ცეტირიზინი-APO

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ცეტირიზინი/cetirizine

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ჰისტამინური H1 რეცეპტორების ბლოკატორები

ათქ კოდი: R06AE

შემადგენლობა:
პრეპარატი ცეტირიზინი-APO 10მგ შემოგარსული ტაბლეტები (CETIRIZINE 10mg FILM-COATED TABLETS) აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ცეტირიზინის ჰიდროქლორიდს.

მოქმედების მექანიზმი:
ცეტირიზინი-APO – ანტიჰისტამინური პრეპარატია, ახასიათებს ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედება. H1-ჰისტამინორეცეპტორების სელექციური ანტაგონისტი (ბლოკატორი) არ ახდენს მნიშვნელოვან ანტიქოლინერგულ და ანტისეროტონინულ გავლენას. თერაპიული დოზით პრაქტიკულად არ იწვევს სედატიურ ეფექტსა და ძილიანობას.
პრეპარატი მოქმედებს ალერგიული რეაქციის ‘ადრეულ’ – ჰისტამინდამოკიდებულ სტადიასა და ‘გვიან’ – უჯრედულ სტადიაზე; ამცირებს ეოზინოფილების მიგრაციასა და ადჰეზიის მოლეკულების (ICAM-1 და VCAM-1) ექსპრესიას, რომლებიც წარმოადგენენ ალერგიული ანთებითი რეაქციის მარკერებს. თრგუნავს ჰისტამინის სეკრეციის სხვა მედიატორებსა და ინდუქტორებს, როგორიცაა PAF (თრომბოციტების აქტივაციის ფაქტორი) და P სუბსტანცია. ამცირებს მსუბუქი მიმდინარეობის ბრონქული ასთმის ჰისტამინინდუცირებულ ბრონქოობსტუქციას, ახასიათებს კანის რეაქციის მიმართ მაღალი მაინჰიბირებელი მოქმედება, ვერ გადის ჰემატოენცეფალურ ბარიერს და პრაქტიკულად არ მეტაბოლიზდება ღვიძლში.
სისხლის პლაზმაში პრეპარატის მაქსიმალური კონცენტრაცია მიიღწევა მიღებიდან ერთი საათის განმავლობაში, ხოლო კლინიკური ეფექტი ვლინდება მიღებიდან 2 სთ-ის შემდეგ, H1-რეცეპტორების ბლოკადის ხანგრძლივობა 24 სთ-ზე მეტია. საჭმლის მიღება გავლენას არ ახდენს პრეპარატის აბსორბციის ხარისხზე, თუმცა ახანგრძლივებს მას. თერაპიული კურსის ფონზე არ ვითარდება ტოლერანტობა. ერთჯერადი დოზის მიღების შემდეგ ცეტირიზინი-APO-ს ნახევარგამოყოფის პერიოდი მოზრდილებში შეადგენს 10 სთ-ს, 6-12 წლამდე ბავშვებში – 6 სთ-ს, ხოლო 2-6 წლამდე ბავშვებში – 5 სთ-ს.

ჩვენებები:
– სეზონური და ქრონიკული ალერგიული რინიტი;
– ალერგიული კონიუნქტივიტი;
– ქავილით მიმდინარე დერმატოზები;
– ჭინჭრის ციება (ქრონიკული იდიოპათიური ჭინჭრის ციების ჩათვლით), ქვინკეს შეშუპება.

მიღების წესები და დოზები:
მოზრდილებში და 12 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში ინიშნება 10მგ ერთხელ დღეში. 6-12წლის ბავშვებში 5მგ 2-ჯერ დღეში. 2-6წლის ბავშვებში 5მგ ერთხელ დღეში.
ზომიერი ან მძიმე ფორმის თირკმლის უკმარისობის მქონე პაციენტებში დოზა 2-ჯერ უნდა შემცირდეს.

გვერდითი მოვლენები:
შესაძლოა: პირის სიმშრალე, ძილიანობა, თავის ტკივილი, ადვილად დაღლა.
იშვიათად: ალერგიული რეაქციის კანისმიერი გამოვლინება, ანგიონევროტული შეშუპება.
ცალკეულ შემთხვევებში: დისპეფსია, აღგზნებადობა

უკუჩვენება:
თირკმლის უკმარისობა, ორსულობა, ლაქტაცია, მომატებული მგრძნობელობა ცეტირიზინის მიმართ.

ორსულობა და ლაქტაცია:
ორსულობა-ლაქტაციის დროს პრეპარატის გამოყენება არ არის რეკომენდებული.

განსაკუთრებული მითითებები:
ცეტირიზინიAPO სიფრთხილით ინიშნება პაციენტებში თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, ასევე ხანდაზმულ პაციენტებში.
თირკმლის ნორმალური ფუნქციის მქონე ხანდაზმულ პაციენტებში დოზის კორექცია საჭირო არ არის.
1 წლამდე ასაკის ბავშვებში ცეტირიზინის გამოყენების საკმარისი გამოცდილება არ არსებობს.
10მგ/დღეში დოზის გადაჭარბებისას სწრაფი რეაქციის უნარი შესაძლოა დაქვეითდეს. მკურნალობის პერიოდში აუცილებელია თავი შევიკავოთ პოტენციურად სახიფათო საქმიანობისგან, რომელიც მოითხოვს ყურადღების მომატებულ კონცენტრაციას და სწრაფ ფსიქომოტორულ რეაქციებს.
ცეტირიზინის ერთდროული გამოყენება თეოფილინთან იწვევს ცეტირიზინის საერთო კლირენსის 16%-იან შემცირებას.

ვარგისობის ვადა:
იხილეთ შეფუთვაზე.

გამოშვების ფორმა: 10მგ ტაბლეტი №30

გაცემის რეჟიმი: II ჯგუფი (გაიცემა ფორმა N3 რეცეპტით)

მწარმოებელი: Apotex,  კანადა

გაფრთხილება