ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.
აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …
კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ვიტამინური პრეპარატი
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
შემოგარსული ტაბლეტები: შეფუთვაში 60 ც.
1 ტაბ.
| ვიტამინი A/აცეტატი და B-კაროტინი | 5000 სე (100%) |
| ვიტამინი E/ალფატოკოფეროლის აცეტატი | 30 სე (100%) |
| ფოლის მჟავა | 400 მკგ(100%) |
| ვიტამინი B1/თიამინის მონონიტრატი | 1.5 მგ (100%) |
| ვიტამინი B2/რიბოფლავინი | 1.7 მგ (100%) |
| ნიაცინამიდი | 20 მგ (100%) |
| ვიტამინიB6/პირიდოქსინის ჰიდროქლორიდი | 2 მგ (100%) |
| ვიტამინი B12/ციანოკობალამინი | 6 მკგ (100%) |
| ვიტამინი D | 400 სე (100%) |
| ბიოტინი | 30 მკგ (10%) |
| პანთოტენის მჟავა (კალციუმის პანთოტენატი) | 10 მგ 100%) |
| კალცუმი/კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი | 162 მგ (16%) |
| ფოსფორი/კალციუმის ორფუძიანი ფოსფატი | 125 მგ (13%) |
| იოდი/ კალიუმის იოდი | 150 მკგ (100%) |
| რკინა/ რკინის ფუმარატი | 18 მგ (100%) |
| მაგნიუმი/მაგნიუმის ოქსიდი | 100 მგ (25%) |
| სპილენძი/სპილენძის ოქსიდი | 2 მგ (100%) |
| თუთია/თუთიის ოქსიდი | 15 მგ (100%) |
| მანგანუმი/მანგანუმის სულფატი | 2.5 მგ |
| კალიუმი/კალიუმის ქლორიდი | 40 მგ |
| ქლორიდი/კალიუმის ქლორიდი | 36.3 მგ |
| ქრომი/ქრომის ქლორიდი | 25 მკგ |
| მოლიბდენი/ნატრიუმის მოლიბდატი | 25 მკგ |
| სელენი/ნატრიუმის სელენატი | 25 მკგ |
| ვიტამინი K/ფიტონადიონი | 25 მკგ |
| ნიკელი/ნიკელის სულფატი | 5 მკგ |
| კალა/ორქლორიანი კალა | 10 მკგ |
| სილიციუმი/ნატრიუმის მეტასილიკატი | 10 მკგ |
| ვანადიუმი/მეტავანად ნატრიუმი | 10 მკგ |
ფარმაკოლოგიური თვისებები:
პრეპარატის ფარმაკოლოგიური თვისებები განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მოქმედებით.
ჩვენებები:
მოზრდილებში ვიტამინებისა და მინერალების უკმარისობა;
არასრული და არაბალანსირებული კვება;
ანტიბიოტიკების ხანგრძლივად მიღების შემდგომი პერიოდი;
ჰიპოვიტამინოზის სეზონური პროფილაქტიკა;
ასთენიური მდგომარეობა.
მიღების წესი და დოზირება:
პრეპარატი მოზრდილებში ინიშნება 1 ტაბლეტის ოდენობით დღეში ერთხელ. მკურნალობის კურსი შეადგენს 30 დღეს.
გვერდითი მოვლენები:
პრეპარატის მიღების შემთხვევაში მოსალოდნელია ალერგიული რეაქციები მის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ.
უკუჩვენებები:
* პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ამ პერიოდში ვიტამინების და მინერალების მიმართ მოთხოვნილება მატულობს. ცენტრუმის მიღება შეიძლება ჩვენების მიხედვით.
ორსულობის დროს არ არის რეკომენდებული 10000 სე დოზის გადაჭარბება.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატი შეიცავს რკინას, ამიტომ დიდი დოზით მიღებამ შესაძლებელია გამოიწვიოს არასასურველი მოვლენები. არ არის რეკომენდებული დღეღამური დოზის გადაჭარბება. პრეპარატის ჭარბი დოზით მიღების შემთხვევები არ არის აღწერილი.
შენახვის პირობები:
პრეპარატი ინახება 15-300C ტემპერატურაზე, მშრალ, სინათლისა და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
მწარმოებელი: WHITEHALL, აშშ