიკალი რკინით თერაპიისას იწვევს დაგვიანებულ საპასუხო რეაქციას. არ აღინიშნება ფარმაკოლოგიურიურთიერთქმედებები ჰისტამინური რეცეპტორების ანტაგონისტებთან ერთად გამოყენებისას.

განსაკუთრებული ჩვენებები
ფერლატუმის მიღების უწყვეტი პერიოდი არ უნდა იყოს ექვს თვეზე მეტი, გარდა ქრონიკული სისხლდენებისა (მენორაგია, ბუასილი და სხვ.) ორსულობა.იგი არ მოქმედებს მოღვაწეობის პოტენციურად საშიშ სახეობებზე, რომლებიც მოითხოვენ მომატებულ კონცენტრაციასდა ფსიქომოტორული რეაქციის სისწრაფეს (ავტოტრანსპორტის მართვისას).

გამოშვების ფორმა
შიგნით გამოსაყენებელი ხსნარი 800 მგ განაწილებული 15 მგ – იან პოლიეთილენის ფლაკონებში, პირველი გახსნისკონტროლის პოლიეთილენის სახურავებით    დახუფული.10 ან 20 ფლაკონი მოთავსებული მუყაოს ყუთში ინსტრუქციით.

ვარგისიანობის ვადა
2 წელი. ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ პრეპარატი არ გამოიყენოთ.

შენახვის პირობები
შეინახეთ 25 °C   ტემპერატურაზე ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

აფთიაქიდან გატანის პირობები: ურეცეპტოდ.

გამოშვების ფორმა: 40მგ/15მლ, 15მლ შიგნით მისაღები ხსნარი ფლაკონი №10

მწარმოებელი: ITALFARMAKO S..A., ესპანეთი

გაფრთხილება