ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები
რეკომენდებულია:
ჯანმრთელობისა და ენერგიულობის შენარჩუნებისათვის ნებისმიერი ასაკის ქალებისა და მამაკაცებისთვის, დატვირთული რეჟიმის მქონე პირებისთვის, სპორტსმენებისთვის ან დიეტის დროს, განსაკუთრებით კი ქალებისთვის ორსულობის პერიოდში, მენსტრუალური ციკლის დროს.
– არ შეიცავს შაქარს
დამზადებულია ხარისხის კონტროლის GMP (Good Manufacturing Practice) სტანდარტების შესაბამისად, რომლებიც აღემატება საკვები დანამატების ჩვეულებრივ სტანდარტებს.
შემადგენლობა:
| აქტიური ნივთიერება | ერთი კაფსულა შეიცავს | % რდნ* |
| რკინა (ფუმარატის სახით) | 17 მგ | 121 |
| თუთია | 12 მგ | 120 |
| ვიტამინი B6 | 5 მგ | 357 |
| სპილენძი | 1000 მკგ | 200 |
| ფოლაცინი (ფოლიუმის მჟავას სახით) | 400 მკგ | 200 |
| ვიტამინი B12 | 10 მკგ | 400 |
| არ შეიცავს ხელოვნურ დამატკბობლებს, მარილს ან საფუარს, წებოვანას (გლუტენს), შაქარს, კონსერვანტებს,სახამებელს ან ჰორმონებს | ||
* რდნ=რეკომენდებული დღიური ნორმა, მკგ=მიკროგრამი, მგ=მილიგრამი, IU=საერთაშორისო ერთეული
გამოყენების წესი: ერთი კაფსულა დღეში ძირითადი კვების დროს ან დაუყოვნებლივ მის შემდეგ. მიიღეთ ერთ სავსე ჭიქა წყალთან ან სხვა ცივ სასმელთან ერთად.
გაფრთხილება ალერგიის დროს: შეიცავს სოიოს
შენახვის წესი: შეინახეთ 25°C-ზე ნაკლებ ტემპერატურაზე მშრალ, ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.
გამოშვების ფორმა: კაფსულა #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Vitabiotics, დიდი ბრიტანეთი