ფორტრანსი

ფორტრანსი. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): მაკროგოლი/MACROGOL

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: საფაღარათო საშუალება.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ფხვნილი პერორალურად მისაღები ხსნარის მოსამზადებლად: პაკეტებში 74 გ, შეფუთვაში 4 ც.
1 პაკ.

მაკროგოლი 4000 (პოლიეთილენგლიკოლი) …………… 64 გ
ნატრიუმის სულფატის ანჰიდრიდი ………………………. 57 გ
ნატრიუმის ბიკარბონატი …………………………………. 1.68 გ
ნატრიუმის ქლორიდი ……………………………………. 1.46 გ
კალიუმის ქლორიდი …………………………………….. 0.75 გ
ნატრიუმის საქარინი ……………………………………… 0.1 გ

ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის მოქმედების მექანიზმს განაპირობებს მაღალმოლეკულური პოლიმერის და ელექტროლიტების ხსნარის კომბინაცი. მაკროგოლ 4000 აფერხებს წყლის შეწოვის პროცესს კუჭიდან და ნაწლავებიდან და ხელს უწყობს ნაწლავების შიგთავსის ევაკუაციას ხშირი დეფეკაციის გზით.
პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ელექტროლიტები აფერხებენ ორგანიზმში ელექტროლიტური ბალანსის დარღვევით გამოწვეულ პროცესებს.

ჩვენებები:
მსხვილი ნაწლავის ენდოსკოპიური ან რენტგენოლოგიური გამოკვლევისათვის მომზადება, აგრეთვე ოპერაციული ჩარევისას, ნაწლავების შიგთავსის დაცლის მიზნით.

მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი ენიშნებათ მხოლოდ მოზრდილებს პერორალურად (15 წლის ასაკის ზემოთ).
თითოეული პაკეტის შიგთავს ათავსებენ ჭიქაში და ასხამენ 1 ლ წყალს, მოურევენ ფხვნილის სრულ გახსნამდე.
სავარაუდო დოზა: 1 ლ ხსნარი 15-20 კგ სხეულის წონაზე, რაც შეესაბამება 3-4 ლ ხსნარს. პრეპარატს იღებენ საღამოს გამოკვლევების წინა დღეს ან დილას გამოკვლევის დროს. პრეპარატის ბოლო მიღება წარმოებს 3-4 სთ-ით ადრე პროცედურის ჩატარების წინ.

გვერდითი მოვლენები:
იშვიათად შესაძლებელია ალერგიული რეაქციები (კანზე გამონაყარი, შეშუპებები), აგრეთვე გულისრევა და ღებინება, მუცლის შებერვა, პრეპარტის პირველ დოზის მიღებისას სიმძიმის და დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში.

უკუჩვენებები:
* ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის მკვეთრად გამოხატული დარღვევები (მაგ. დეჰიდრატაცია, გულის უკმარისობა);
* ნაწლავების გაუვალობა.
* მსხვილი ნაწლავის ტოქსიკური გაფართოვება.
* კუჭის ან ნაწლავების სტენოზი;
* კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ეროზიულ-წყლულოვანი დაავადებები;
* თირკმელების ფუნქციის დარღვევა.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობის და ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება ნებადართულია.

განსაკუთრებული მითითებები:
♦ სხვადახვა დაავადებით შეპყრობილ ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის მიღება რეკომენდებულია სამედიცინო პერსონალის მეთვალყურეობის ქვეშ.
♦ ფორტრანსის მიღებით გამოწვეული დიარეა იწვევს ერთდროულად მიღებული სხვა პრეპარატების აბსორბციის პროცესის დარღვევას.
♦ სხვა პრეპარატებზე ფორტრანსის ზემოქმედებით გამოწვეული გვერდითი მოვლენების თავიდან აცილების მიზნით საჭიროა ექიმთან კონსულტაცია ნებისმიერი სხვა პრეპარატით მკურნალობის დროს.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება: აღწერილი არ არის.

შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.

ვარგისიანობის ვადა: 5 წელი.

მწარმოებელი: INTERNATIONAL, საფრანგეთი

გაფრთხილება