ფოლის მჟავა – ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ფოლიუმის მჟავა folic acid
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: წყალში ხსნადი ვიტამინები
ფარმაკოლოგიური თვისებები
ვიტამინი, B-ვიტამინების ჯგუფიდან. ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული.
კერძოდ, მისი მონაწილეობა მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის;
მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით), აგრეთვე ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში და ქოლინის მეტაბოლიზმში. ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან.
ფარმაკოკინეტიკა
კარგად იწოვება კუჭ-ნაწლავიდან, ექვემდებარება მეტაბოლიზმს ღვიძლში და სხვა ქსოვილებშიც, ნაღველითა და შარდით გამოიყოფა.
ჩვენებები
ფოლიუმის მჟავას დეფიციტით გამოწვეული მაკროციტული ჰიპერქრომული ანემია.
რიგი პათოლოგიური მდგომარეობის კომბინირებული თერაპია, როგორიცაა:
- სამკურნალო პრეპარატებითა და რადიაქტიური (მაიონიზებელი) დასხივებით გამოწვეული ანემია და ლეიკოპენია;
- სპრუ;
- ქრონიკული გასტროენტერიტები;
- ნაწლავის ტუბერკულოზი;
- ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკა ორგანიზმში (ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდების ჩათვლით).
დოზირების რეჟიმი
სამკურნალო მიზნით ზრდასრულებში დღე-ღამეში 5 მგ უნიშნავენ: ბავშვებში – შემცირებულ დოზებში ასაკის მიხედვით.
- მკურნალობის კურსი 20-30 დღეა.
- ფოლიუმის მჟავას დეფიციტის პროფილაქტიკის მიზნით დღეღამეში 20-50 მკგ იღებენ.
- ორსულობაში – 400 მკგ დღეღამეში, ლაქტაციის პერიოდში – 300 მკგ/დღეში.
გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები: კანზე გამონაყარი, ქავილი.
უკუჩვენებები
ჭარბი მგრძნობელობა ფოლიუმის მჟავასადმი.
ორსულობა და ლაქტაცია
რეკომენდებული დოზებით ფოლიუმის მჟავას მიღება დაშვებულია როგორც ორსულობაში, ისე ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პერიოდშიც.
განსაკუთრებული მითითებები
- პერნიციოზული ანემიის დროს ფოლიუმის მჟავას მხოლოდ ციანოკაბალამინთან ერთად იღებენ, ვინაიდან ჰემოპოეზის სტიმულაცის მიუხედავად ფოლიუმის მჟავა ნევროლოგიურ გართულებებს ვერ ეწინააღმდეგება (ფუნიკულური მიელოზის ჩათვლით).
- ფოლიუმის მჟავას ხანგრძლივი მიღება (განსაკუთრებით მაღალი დოზით) სარისკოა სისხლში ციანოკობალამინის კონცენტრაციის მოსალოდნელი დაქვეითების გამო.
სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
- ქლორამფენიკოლთან, ნეომიცინთან, პოლიმიქსინებთან, ტეტრაციკლინებთან ერთდროული მიღების შემთხვევაში ფოლიუმის მჟავას შეთვისება დაქვეითებული იქნება.
- თავის მხრივ ფოლიუმის მჟავასთან ერთდროულად მიღებული ფენიტოინის, პრიმიდონის, პასმ, სულფასალაზინის, სისტემური (შინაგანი) ჰორმონალური კონტრაცეპტივების, ქლორამფენიკოლის ეფექტურობა მცირდება.
- ფოლიუმის მჟავას გავლენით ფენიტოინის მეტაბოლიზმი ძლიერდება.
გამოშვების ფორმა: 5მგ ტაბლეტი #50
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
ფოლის მჟავა – FB-პრეზენტაცია გვანცა მჭედლიძისგან
🤰 რატომ არის მნიშვნელოვანი ფოლიუმის მჟავას მიღება ორსულობის დროს?
💊 ფოლიუმის მჟავა (ვიტამინი B9) – წყალში ხსნადი ვიტამინი, რომელიც კოფერმენტის სახით მონაწილეობს სისხლწარმოქმნისას აზოტოვანი ნაერთების სინთეზის რეაქციებში.
⭕️ ფოლიუმის მჟავა შედის:
✅ ღვიძლში;
✅ თირკმელებში;
✅ საფუარში;
✅ სალათებში
🧬 ორგანიზმში ფოლიუმის მჟავა აღდგება ტეტრაჰიდროფოლიუმის მჟავამდე, რომელიც არსებითად კოფერმენტია და ნივთიერებთა ცვლის რიგ პროცესებშია ჩართული:
➡️ მონაწილეობს მეგალობლასტების მომწიფებაში და ნორმობლასტების წარმოქმნაში;
➡️ აუცილებელია ერითროპოეზის სტიმულაციისათვის;
➡️ მონაწილეობს ამინომჟავების სინთეზში (მეთიონინის და სერინის ჩათვლით);
➡️ მონაწილეობს ნუკლეინის მჟავების, პურინებისა და პირიმიდინების სინთეზში;
➡️ მონაწილეობს ქოლინის მეტაბოლიზმში.;
➡️ ორსულებში იცავს ორგანიზმს ტერატოგენული ფაქტორებისაგან
👉 გაიგეთ მეტი ფოლიუმის მჟავას ჩვენებების, გვერდითი ეფექტებისა და დოზირების შესახებ სტატიიდან – https://bit.ly/3wh9oV7
#ფოლიუმისმჟავა #ფოლატი #ფოლიუმისმჟავაორსულებში #ფოლიუმისმჟავასდოზები #ვიტამინიB9 #ფოლიუმისმჟავასშემცველიპროდუქტები #ორსულობადაფოლიუმისმჟავა #ნერვულიმილისგანვითარება #ნერვულიმილისდეფექტები #სპინაბიფიდა #Bვიტამინიორსულებში #ლალიდათეშიძე #არჩილშენგელია #გვანცამჭედლიძე
გამოგვყევით სოციალურ ქსელებში : 1 , 2 , 3 , 4 , 5 , 6 , 7 , 8 , 9 , 10