ცერებროვინი / CEREBROVIN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): კომბინირებული/comb. drug

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ნოოტროპული, ნეიროპროტექტორული,
ანგიოპროტექტორული, ანტიაგრეგანტული და მიკროცირკულაციის მაკორეგირებელი
საშუალება.
შემადგენლობა:
1 ტაბლეტი შეიცავს:
გამა ამინოერბოს მჟავა  250 მგ
გინკო ბილობას ექსტრაქტი  120 მგ
ვიტამინ B3 (ნიკოტინამიდი)   27 მგ
L-5-ჰიდროქსიტრიფტოფანი  25 მგ
ვინპოცეტინი  5 მგ
ვიტამინ B2 (რიბოფლავინი)  2.4 მგ
ვიტამინ B6 (პირიდოქსინი)  1.5 მგ
ვიტამინი B9  (ფოლიუმის მჟავა)  150 მკგ
ვიტამინ B12 (ციანკობალამინი)  1.5 მკგ

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ფარმაკოლოგიური მოქმედება:
γ-ამინოერბოს მჟავა (გაემ, GABA) – ბიოგენური ნივთიერება, ადამიანის ცენტრალური ნერვული სისტემის უმნიშვნელოვანესი შემაკავებელი ნეირომედიატორი (აქტიურია ცნს-ის სინაფსების 20-40 %-ის მიმართ), მონაწილეობას იღებს თავის ტვინში ნეირომედიატორულ და
მეტაბოლურ პროცესებში. სინაფსურ ნაპრალში გაემ-ს გადმოსროლის შემდეგ
ხდება გაემA – და გაემc – რეცეპტორების იონური არხების აქტივაცია, რასაც თან
სდევს ნერვული იმპულსების ინჰიბირება. გაემ – რეცეპტორების ლიგანდები
განიხილება, როგორც პოტენციურისამკურნალო საშუალებები ცენტრალური ნერვული
სისტემის და ფსიქიკის სხვადასხვა სახის დარღვევების დროს, რომელთაც მიეკუთვნება
პარკინსონის და ალცჰეიმერის დაავადება, ძილის დარღვევები (უძილობა, ნარკოლეფსია), ეპილეფსია. დადგენილია, რომ გაემ წარმოადგენს ძირითად მედიატორს,რომელიცმონაწილეობს ცენტრალური შეკავების პროცესებში. გაემ ააქტიურებს თავის ტვინის ენერგეტიკულ პროცესებს,ზრდის ქსოვილების სუნთქვით აქტივობას,
აუმჯობესებს თავის ტვინის მიერ გლუკოზის უტილიზაციას და სისხლისმიმოქცევას.
აღსანიშნავია, გაემს პარაკრინული და ენდოკრინული ფუნქციები: ის ცენტრალურ როლს
ასრულებს ჰიპოთალამუსის მიერ რილიიზინგ ჰორმონების სეკრეციაში. გაბა-ერგული ნეირონები აინერვირებს ჰიპოფიზს დამოქმედებს ჰიპოფიზის მიერ ზრდის
ჰორმონის, აკტჰ-ის, პროლაქტინის, TSH-ის, FT4-ის სეკრეციაზე. გლუკაგონის სეკრეციის
დათრგუნვის გამო, γ-ამინოერბოს მჟავა ერთვება სისხლში გლუკოზის დონის
კონტროლში და შესაბამისად, ეფექტურია პაციენტებში ჰიპერგლიკემიური
მდგომარეობების დროს.

 გინკო ბილობას ექსტრაქტი შეიცავს 40 კომპონენტზე მეტს, რომელთაგან
მნიშვნელოვანია ფლავანოიდურიგლიკოზიდები (24%) და ტერპენული ნაერთები (6%).
ექსტრაქტის შემადგენლობაში შემავალი ფლავანოიდურიგლიკოზიდები და ტერპენულინაერთები (გინკოლიდები და ბილობალიდები) განაპირობებს ექსტრაქტის
ფარმაკოლოგიური აქტივობის ფართო სპექტრს. გინკო ბილობას ექსტრაქტი ხელს
უშლის არტერიების სპაზმს, ამცირებს კაპილარების განვლადობას, ამცირებს სისხლის
სიბლანტეს და ხელს უშლის თრომბწარმოქმნას (როგორც თავის ტვინში, ასევე
პერიფერიულ ორგანოებში აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევის არტერიულ, ვენურ და
კაპილარულ ქსელში); თავიდან აცილებს სისხლჩაქცევას თვალის ბადურაში, რქოვანაში; იდეალურია გულისა და სისხლძარღვების, თავის ტვინის დასაცავად თავისუფალი
რადიკალების ზემოქმედებისგან (რიგი ექსპერიმენტული მოდელების დროს
აღმოჩნდა, რომ გინკო ბილობას ექსტრაქტი ახდენს თავისუფალი რადიკალების
ინჰიბირებას და მათი წარმოქმნის პროცესის ინაქტივაციას – ანტიოქსიდანტური
მოქმედება); ექსპერიმენტულ მოდელებზე დადგინდა, რომ ექსტრაქტი ზრდის თავის
ტვინის მიერ ჟანგბადის და გლუკოზის მოხმარებას, ზრდის ატფ-ის შემცველობას თავის
ტვინის ქერქში, ასტიმულირებს ტვინის ფუნქციონირებას; არეგულირებს
ნახშირწყლების ცვლას, ზრდის ინსულინის წარმოებას, იცავს პანკრეასის უჯრედებს.
გინკობილობას ექსტრაქტის მოქმედებით იზრდება ინტელექტის დონე, უმჯობესდება
ნერვული იმპულსების გატარება, მცირდება ქოლესტერინის  და შარდმჟავას დონე.
L-5-ჰიდროქსიტრიფტოფანი (5-HTP) – იგივე ოქსიტრიფტოფანი, წარმოადგენს ესენციალურ ამინომჟავას, რომელიც
ნეირომედიატორ სეროტონინის წინამორბედია. 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი
ორგანიზმში ამინომჟავატრიფტოფანიდან წარმოიქმნება, სინთეზურად კი მისი მიღება
აფრიკული მცენარის Griffonia simplicifolia-ს თესლიდან ხდება. 5-ჰიდროქსიტრიფტოფანი
ადვილად გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და ცენტრალურნერვულ სისტემაში
აძლიერებს სეროტონინის სინთეზს, შესაბამისად, ვლინდება 5-ჰიდროქსიტრიფტოფანის
დადებითი ეფექტი პაციენტებში ძილის დარღვევის, დეპრესიის, შფოთვის, მადის
დაქვეითების, ტკივილისა და ტემპერატურის აღქმის, სექსუალური ქცევის დარღვევის
დროს.
ვინპოცეტინი  ნეიროპროტექტორული, ვაზოდილატაციური, ანტიაგრეგანტული, თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებელი, ჰიპოქსიის საწინააღმდეგო
საშუალებაა. ვინპოცეტინი თავის ტვინისსისხლძარღვების გლუვ კუნთებზე
მოქმედებით აძლიერებს სისხლის ნაკადს იშემიურ უბნებში, აინჰიბირებს Ca2+და NA+
არხების, ასევე NMDA-ს და AMPA-ს რეცეპტორების ფუნქციურ აქტივობას.
ზრდის  ადენოზინისნეიროპროტექტორულ ეფექტს; აძლიერებს თავის ტვინში
გლუკოზის შეთვისებასა და უტილიზაციას – ზრდის ტვინის უჯრედების
რეზისტენტობას ჰიპოქსიის მიმართ; აქვს ანტიოქსიდანტური ეფექტი; ასტიმულირებს
ნორადრენალინისა და სეროტონინის ცერებრულ მეტაბოლიზმს; თრომბოციტების
აგრეგაციაზე მოქმედებით აქვეითებს სისხლის სიბლანტეს; ვინპოცეტინი შერჩევითად
აძლიერებს თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას და პრაქტიკულად არ მოქმედებს
არტერიულ წნევაზე, წუთმოცულობაზე, პულსის სიხშირესა და საერთო პერიფერიულ
წინააღმდეგობაზე.

ვიტამინი B3 (ნიკოტინის მჟავა) – ორგანიზმში ნიკოტინის მჟავა გარდაიქმნება
ნიკოტინამიდად, რომელიც უკავშირდება კოდეჰიდროგენაზის I და II კოფერმენტებს
(ნად და ნადფ), რომლებიც მონაწილეობენ წყალბადისგადატანის პროცესში.
მონაწილეობას იღებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, პურინების მეტაბოლიზმში,
ქსოვილოვან სუნთქვაში, გლიკოლიზისა და ბიოსინთეზის პროცესებში. ავსებს ვიტამინ
PP-ს დეფიციტს დაწარმოადგენს სპეციფიურ ანტიპელაგრულ საშუალებას.
ახდენს სისხლში ლიპოპროტეინების კონცენტრაციის ნორმალიზებას, აქვეითებს
საერთო ქოლესტერინის დონეს, დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეინების და
ტრიგლიცერიდების შემცველობას, ამცირებს ქოლესტერინ /ფოსფოლიპიდების ინდექსს, ზრდის მაღალისიმკვრივის ლიპოპროტეინების შემცველობას, რომელთაც აქვს
ანტიაგრეგანტული მოქმედება. აფართოებს წვრილ სისხლძარღვებს (მათ შორის
თავის ტვინის), აუმჯობესებს მიკროცირკულაციას, აქვს სუსტი ანტიკოაგულაციური
მოქმედება (ზრდის სისხლის ფიბრინოლიზურ აქტივობას). აუმჯობესებს მეხსიერებას,
მოძრაობის კოორდინაციას. ჰიპოქოლესტერინემიული ეფექტი ვლინდება რამდენიმე
დღეში, ტრიგლიცერიდების დაქვეითება – მიღებიდან რამდენიმე საათში.
ვიტამინი B2 (რიბოფლავინი) მრავალმხრივ უზრუნველყოფს ცენტრალური ნერვული
სისტემის ფუნქციონირებას; მონაწილეობს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების
ცვლაში, უჯრედულ სუნთქვაში. ვიტამინი B2-ის უკმარისობის დროს შეუძლებელია
სისხლწარმოქმნის პროცესის ნორმალური მიმდინარეობა.
ვიტამინი B2  მონაწილეობსანთებითი პროცესების დროს ორგანიზმის დაცვით
რეაქციაში. ააქტიურებს რეგენერაციულ პროცესებს ორგანიზმში, მონაწილეობს
ჟანგვა-აღდგენით რეაქციებში, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.
ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) მონაწილეობს ცილოვან ცვლაში; მოქმედებს კუნთებში
ბიოქიმიურ პროცესებზე მათი შეკუმშვის დროს. ვიტამინი B6 აძლიერებს იმუნიტეტს
და მისი დეფიციტის შემთხვევაში შეუძლებელია ნერვული სისტემის ნორმალური
ფუნქციონირება.
ვიტამინი B12 (ციანკობალამინი) უკიდურესად მნიშვნელოვანია უჯრედების ზრდისა და დაყოფისთვის; მონაწილეობს დნმ-ს  და რნმ-ს სინთეზში. ორგანიზმში ციანკობალამინის
დეფიციტის დროს შეუძლებელია ჰემოპოეზის პროცესების ნორმალური
მიმდინარეობა, ირღვევა ერითროციტების და თრომბოციტების წარმოქმნა.
ვიტამინი B12 მნიშვნელოვნად მოქმედებს ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების ცვლაზე, დადებითად მოქმედებს ღვიძლისა და ცენტრალური ნერვული სისტემის
ფუნქციონირებაზე, აუმჯობესებს ქსოვილების რეგენერაციას (ხელს უწყობს
ჭრილობის სწრაფ შეხორცებას).
ფოლიუმის მჟავა (ვიტამინ B9) აუცილებელია სისხლის მიმოქცევის, იმუნური  და ნერვული სისტემის ნორმალური ზრდა-განვითარებისათვის. მოზრდილებში
ფოლიუმის მჟავის დეფიციტი იწვევს მეგალობლასტური ანემიის განვითარებას.
ფოლიუმის მჟავა მნიშვნელოვან როლს ასრულებს ახალგაზრდა ჯანმრთელი
უჯრედების ზრდა-განვითარებაში, ამიტომ მისი არსებობა აუცილებელია ორგანიზმის
სწრაფი განვითარების პროცესში. ფოლიუმის მჟავა მონაწილეობს დნმ-ს
რეპლიკაციის პროცესში, რომლის დარღვევაც ზრდის სიმსივნური პროცესების
განვითარების საშიშროებას. ფოლიუმის მჟავის ნაკლებობის შემთხვევაში, პირველ
რიგში, ზიანდება ძვლის ტვინი, რომელშიც მიმდინარეობს უჯრედების დაყოფა.
სისხლის წითელი უჯრედების (ერითროციტების) წინამორბედი უჯრედები, რომლებიც წარმოიქმნება ძვლის ტვინში, ფოლიუმის მჟავის დეფიციტის
დროს იზრდება ზომებში, წარმოიქმნება ე.წ. მეგალობლასტები, ვითარდება
მეგალობლასტური ანემია.

ჩვენებები:
§  დისცირკულაციური ენცეფალოპათია (ინსულტის, ქალა – ტვინის ტრავმის შემდგომი, მოხუცებულთა ასაკის),რომელიც ვლინდება ყურადღებისა და მეხსიერების დარღვევით, ინტელექტუალური შესაძლებლობებისდაქვეითებით, შფოთვით, შიშებით, ძილის
დარღვევებით, აპრაქსიით, აფაზიით.
§  ასთენიური მდგომარეობები. ფსიქოგენური და ნევროზული მდგომარეობები
გამოწვეული თავის ტვინისტრავმული დაზიანებით.
§  ახალგაზრდა ასაკის პირებში ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესება.
§  ნეიროსენსორული დარღვევები (თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში, ჰიპოაკუზია).
§  ძილის დარღვევები (უძილობა, ნარკოლეფსია).
§  დემენცია,  ალცჰეიმერის დაავადება, ეპილეფსია.
§  არტერიოსკლეროზული და ანგიოსპასტიური ცვლილებები თვალის ბადურასა და
ქოროიდულ გარსზე,თვალის სისხლძარღვების არტერიული და ვენური თრომბოზი,
მაკულის დეგენერაციული ცვლილებები, მეორადიგლაუკომა (სისხლძარღვების
ოკლუზიით გამოწვეული).
·  ასაკობრივი, სისხლძარღვოვანი და ტოქსიური (მედიკამენტური) სმენის დაქვეითება,
მენიერის დაავადება, კოხლეოვესტიბულური ნევრიტი, ტინიტუსი.
·  გულის იშემიური დაავადება. არითმია, ათეროსკლეროზი.
·  პერიფერიული სისხლის მიმოქცევის, მიკროცირკულაციის დარღვევა, ქვემო
კიდურების არტერიო დავენოპათიები, რეინოს სინდრომი.
მიღების  წესი და დოზირება:
ცერებროვინი მიიღება პერორალურად, ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ.
საშუალო სიმძიმის დარღვევების დროს 1 ტაბლეტი 1-ჯერ დღეში, მძიმე დარღვევების შემთხვევაში 1 ტაბლეტი 1-2-ჯერ დღეში.  მკურნალობის კურსი 1-2 თვე.
გვერდითი მოვლენები: ძალიან იშვიათად დისპეფსიური მოვლენები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ალერგიული რეაქციები.
უკუჩვენება: ჰიპერმგრძნობელობა, ბავშვთა ასაკი 8 წლამდე, ორსულობა და ლაქტაციის პერიოდი.
შენახვის პირობები: შეინახეთ არაუმეტეს 24ºC ტემპერატურაზე ბავშვებისათვის
მიუწვდომელ ადგილას.
შენახვის ვადა: 2 წელი გამოშვების თარიღიდან. არ გამოიყენოთ შენახვის ვადის
ამოწურვის შემდეგ.
გამოშვების ფორმა: ტაბლეტი #30
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: PRIMEA Limited, დიდი ბრიტანეთი

გაფრთხილება