ქემ მულტი+

ქემ მულტი+. ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ბიოლოგიურად აქტიური დანამატები

მოქმედი აქტიური ნივთიერება:

დასახელება რაოდენობა ერთ დოზაში დასახელება რაოდენობა ერთ დოზაში
ბეტაკაროტინი 2500 IU ქლორიდი 1მგ
ვიტამინი C 50მგ კალიუმი 1მგ
ვიტამინი D 1000 IU ასტრაგალი 150მგ
ვიტამინი E 30 IU ტურმერიკი 40მგ
თიამინი 50მგ ვანადიუმი 10მკგ
რიბოფლავინი 50მგ ქოლინი 50მგ
ნიანცინი 50მგ ინოზიტოლი 50მგ
ვიტამინი B6 50მგ PABA 50მგ
ფოლატი 400მკგ ციტ.ბიოფლ. 40მგ
ვიტამინი B12 50 მკგ რუტინი 40მგ
ბიოტინი 100 მკგ ნეფტლე 2.1 კონცენტრატი 25მგ
პანტოთენის მჟავა 50მგ
კალციუმი 115მგ მწვანე ჩაის (ფოთოლი) ქსტრაქტი 25მგ
მაგნიუმი 30მგ
თუთია 15მგ აშვაგანდას ექსტრაქტი (ფესვი) 25მგ
სპილენძი 1.5მგ
მანგანუმი 1მგ კორდიცეფსი 25მგ
ქრომი 200მკგ სულფონილ მეთანი 5მგ
მოლიბდენი 75 მკგ სილიკომანგანუმი 2მგ

გამოყენების ჩვენება
შეიცავს ვიტამინების გაზრდილ დოზებს, რაც ხელს უწყობს ქიმიოთერაპიით გამოწვეული გვერდითი ეფექტების შესუსტებას*. ანტიოქსიდანტების დაბალი შემცველობის მიუხედავად, მაინც უზრუნველყოფს ოპტიმალურ კვებით მხარდაჭერას*. უზრუნველყობს ჯანსაღი მეტაბოლური პროცესის შენარჩუნებას, აძლიერებს ბუნებრივ იმუნორეაქციებს.

სხვა ინგრედიენტები – მიკროკრისტალური ცელულოზა, სტეარინის მჟავა, ნატრიუმის კროსკარმელოზა, მაგნიუმის სტეარატი, ჰიპრომელიზა, წითელი კომბოსტო, ნატურალური ბოსტნეული ლურჯი კარმინი, გლიცერინი,ტიტანის დიოქსიდი.

დოზირება და მიღების წესი
2 ტაბლეტი დღეში, სასურველია საკვებთან ერთად. მკურნალობის ხანგრძლივობა ექიმის დანიშნულების მიხედვით.

არ შეიცავს
ანტიოქსიდანტებს იმ დოზებით, რომლებმაც შეიძლება შეაფერხონ ქიმიოთერაპია ან სხივური თერაპია*; წინასწარ ფორმირებულ A ვიტამინს (ინგრედიენტი, რომელიც საზიანოა სიმსივნით დაავადებული  და სიმსივნის რისკის ქვეშ მყოფი   პაციენტებისთვის).

უკუჩვენება
მომატებული მგრძნობელობა შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

გვერდითი მოვლენები
შესაძლოა გამოვლინდეს ალერგიული რეაქცია პრეპარატში არსებული ცალკეული კომპონენტების მიმართ.

გაფრთხილება
ლაქტაციის ან ორსულობის პერიოდში დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ ექიმს. 18 წლამდე არ მიიღება.

შენახვის პირობები
პრეპარატი ინახება ოთახის ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე.

გამოშვების ფორმა: კაფსულა #60

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: OR Supplements, აშშ

გაფრთხილება