ქსიმელინი – XYMELIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ქსილომეტაზოლინი /
XYLOMETAZOLINE

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ალფა2-ადრენომიმეტური საშუალება. სისხლძარღვთა შემავიწროვებელი საშუალება ადგილობრივი გამოყენებისთვის ოტორინოლარინგოლოგიაში.

შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
ცხვირის წვეთები 0.05%: მინის ფლაკონში 10 მლ
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი….   500 მკგ
ცხვირის წვეთები 0.1%: მინის ფლაკონში 10 მლ.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი….   1 მგ
სპრეი 0.05% ინტრანაზალური გამოყენებისთვის: მინის ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლინის ჰიდროქლორიდი….. 500 მკგ
სპრეი 0.1% ინტრანაზალური გამოყენებისთვის:
მინის ფლაკონში 15 მლ, შემფრქვევი-დოზატორით.
1 მლ
ქსილომეტაზოლნის ჰიდროქლორიდი….. 1 მგ
ჩვენებები:
სურდო; გაცივების ვირუსული და ალერგიული დაავადებების დროს ზემო სასუნთქი გზების განთავისუფლება;
ცხვირის დანამატი ღრუების (მათ შორის ჰაიმორიტისას) და შუა ყურის ანთებითი დაავადებების დროს.
მიღების წესი და დოზირება:
ქსიმელინის ცხვირის წვეთები: პირველად გამოყენების წინ გახსენით ფლაკონი და მიახრახნეთ თავსახური ბოლომდე. ამ პროცედურის შედეგად საწვეთურში წარმოიქმნება მცირე ნახვრეტი (1). მოვხსნათ თავსახური.  ფლაკონი მზადაა გამოსაყენებელად. (2). ხმარების შემდეგ თავსახური დავახუროთ.
ქსიმელინის სპრეი ინტრანაზალური გამოყენებისთვის: პირველად გამოყენების წინ წინასწარ მოხსენით დამცავი თავსახური, დააჭირეთ ხელი შემფრქვევს წვრილი ჭავლის წარმოქმნამდე (1). მოხსენით დამცავი თავსახური (2). დაიკავეთ შემფრქვევი ვერტიკალურ მდგომარეობაში. (3). ოდნავ დახარეთ თავი, ერთ ნესტოზე თითი მიიჭირეთ და მეორე ნესტოში მოათავსეთ შემფრქვევი.(4). აეროზოლის დოზირება მოახდინეთ შემფრქვევზე ხელის სწრაფი დაჭერით.
მოზრდილები და ბავშვები 7 წლის ასაკის ზევით: 0.1%-იანი ქსიმელინის ნაზალური სპრეი – 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.
2-დან 6 წლის ასაკამდე ბავშვები: 0.05%-იანი ქსიმელინის წვეთები – 1-2 წვეთი თითოეულ ნესტოში არა უხშირეს 2-3-ჯერ დღეში ან 0.05% ქსიმელინის ნაზალური სპრეი – 1 შეფრქვევა თითოეულ ნესტოში არა უმეტეს 3-ჯერ დღეში.
ყველა შემთხვევაში მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 1 კვირას.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ 2 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსიმელინის 0.05% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
◄ 7 წლამდე ასაკის ბავშვებში ქსიმელინის 0.1% ცხვირის წვეთებისა და სპრეის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება არა უმეტეს 250C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: 2 წელი.
მწარმოებელი: NYCOMED DANMARK AS, ნორვეგია

გაფრთხილება