ფლუცინარი / FLUCINAR

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): fluocinolone acetonide

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: გლუკოკორტიკოიდული საშუალებები გარეგანი გამოყენებისათვის

შემადგენლობა
1გ
ფლუოცინოლონის აცეტონიდი….. 0.25 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
პროპილენგლიკოლი, ლიმონის მჟავა, უწყლო ლანოლინი, თეთრი ვაზელინი.

ფარმაკოლოგიური თვისებები
დერმატოლოგიური პრეპარატი გარეგანი გამოყენებისათვის. მას გააჩნია ძლიერი ანთების საწიანააღმდეგო, ანტიალერგიული და ქავილის საწინააღმდეგო მოქმედება. ფლუცინარის მოქმედება უფრო ძლიერია ვიდრე ჰიდროკორტიზონის.

ჩვენებები
– ალერგიული წარმოშობის მწვავე და მძიმე ანთებითი მდგომარეობები, რომელთა მკურანლობა სხვა სტეროიდული საშუალებებით არაეფექტურია;
– ქრონიკული ფსორიაზი;
– დისემინირებული წითელი მგლურა;
– მულტიფორმული ერითემა;
– ბრტყელი ლიქენი თანმხლები ძლიერი ქავილით, ან ლოკალიზებული ფრჩხილზე;
– ეგზემა ლიქენიფიკაციით;
– სებორეული დერმატიტი.

მიღების წესები და დოზები
პრეპარატი ინიშნება ადგილობრივად, მისი გამოყენების სიხშირე და წესი დგინდება ექიმის მიერ. ჩვეულებრივად ინიშნება: მალამოთი გაჟღენთილი საფენი თავსდება კანის დაზიანებულ უბნებზე, ან უშუალოდ კანზე დაიტანება მალამოს თხელი ფენა. პრეპარატი ინიშნება 2-3 ჯერ დღეში.
ფსორიაზის დროს გამოიყენება ოკლუზიური საფენი, რომელიც მჭიდროდ ეკვრის კანის ზედაპირს. ჩატარებული მკურნალობის ეფექტურობა დამოკიდებულია მიღებულ შედეგებზე. პრეპარატის გამოყენება დასაშვებია არაუმეტეს 3-4 კვირისა.

გვერდითი მოვლენები
პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება თრგუნავს ეპიდერმისის ზრდას, იწვევს კანქვეშა უჯრედისის ატროფიას, სტრიების გაჩენას.
შესაძლებელია შემდეგი სიმპტომების გაჩენა: კანის ჰიპერემია, ჰიპერკერატოზი, კანის შეხორცების შეფერხება, სისხლჩაქცევები კანზე.
აღნიშნული მოვლენების განვითარების დროს საჭიროა ექიმის ინფორმირება.
პრეპარატით მკურნალობა წყდება კანის მწვავე გაღიზიანების დროს.

უკუჩვენება
კანის ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული დაავადებები, კანის საფარის სიმსივნეები, ან კიბოსწინა მდგომარეობები, ვარდისფერი და ვულგარული ფერიმჭამელები, ანამნეზში მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია
არ არის რეკომენდებული პრეპარატის გამოყენება ორსულებში, განსაკუთრებით ხანგრძლივად და კანის დიდ უბანზე.

განსაკუთრებული მითითებები
დაუშვებელია პრეპარატის ხანგრძლივი გამოყენება სახის კანზე, ვინაიდან შესაძლებელია ალერგიული რეაქციების განვითარება.
პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ავადმყოფებში გლაუკომით და კატარაქტით.
ფლუცინარი მალამო ბავშვებში ინიშნება მხოლოდ გამონაკლისის სახით, სიფრთხილით, ხანმოკლე დროის განმავლობაში.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
მონაცემები არ მოიპოვება.

შენახვის პირობები და ვადები
პრეპარატი ინახება არაუმეტეს 25ºC ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა – მითითებულია შეფუთვაზე. დაუშვებელია ვადაგასული პრეპარატის გამოყენება.

გამოშვების ფორმა: 0.25მგ მალამო 15გ ტუბში

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: ვალეანტი (VALEANT (JELFA), პოლონეთი

გაფრთხილება