ფოლიბერი – FOLIBER

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: B ჯგუფის ვიტამინების კომპლექსი.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
1 ტაბ.
ფოლიუმის მჟავა(ვიტამინი BC)……………… 400მკგ
ციანკობალამინი (B12)…………………………….. 2 მკგ
დამხმარე ნივთიერებები: ნატრიუმის კარბოქსისახამებელი A ტიპის, მაგნიუმის სტეარატი, ლაქტოზას მონოჰიდრატი, მიკროკრისტალური ცელულოზა, ტრინატრიუმის ციტრატი, ლიმონის მჟავა, მალტოდექსტრინი.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
ფოლიუმის მჟავას ნაკლებობა იწვევს უჯრედის დნმ–ის სინთეზის დარღვევას, რომელიც თავის მხრივ მონაწილეობს ქრომოსომის რეპლიკაციაში და დაყოფაში. მოქმედების მექანიზმი განპირობებულია ტეტრაჰიდროფოლატის ფორმით ფოლიუმის მჟავის მონაწილეობით ნუკლეინის მჟავების სინთეზში და უჯრედის გაყოფაში, ასევე კოენზიმის ფორმით პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში, რაც ხდის მას მნიშვნელოვანს ცნს–ის ფორმირებაში, რომელიც ადამიანის ჩანასახში  ვითარდება განაყოფიერებიდან მე–15 –28 დღეზე. 5–მეთილტეტრაჰიდროფოლატის ტეტრაჰიდროფოლატად გარდაქმნა ორგანიზმში შეიძლება მოხდეს მხოლოდ ჰომოცისტეინზე მეთილური ჯგუფის მიერთებით მეთიონინის წარმოქმნით მეთიონინესთერაზის მონაწილეობით.
ამ პროცესში ვიტამინი B12 მონაწილეობს ლიმიტირებული კოფაქტორის სახით, ამიტომ ვიტამინი B12 უკმარისობა  ანალოგიურია ფოლიუმის მჟავის არასაკმარისი აქტიობით გამოწვეული ეფექტის. ვიტამინი B12 მონაწილეობს ასევე ფოლიუმის მჟავის  უჯრედის მიერ ჩაჭერაში, ამიტომ როცა უჯრედი განიცდის ვიტამინი B12 პირველად დეფიციტს, ის ასევე განიცდის ფოლატის დეფიციტსაც.
პრეპარატ ფოლიბერის ფარმაკოლოგიური მოქმედება მდგომარეობს ასევე იმაში, რომ მისი გამოყენება საშუალებას იძლევა გადაილახოს მეტაბოლური ბლოკადა;  მეტაბოლური ბლოკადის სპეცფიკური ბუნება მდგომარეობს შეუცვლელი ამინომჟავის მეთიონინის მეტაბოლიზმში, რომლის დროსაც ფოლატი და ვიტამინი B12 წარმოადგენენ მთავარ ელემენტებს, რამდენადაც ისინი პასუხისმგებლები არიან განმეორებით მეთლირებაზე ჰომოცისტეინისა მეთიონინში. 400მკგ ფოლის მჟავა წარმოადგენს მინიმალურ ეფექტურ სადღეღამისო დოზას, რომელიც რეკომენდებულია დავადებათა პროფილაქტიკის ცენტრების მიერ (აშშ, დიდი ბრიტანეთი, ავსტრალია) ჯანმრთლი ქალებისათვის დამტებით სადღეღამისო მოთხოვნილებაზე  რათა არიდებული იქნას ნაყოფის ნერვული მილის განვითარების დეფექტი.
ვიტამინი B12 მოხმარების სადღეღამისო ნორმა შეადგენს 2 მკგ–ს.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა:
ფოლიუმის მჟავა სწრაფად შეიწოვება წვრილ ნაწლავში, განიცდის აღდგენას და მეთილირებას 5–მეთილტეტრაჰიდროფოლატამდე, რომელიც პორტალურ სისხლის მიმოქცევაშია. Cmax სისხლის პლაზმაში აღინიშნება 30–60 წთ–ის შემდეგ. ასევე ვიტამინი B12 შეიწოვება მისი ურთიერთქმედების შემდეგ კუჭში „კასლის შინაგან ფაქტორთან“, გლიკოპროტეინთან, რომელიც სეკრეტირდება კუჭის პარიეტარული უჯრედების მიერ. Cmax პლაზმაში აღინიშნება 8–12 სთ–ის შემდეგ. როგორც ფოლიუმის მჟავის შემთხვევაში ვიტამინი B12 განიცდის მნიშვნელოვან ნაწლავ–ღვიძლის რეცირკულაციას.
განაწილება:
ვიტამინი B12 და მისი მეტაბოლიტი 5–მეთილტეტრაჰიდროფოლატი მნიშვნელოვანი ხარისხით უკავშირდება პლაზმის ცილებს, ჭარბი რაოდენობა გროვდება ღვიძლში. ვიტამინი B12 გადის პლაცენტაში. ვიტამინი B12 და ფოლატი ექსკრეტირდება ქალის რძეში.
გამოყოფა:
ყოველდღიურად 4–5 მკგ ფოლატი გამოიყოფა შარდთან ფოლის მჟავის სახით, 10–ფორმილტეტრაჰიდროფოლატის და 5–მეთილტეტრაჰიდროფოლატის ფორმით. საშუალო T1/2 ვიტამინი B12 –თვის შეადგენს საშუალოდ 6 დღეს. შეყვანილი დოზის ნაწილი გამოიყოფა შარდით პირველ 8 სთ–ში, თუმცა დიდი ნაწილი გამოიყოფა ნაღვლით. 25% გამოიყოფა განავლით.

ჩვენებები:
ფოლის მჟავისა და ვიტამინი B12 დეფიციტის საპროფილაქტიკოდ სამშობიარო ასაკის ქალებში დაგეგმილი ორსულობის ეტაპზე (არა ნაკლებ 1 თვე ჩასახვამდე);
ორსულობის პირველ ტრიმესტრში ნაყოფში ნერვული მილის დეფექტის განვითარების პროფილაქტიკისათვის;

დოზირება:
პრეპარატის მიღება რეკომენდებულია თითო ტაბლეტი დღეში, ჭამამდე.

გვერდითი ეფექტები:
შესაძლებელია ალერგიული რეაქციები.

უკუჩვენებები:
* პრეპარატის კომპონენტების მიმართ მომატებული მრძნობელობა;
* სიფრთხილით უნდა მიიღონ პაციენტებმა რომელთაც დარღვეული აქვთ გლუკოზის ან გალაქტოზის შეწოვა, გალაქტოზემია ან ლაქტაზის უკმარისობა, რამდენადაც პრეპარატი შეიცავს 23 მგ ლაქტოზას 1 ტაბლეტში.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის დროს პრეპარატი მიიღება ჩვენების მიხედვით.

განსაკუთრებული მითითებები:
ფოლიბერი გავლენას არ ახდენს ავტოტრანსპორტის მართვასა და პოტენციურად საშიშ მექანიზმების მართვაზე.

ჭარბი დოზირება:
არ არსებობს მონაცემები.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება:
ფოლიბერი მიღება რეკომენდებული არ არის მეტოტრექსატთან, რამდენადაც ეს უკანასკნელი მოქმედებს ანტაგონისტის სახით ფოლის მჟავასთან, ინჰიბირებას უკეთებს ჰიდროფოლატრედუქტაზას.
ფოლიბერის ანტიეფილეფსიურ პრეპარატებთან ერთდ მიღებისას ჰიდანტოინის ჯგუფიდან  შესაძლებელია ამ უკანასკნელის ეფექტის შემცირება.

თიაქიდან გაცემა:
ნებადართული რეცეპტის გარეშე გაცემა.

შენახვის პირობები:
პრეპარატის შენახვა რეკომენდებულია მშრალ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე, არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე.

ვადა: 2 წელი.

მწარმოებელი: ITALFARMACO, Sp.A.

გაფრთხილება