ფორტაკელ D4 კაფსულები

ფორტაკელ D4 კაფსულები. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰომეოპათიური საშუალებები

შემადგენლობა
1 კაფსულა შეიცავს: 330 მგ Penicillium roquefortii D4, HAB-ის მე-6 სტატიის მიხედვით
(HAB – Homöopathisches Arzneibuch – გერმანული ჰომეოპათიური ფარმაკოპეა)
დამხმარე ნივთიერებები: ლაქტოზა, Hypromellose (კაფსულის გარსი)

ჩვენება
– სიმბიოზის აღდგენა დისბაქტერიოზის და ლორწოვანი გარსების დაზიანების დროს
– გასტრიტი, ენტერიტი, ქოლეცისტიტით და პანკრეატიტით მიმდინარე კოლიტი, რომელსაც დიარეა, ობსტიპაცია და გულისრევა ახლავს
– კუჭის წყლული
– ნაწლავის, საშოსა და კანის მიკოზები

თვისებები
Fortakehl-ს იღებენ ობის სოკოსაგან Penicillium roquefolii. იგი ანტიბიოტიკი არ არის, არ შეიცავს და არ გამოიმუშავებს პენიცილინის მჟავას. ამიტომ მის გამოყენებას ანტიბიოტიკის სახით, არ ახლავს ტიპიური გამოვლინებები – ალერგიის, ღვიძლის დაზიანების, ნაწლავების ფლორის რღვევის, პენიცილინრეზისტენტული
შტამების წარმოშობის სახით. Fortakehl-ი ინიშნება სიმბიოზის აღდგენის დაწყებისთანავე. ის უნდა დაინიშნოს როგორც საწყისი პრეპარატი – ნაწლავების, საშოს, კანის, პირის ღრუს მიკოზების დროს. ენდერლაინის მიხედვით, ადამიანის და ყველა ძუძუმწოვრის სისხლში ყველთვის არსებობს, ეგრეთ წოდებული, მცენარეული წარმოშობის ენდობიონტები. ენდობიონტების ყველაზე პრიმიტიული ტიპია აპათოგენური კოლოიდური სტადია, უმცირესი ცილოვანი ნაწილაკი, რომელიც თავისი ზომებით ვირუსებს უტოლდება (0.01 მმ). სხვადასხვა ეგზოგენური და ენდოგენური მიზეზი ახდენს ბაქტერიების პრიმიტიული ფორმების განვითარების ციკლის ინიცირებას სოკოვან ფაზამდე, ამასთან ყოველ სტადიასთან ერთად მისი ვირულენტობაც იზრდება. არ არსებობს ისეთი ადამიანი და ძუძუმწოვარი, რომელსაც ტრანსპლაცენტურად პრიმიტიული სტადიები არ გადაეცემა და რომლის
უჯრედები და ქსოვილოვანი სითხეები თუნდაც პრიმიტიულ ფორმებს არ შეიცავს. ჯანმრთელ ორგანიზმში მითითებული პრიმიტიული ფორმები რეგულაციურ მოქმედებას ახდენს. რადგან ისინი ციკლოგენიის მხრივ უფრო მაღლა მდგომ პარაზიტულ ფორმებთან შეკავშირების და უფრო დაბალ სტადიებამდე მათი დაშლის უნარით ხასიათდებიან. წარმოქმნილი დაშლის პროდუქ ტები ორგანიზმიდან უნდა გამოიდევნოს. თუ დაავადების დროს
ორგანიზმი მათ სრულ გამოდევნას ვერ შეძლებს კანის, ნაწლავის, თირკმლების, ბრონქების საშუალებით, შესაძლოა უმაღლესი სტადიების მიმართულებით მათი უკუგანვითარება მოხდეს. ამ პროცესის ხელის შესაშლელად აუცილებელია ორგანიზმიდან შესაბამისი პრეპარატებით მათი გამოდევნის უზრუნველყოფა.

მიღების წესი და დოზირება
მიიღება დღეში 1-2 კაფსულა მცირე რაოდენობით წყალთან ერთად,
საუზმის მიღებამდე ან საღამოს, ძილის წინ

გვერდითი მოქმედებები
ცნობილი არ არის

უკუჩვენებები
ცნობილი არ არის
მითითებები
Penicillium roquefortii მოქმედი ნივთიერების სახით შედის, ასევე, პრეპარატ Exmykehl-ის შემადგენლობაში

გამოშვების ფორმა: 20 კაფსულა

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: SANUM, გერმანია

გაფრთხილება