ფიტინი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფიტინი/phytin

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

შემადგენლობა:
თითოეული ტაბლეტი შეიცავს: ფიტინი 250მგ, ლაქტოზას მონოჰიდრატი 110მგ, ხორბლის სახამებელი, მაგნიუმის სტეარატი, ტალკი, ოპადრაი თეთრი.

დანიშნულება: წარმოადგენს ძლიერ ანტიოქსიდანტს, ხელს უწყობს  ფიზიკური და ფსიქიკური დაღლილობის და სტრესის  დაძლევაში, აუმჯობესებს მეხსიერებას და კონცენტრაციას, არეგულირებს ნივთიერებათა ცვლას. ფიტინი-ს დადებითი ეფექტები დაკავშირებულია ინოზიტოლთან, რომელიც წარმოიმქნება ფიტინის ნაწლავებში გადამუშავების შედეგად. ფიტინი წარმოადგენს ბიოლოგიურად აქტიურ დანამატს და არა ფარმაცევტულ პრეპარატს!
გამოიყენება სქესობრივი ფუნქციების და ცნს-ის ფუნქციის გასაუმჯობესებლად. აძლიერებს იმუნურ სისტემას. ასტიმულირებს ძვლოვანი ქსოვილის ზრდას  და განვითარებას (ფრჩხილების მტვრევადობა, თმის ცვენა, კარიესი, რაქიტი, მოტეხილობა და სხვა) და აუმჯობესებს ძვალ-სახსროვანი სისტემის ფუნქციონირებას. დადებითად მოქმედებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ფუნქციაზე. გამოიყენება კუნთოვანი  ჰიპოტროფიის დროს.

რეკომენდებული დოზირება:  მოზრდილები: 1-2 ტაბლეტი   2-3-ჯერ დღეში. 2 დან -6 წლამდე ასაკის ბავშვები – 1-2 ტაბლეტი,  ხოლო 6 წელს ზევით ასაკის ბავშვები 2-4 აბი დღეში. ფიტინის მიიღება საკვების მიღებამდე  1 სთ-ით ადრე ან კვებებს შორის შუალედში რამდენიმე კვირის განმავლობაში.
რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება არ შეიძლება!
არ გამოიყენოთ როგორც მრავალფეროვანი კვების შემცვლელი!

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, სინათლისაგან დაცულ, არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე.
შეინახეთ  ბავშვებისთვის  მიუწვდომელ ადგილას!

გამოშვების ფორმა: 250 მგ ტაბლეტი #40

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: სოფარმა,  ბულგარეთი

გაფრთხილება