ფიტოსედი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი: საძილე და სედაციური   პრეპარატი

წამლის შემადგენლობა:
აქტიური ნივთიერება: სპირტის ნაყენი (1:10) მცენარეული ნედლეულისაგან:
კუნელის ნაყოფი – 10 გ;
კორიანდრის ნაყოფი – 5 გ;
სამკურნალო ბარამბოს ბალახი – 15 გ;
ძიძოს ბალახი – 5 გ;
შვრიის ნაყოფი – 25 გ;
შავბალახა – 20 გ.
სვიის ნაყოფი – 20 გ,
ეთილის სპირტი 40%

ფარმაკოლოგიური თვისებები:
ფარმაკოდინამიკა. ფიტოსედი ახდენს სედაციურ ეფექტს. პრეპარატის სედაციური ეფექტი ვლინდება მისი მიღების პირველივე დღიდან. მაქსიმალური თერაპიული ეფექტი მიიღწევა 1-1,5 საათის შემდეგ და გრძელდება 2-4 საათით. პრეპარატის მოქმედებას განაპირობებს მისი შემადგენელი კომპონენტები.

ჩვენებები:
პრეპარატი ენიშნება მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის ბავშვებს, როგორც  სედაციური საშუალება სხვადასხვა ეტიოლოგიის ნევროზის დროს;
ნევრასთენიის მსუბუქი ფორმა: გაღიზიანების, მღელვარების, შიშის, მომეტებული გადაღლილობის, დაბნეულობის თანხლებით;  ნერვული აგზნება; უძილობა;
ნეიროცირკულაციური დისტონია;
ჰიპერტონული და კარდიალური ტიპის მიხედვით; ასთენიის სინდრომი
(ჰიპერსტენული ფორმა).

უკუჩვენებები: მომატებული მგრძნობელობა.პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ. უკუნაჩვენებია 12 წლამდე ასაკის ბავშვების, ფეხმძიმე და მეძუძური ქალებისათვის.

სიფრთხილის ზომები.
პრეპარატი არ ენიშნება მძღოლებს და მანქანა მექანიზმებთან მომუშავე პაციენტებს, რადგან ასეთი სამუშაო დიდ ყურადღებას და მოძრაობის სწრაფ რეაქციას საჭიროებს.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალწამლო საშუალებებთან:
თუ ღებულობთ რაიმე სხვა წამლებსაც, აუცილებლად აცნობეთ ამის შესახებ ექიმს.ფიტოსედი აძლიერებს ცენტრალური ნერვული სისტემის დამთრგუნველი წამლების მოქმედებას.

მიღების წესი და დოზა. ფიტოსედი შიგა მიღების პრეპარატია,
მოზრდილებსა და 12 წელზე მეტი ასაკის მოზარდებს ეძლევა 1 ჩაის კოვზი (5 მლ) ცოტა წყალთან ერთად, 3-4- ჯერ დღეში და 1- ჯერ ძილის წი.
მკურნალობის კურსი გრძელდება 10-30 დღით.
აუცილებლობის შემთხვევაში კურსი შეიძლება განმეორდეს 10–15 დღის შემდეგ.
მიღების წინ შეანჯღრიეთ.

ჭარბი დოზა. რეკომენდირებულზე მეტი დოზის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ძილიანობა.

გვერდითი ეფექტები:
მომატებულმა მგრძნობელობამ პრეპარატის კომპონენტების მიმართ შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქციები.
რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში   აუცილებლად მიიღეთ ექიმის რეკომენდაცია,შეიძლება თუ არა ამ პრეპარატის შემდგომი გამოყენება.

ვარგისიანობის ვადა: 2 წელი. მითითებული ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ, წამალი არ უნდა მიიღოთ.

შენახვის პირობები:
ინახება ბავშვებისაგან ხელმიუწვდომელ, სინათლისაგან დაცულ  ადგილზე, არაუმეტეს 300C ტემპერატურაზე. შენახვისას შესაძლებელია ნალექის გამოყოფა.

წამლის ფორმა და შეფუთვა:  100 მლ ნაყენი ფლაკონში ან ქილაში.

გაცემა: რეცეპტის გარეშე.

მწარმოებელი: ქიმიურ ფარმაცევტული ქარხანა  “კრასნაია ზვეზდა”. უკრაინა.

გაფრთხილება