ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინა – VACCINUM PERTUSSIS-DIPHTHERIA-TETANUS

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვაქცინა.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
აღწერილობა:
პრეპარატი წარმოადგენს თეთრ ან ოდნავ მოყვითალო შეფერილობის გამჭვირვალე სითხეს და ფხვიერ ნალექად დაყოფილ სუსპენზიას, რომელიც შენღჯრევისას მთლიანად იშლება.
ყივანახველადიფტერიატეტანუსის ვაქცინაწარმოადგენს ალუმინის ჰიდროქსიდზე სორბირებულ ყივანახველას დაღუპული მიკრობებისაგან და დიფტერია-ტეტანუსის გაწმენდილი ანატოქსინებისაგან შედგენილ ნარევს.
შემადგენლობა:
პრეპარატის 1 მლ შეიცავს 20 მილიარდ ყივანახველას მიკრობულ უჯრედებს, დიფტერიის 30 ერთეულს და ტეტანუსის ანატოქსინის 10 ანატოქსინ-შემაკავშირებელ ერთეულს.
ჩვეულებრივი დოზით (0.5 მლ) პრეპარატი შეიცავს დიფტერიის ანატოქსინს არა უმცირეს 30 საერთაშორისო მაიმუნიზირებელ ერთეულს (სმე), ტეტანუსის ანატოქსინს არა უმცირეს 60 საერთაშორისო მაიმუნიზირებელ ერთეულს, ყივანახველას ვაქცინის არა უმცირეს 4 საერთაშორისო დამცავ ერთეულს და არა უმეტეს 50 მკგ მერტიოლატს (კონსერვანტი).
გამოშვების ფორმა: ამპულაში 1 მლ (ორი ასაცრელი დოზით).
შეფუთვაში: 10 ც.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ორგანიზმში პრეპარატის შეყვანა, შესაბამისად დამტკიცებული სქემის მიხედვით, იწვევს ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის საწინააღმდეგო სპეციფიკური იმუნიტეტის ფორმირებას.
ჩვენებები:
ყივანახველა დიფტერია და ტეტანუსის პროფილაქტიკა ბავშვებში.
მიღების წესი და დოზირება:
ყივანახველადიფტერიატეტანუსის ვაქცინით აცრები უტარდებათ ბავშვებს 3 თვიდან 3 წლამდე 11 თვემდე და 29 დღის ასაკამდე (ბავშვებს ყივანახაველას გადატანის შემდეგ, უტარდებთ დიფტერია-ტეტანუსის ანატოქსინით აცრა).
პრეპარატი შეყავთ კუნთებში დუნდულოს ზედა გარეთა მეოთხედში ან ბარძაყის წინა-გარეთა ზედაპირზე 0.5 მლ დოზით (ერთჯერადი დოზა). აცრის წინ აუცილებელია ამპულის გულმოდგინედ შენჯღრევა ჰომოგენური ნარევის მიღებამდე.
ვაქცინაციის კურსი შედგება 3 აცრისაგან 1.5 თვიანი ინტერვალით (3 თვე, 4.5 თვე და 6 თვე). დროის ინტერვალების შემცირება ნებადართული არ არის.
აუცილებლობის შემთხვევაში ინტერვალების გაზრდის დროს მომდევნო აცრა ტარდება შესაძლებელ უმოკლეს ვადაში, ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის მიხედვით.
ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინის შეყვანა ორგანიზმიში შესაძლებელია, როგორც პოლიომიელიტის ვაქცინასთან, აგრეთვე აცრების ნაციონალური კალენდრის სხვა პრეპარატებთან ერთად.
რევაქცინაცია ტარდება ერთჯერადად 18 თვის ასაკში (აცრების ვადების დარღვევის შემთხვევაში 12-13 თვის შემდეგ ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინით ბოლო ვაქცინაციის შემდეგ).
განსაკუთრებული მითითებები:
◄იმ შემთხვევაში, როდესაც ბავშვებს 3 წლის 11 თვის და 29 დღის ასაკამდე არ უტარდებათ ყივანახველა-დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინით რევაქცინაცია, ამ დროს ვაქცინაცია წარმოებს დიფტერია-ტეტანუსის ანატოქსინით (4 წლის – 5 წლის 11 თვის და 29 დღის ასაკის ბავშვებში) ან დიფტერია-ტეტანუსის – ნაკლებად ვირულენტური ანატოქსინით (6 წლის ზემოთ ასაკის ბავშვებში).
◄ გამოყენების წინ ამპულას პრეპარატით გულდასმით ათვალიერებენ. პრეპარატი გამოყენებისათვის უვარგისია ამპულის მთლიანობის დარღვევის დროს, მისი მარკირების არსებობის გარეშე, პრეპარატის ფიზიკური თვისებების ცვლილების დროს (ფერის შეცვლა, დაუშლელი ფირფიტების არსებობა), ვადის გასვლის შემდეგ, არასწორად შენახვის პირობებში. ამპულის გახსნა და ვაქცინაციის პროცედურა წარმოებს ასეპტიკისა და ანტისეპტიკის მკაცრი წესების დაცვით. ამპულის შენახვა გახსნილი პრეპარატით ნებადართული არ არის.
◄ პრეპარატის შეყვანა რეგისტრირდება ავადმყოფის ისტორიაში დოზის აუცილებელი მითითებით, თარიღით, პაციენტის რეაქციით, სერიის ნომრით. შენახვის ვადით პრეპარატის დამამზადებელი ინსტიტუტის დასახელებით.
◄ პრეპარატის შეყვანის შედეგად განვითარებული რეაქციები:
აცრილი ბავშვების უმეტეს ნაწილში პირველი ორი დღის მანძილზე შესაძლებელია ხანმოკლე, ზოგადი (ტემპერატურის მომატება, შეუძლოდ ყოფნა) და ადგილობრივი (ტკივილი, ჰიპერემია, შეშუპება) რეაქციები.
იშვიათ შემთხვევებში შესაძლებელია გართულებები: კრუნჩხვები (ძირითადად ტემპერატურის მომატებით გამოწვეული), განმგმირავი ყვირილის ეპიზოდები, ალერგიული რეაქციები (ურტიკარია, პოლიმორფული გამონაყარი, კვინკეს შეშუპება).
◄ განსაკუთრებით მგრძნობიარე ბავშვებში, დაუყოვნებლივი ტიპის ალერგიული რეაქციების შესაძლებელ განვითარებასთან დაკავშირებით საჭიროა აცრილი ბავშვების სამედიცინო დაკვირვებით უზრუნველყოფა 30 წთ-ის განმავლობაში აცრის დამთავრების შემდეგ.
◄ შოკის განვითარების საშიშროებასთან დაკავშირებით, აცრების ჩატარების ადგილები უზრუნველყოფილი უნდა იყოს შოკის საწინააღმდეგო სამკურნალო საშუალებებით.
უკუჩვენებები:
* ნერვული სისტემის პროგრესირებადი დაავადებები, აფებრილური კრუნჩხვები ანამნეზში;
* დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის წინა ინექციის დროს განვითარებული ძლიერი ზოგადი რეაქციები (ტემპერატურის მომატება პირველი ორი დღეღამის განმავლობაში 40-მდე და მეტი) ან სხვადასხვა გართულებები.
შენიშვნა 1: ბავშვებში, რომლებშიც წინააღმდეგნაჩვენებია დიფტერია-ყივანახველა-ტეტანუსის ვაქცინის გამოყენება, ტარდება დიფტერია-ტეტანუსის ანატოქსინით აცრები შესაბამის გამოყენების ინსტრუქციის მიხედვით.
შენიშვნა: ბავშვის 2-ჯერ აცრის შემთხვევაში, დიფტერია-ტეტანუსის ვაქცინაციის კურსი ითვლება დამთავრებულად, ხოლო ბავშვის ერთხელ აცრის შემთხვევაში – ვაქცინაცია გრძელდება დიფტერია-ტეტანუსის ნაკლებად ვირულენტური-ანატოქსინით, რომელიც შეჰყავთ ერთჯერადად, არაუგვიანეს 3 თვის შემდეგ. ორივე შემთხვევაში პირველი რევაქცინაცია ტარდება დიფტერია-ტეტანუსის ნაკლებად ვირულენტური – ანატოქსინით ბოლო აცრიდან 9-12 თვის შემდეგ.
◄ აკდს მესამე ვაქცინაციის შემდგომი გართულებების შემთხვევაში, პირველი რევაქცინაცია ტარდება ადს-ანატოქსინით 12-18 თვის შემდეგ. შემდგომი რევაქცინაციები ტარდება 7, 14 და ყოველი მომდევნო 10 წლის განმავლობაში ადს-ანატოქსინით.
◄ ტემპერატურის მომატებით 38.5 და მეტი (აცრილების 1%-ზე მეტი) ან მკვეთრად გამოხატული ადგილობრივი რეაქცების განვითარების შემთხვევაში (რბილი ქსოვილების შეშუპება 5 სმ-ზე  მეტი დიამეტრით. ინფილტრატი 2 სმ-ზე მეტი დიამეტრით – აცრილების 4%-ზე მეტი) აგრეთვე მძიმე პოსტ-ვაქცინური გართულებების დროს საჭიროა აღნიშნული სერიის პრეპარატით აცრების ჩატარების შეწყვეტა. ვაქცინის შემდგომი გამოყენების შესახებ ინფორმაციას იძლევა შესაბამისი ინსტიტუტი.
◄ ბავშვებს მწვავე დაავადებების გადატანის შემდეგ. აცრები ენიშნებათ გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ 4 კვირის შემდეგ.
◄ რესპირატორული სისტემის დაავადებების მსუბუქი ფორმების დროს (რინიტი, ხახის მსუბუქი ჰიპერემია და სხვა) აცრების ჩატარება ნებადართულია გამოჯანმრთელებიდან მხოლოდ 2 კვირის შემდეგ.
ქრონიკული დაავადებებით შეპყრობლი პაციენტებს აცრები უტარდებათ მხოლოდ მყარი რემისიების ჩამოყალიბების შემდეგ (არაუმცირეს 4 კვირის შემდეგ).
◄ ალერგიული დაავადებების სტაბილური გამოვლენა (კანის ლოკალური დაზიანებები, ფარული ბრონქოსპაზმი და სხვა არ წარმოადგენს ვაქცინაციის წინააღმდგეჩვენებას, მისი მკურნალობა შესაძლებელია შესაბამისი თერაპიის ფონზე.
◄ ბავშვებში, არა უმცირეს 2 კგ წონით, აცრები წარმოებს მათი ნორმალური ფიზიკური და ფსიქომოტორული განვითარების შემთხვევაში. წონაში ჩამორჩენა არ წარმოადგენს ვაქცინაციის გადავადების მიზეზს.
◄ წინააღმდეგჩვენების გამოვლენის მიზნით ექიმი ან ექთანი აცრების დღეს აწარმოებენ მშობლების გამოკითხვას და ბავშვის შემოწმებას ტემპერატურის აუცილებელი გაზომვით.
◄ ბავშვები, რომლებიც დროებით განთავისუფლებულნი არიან აცრებისაგან, საჭიროებენ მუდმივ კონტროლს და შემდგომში დროული აცრების ჩატარებას.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 4-80C ტემპერატურაზე მშრალ, ბნელ ადგილას. პრეპარატის გაყინვა დაუშვებელია.
ვარგისიანობის ვადა: 1.5 წელი.
მწარმოებელი: IMUNOPREPARAT, რუსეთი

გაფრთხილება