ცერებრა დროფსი / Cerebra Drops

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული პრეპარატები

შემადგენლობა:
ცერებრა დროფსის ყოველი 5მლ შეიცავს:
გამა-ამინო-ერბოს მჟავა……… 125 მგ
გლიცინი………………………………………75 მგ
გლუტამინი………………………………….100 მგ
მაგნიუმი………………………………100 მგ
ვიტამინი B6……………………………… 0,5 მგ
სიროფის არომატული ფუძე………………………q.s.

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
გამაამინოერბოს მჟავა (GABA) – წარმოადგენს ამინომჟავას, თავის ტვინის ნეიროტრანსმიტერს, რომელიც ახდენს თავის ტვინის ფუნქციონირების ნორმალიზებას და გააჩნია დამამშვიდებელი ეფექტი. გაბამ აგრეთვე შეიძლება გაზარდოს ზრდის ჰორმონის დონე. ცერებრა დროფსი ეფექტურად ხსნის სტრესის და შფოთვის სიმპტომებს.
გლიცინი – გლიცინი აგრეთვე წარმოადგენს პირობითად შეუცვლელ ამინომჟავას, ორგანიზმში მესამე ყველაზე მნიშვნელოვან მაინჰიბირებელ ნეიროტრანსმიტერს გაბას და გლუტამინის შემდგომ. გლიცინს გააჩნია გლუკოზის მსგავსი მარტივი ქიმიური სტრუქტურა. ის მარტივად იხსნება წყალში და გადაკვეთს ჰემატოენცეფალურ ბარიერს. გლიცინის შემცვლელი საკვები დანამატები (ხშირ შემთხვევაში გაბასთან და გლუტამინთან კომბინაციაში) ამცირებენ შფოთვას, აგრესიულობას, ნერვულ დაძაბულობას.
გლუტამინი – გლუტამინი აუცილებელია ბავშვის ორგანიზმის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის. გლუტამინი აგრეთვე აუცილებელია ტვინის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და საჭმლის მონელებისთვის.
მაგნიუმი – ცერებრა დროფსის შემადგენლობაში შემავალი ეს მნიშვნელოვანი მინერალი წარმოადგენს ორგანიზმში მე-4 ყველაზე გავრეცებულ მინერალს და აუცილებელი ფაქტორია ადამიანის ჯანმრთელობისთვის. ის პასუხისმგებელია ორგანიზმში მიმდინარე 300-ზე მეტ ბიოქიმიურ რეაქციაზე. მაგნიუმი ვიტამინ B6-თან კომბინაციაში კიდევ უფრო აძლიერებს უნიკალური ცერებრა დროფსის ფორმულის ეფექტურობას.
ვიტამინი B6– ვიტამინი B6 აუცილებელია მთელი ორგანიზმის ნორმალური ფუნქციონირებისთვის და მნიშვნელოვანი ფაქტორის როლი უკავია ტვინში მიმდინარე პროცესებში. ვიტამინი  B6 აუცილებელია ნერვული და იმუნური სისტემის ფუნქციონირებისთვის.

ჩვენებები:
• ქალა ტვინის ტრავმისა და სამშობიარო ტრავმის შემდგომი პერიოდი
• თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის შემდგომი პერიოდი
• მეხსიერების, ყურადღების და მეტყველების დარღვევა.
• თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, შფოთვა
• ბავშვის  გონებრივ განვითარებაში ჩამორჩენა და  ფსიქიკური აქტივობის დაქვეითება
• ცერებრული დამბლა
• სტრესი, დეპრესია, ქრონიკული დაღლილობა, ძილის დარღვევები

უკუჩვენება:
ჰიპერტენზია;  თირკმლის უკმარისობა; ორსულობა.

გამოყენება ლაქტაციის პერიოდში:
ლაქტაციის პერიოდში გამოყენების უსაფრთხოება დადგენილი არ არის და მიიღება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შედეგად.

დოზირება:
0-დან 2 წლამდე: 35 წვეთი 2-ჯერ დღეში
2 წლიდან 6 წლამდე: 70 წვეთი 2-ჯერ დღეში
6 წლიდან 14 წლამდე: 70 წვეთი 3-ჯერ დღეში
მოზრდილებში: 140 წვეთი 3-ჯერ დღეში

მიღება რეკომენდებულია კვებამდე 1 საათით ადრე.
გამოშვების ფორმა: 30მლ წვეთები
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: EuBion Corporation, პოლონეთი

გაფრთხილება