ცეფეკონი

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): პარაცეტამოლი/paracetamol

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები

კლინიკურფარმაკოლოგიური ჯგუფი: ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი საშუალება

შემადგენლობა
ერთი სუპოზიტორი შეიცავს: აქტიური ნივთიერება პარაცეტამოლი 50 მგ, 100 მგ, ან 250 მგ; სუპოზიტორის ფუძე: ვიტეფსოლი 1,25 მგ მასის სუპოზიტორის მისაღებად საკმარისი რაოდენობა.

ფარმაკოლოგიური თვისებები
პარაცეტამოლს გამაყუჩებელი და სიცხის დამწევი თვისებები გააჩნია. პრეპარატი აბლოკირებს ციკლოოქსიგენაზას ცენტრალურ ნერვულ სისტემაში და ამით მოქმედებს ტკივილისა და თერმორეგულირების ცენტრებზე. ანთებით ქსოვილებში უჯრედის პეროქსიდაზები ანეიტრალებენ პარაცეტამოლის ზეგავლენას ციკლოოქსიგენაზაზე, რაც ხსნის ანთების საწინააღმდეგო მნიშვნელოვანი ეფექტის არარსებობას. პროსტაგლანდინების სინთეზზე მაბლოკირებელი ზეგავლენის არარსებობა პერიფერიულ ქსოვილებში განაპირობებს უარყოფითი ზეგავლენის არარსებობას წყალ-მარილოვან ცვლასა (ნატრიუმისა და წყლის შეკავება) და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის ლორწოვანზე.

ფარმაკოკინეტიკა
აბსორბცია მაღალია, სწრაფად შეიწოვება კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან. მაქსიმალური კონცენტრაციის მიღწევის პერიოდი 30-60 წუთია. აღწევს ჰემატოენცეფალურ ბარიერში. ბიოშეღწევადობის სიდიდე ბავშვებში და ახალშობილებში იგივეა, რაც მოზრდილებში. მეტაბოლირდება ღვიძლში. ნახევარგამოყოფის პერიოდი 2-3 საათია. 24 საათის განმავლობაში პარაცეტამოლის 85-95% გამოიყოფა თირკმელებით გლუკურონიდებისა და სულფატების სახით, უცვლელი სახით 3%. მნიშვნელოვანი ასაკობრივი სხვაობა პარაცეტამოლის ელიმინაციაში და პრეპარატის საერთო რაოდენობაში, რომელიც შარდთან ერთად გამოიყოფა, არ არის.

ჩვენებები
გამოიყენება 3 თვიდან 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, როგორც:
სიცხის დამწევი საშუალება მწვავე რესპირატორული დაავადებების, გრიპის, ბავშვთა ინფექციების, პოსტვაქცინური ინექციებისა და სხვა მდგომარეობების დროს, რომლებსაც ახლავს სხეულის ტემპერატურის მომატება;
გამაყუჩებელი საშუალება მსუბუქი და საშუალო ინტენსივობის ტკივილის სინდრომის დროს, მათ შორის: თავისა და კბილის ტკივილი, კუთების ტკივილი, ნევრალგიები, ტკივილი ტრავმებისა და დამწვრობების დროს;
1-3 თვის ასაკის ბავშვებში შესაძლებელია პრეპარატის ერთჯერადი მიღება ვაქცინაციის შემდეგ ტემპერატურის დასაწევად, ყველა მაჩვენებლის მიხედვით, პრეპარატის გამოყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით შეიძლება.

მიღების წესები და დოზები
გამოიყენება რექტალურად, ნაწლავის თვითნებური დაცლის ან გამასუფთავებელი ოყნის გაკეთების შემდეგ სუპოზიტორები თავისუფლდება კონტურული შეფუთვისაგან და შეიყვანება ნაწლავში. პრეპარატის დოზირების გამოანგარიშება ხდება ასაკისა და სხეულის წონის მიხედვით, ცხრილის შესაბამისად. ერთჯერადი დოზა შეადგენს 10 – 15 მგ ბავშვის სხეულის წონის კგ-ზე, დღეში 2-3-ჯერ, 4-6 საათში ერთხელ. პარაცეტამოლის მაქსიმალური სადღეღამისო დოზა არ უნდა აღემატებოდეს 60 მგ ბავშვის სხეულის წონის კგ-ზე.

ასაკი წონა ერთჯერადი დოზა
1 – 3 თვე 4 – 6 კგ 1 სუპოზიტორი 50 მგ
3 – 12 თვე 7 – 10 კგ 1 სუპოზიტორი 100 მგ
1 – 3 წელი 11 – 16 კგ 1-2 სუპოზიტორი 100 მგ
3 – 10 წელი 17 – 30 კგ 1 სუპოზიტორი 250 მგ
10 – 12 წელი 31 – 35 კგ 2 სუპოზიტორი 250 მგ

მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა
3 დღე, როგორც სიცხის დამწევი საშუალება და 5 დღე როგორც გამაყუჩებელი საშუალება. საჭიროების შემთხვევაში კურსის გახანგრძლივება ხდება ექიმთან კონსულტაციის შემდეგ

გვერდითი მოვლენები
ალერგიული რეაქციები (მათ შორის გამონაყარი კანზე).

უკუჩვენება
ჰიპერმგრძნობელობა, ახალშობილობის პერიოდი (1 თვემდე).

განსაკუთრებული მითითებები
თირკმლისა და ღვიძლის უკმარისობა, კეთილთვისებიანი ჰიპერბილირუბინემიები (მათ შორის ჟილბერის სინდრომი), ვირუსული ჰეპატიტი, ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება, ალკოჰოლიზმი, ორსულობა, ლაქტაციის პერიოდი, გლუკოზო-6-ფოსფატდეჰიდროგენაზას გენეტიკური არარსებობა, პარაცეტამოლის შემცველი სხვა პრეპარატების ერთდროული მიღება.

ჭარბი დოზირება
სიმპტომები: მიღებიდან პირველი 24 საათის განმავლობაში კანის სიფერმკრთალე. ღებინება, გულისრევა, ანორექსია, აბდომინური ტკივილი; გლუკოზის მეტაბოლიზმის დარღვევა, მეტაბოლური აციდოზი. ღვიძლის ფუნქციის დარღვევების სიმპტომები შეიძლება ჭარბი დოზიდან 12 – 48 საათში გამოვლინდეს. მძიმე ჭარბი დოზისას ღვიძლის უკმარისობა პროგრესირებადი ენცეფალოპათიით, კომა, სიკვდილი; თირკმლის მწვავე უკმარისობა ტუბულური ნეკროზით (მ. შ. ღვიძლის მძიმე დარღვევის არარსებობისას); არითმია, პანკრეატიტი. ჰეპატოტოქსიკური ეფექტი მოზრდილებში 10 გ და მეტის მიღებისას ვლინდება.
მკურნალობა: SH- ჯგუფების დონატორებისა და გლუტატიონი-მეთიონინის სინთეზის წინამორბედთა შეყვანა ჭარბი დოზის მიღებიდან 8 – 9 საათში და N-აცეტილცისტეინი 12 საათში. შემდეგი თერაპიული ღონისძიებების ჩატარების საჭიროება (ეთიონინის შემდგომი შეყვანა, N-აცეტილცისტეინის ვენაში შეყვანა) განისაზღვრება სისხლში პარაცეტამოლის კონცენტრაციის, ასევე მისი მიღების შემდეგ გასული დროის მიხედვით.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება
ცხელების 3 დღეზე მეტ ხანს და ტკივილის სინდრომის 5 დღეზე მეტ ხანს გაგძელებისას აუცილებელია ექიმთან მიმართვა.
არ შეიძლება პარაცეტამოლის შემცველ სხვა პრეპარატებთან ერთად გამოყენება, ვინაიდან ამან შეიძლება პარაცეტამოლის ჭარბი დოზა გამოიწვიოს. 5 – 7 დღეზე ხანგრძლივად პრეპარატის გამოყენებისას საჭიროა პერიფერიული სისხლის მაჩვენებლებისა და ღვიძლის ფუნქციური მდგომარეობის კონტროლი. პარაცეტამოლი ამახინჯებს ლაბორატორიული კვლევების მაჩვენებლებს პლაზმაში გლუკოზისა და შარდმჟავას რაოდენობრივი განსაზღვრისას.
ღვიძლში მაკროსომული დამჟავების მასტიულირებლები (ფენიტოინი, ეთანოლი, ბარბიტურატები, ფლუმეცინოლი, რიმფამპიცინი, ფენილბუტაზონი, ტრიციკლური ანტიდეპრესანტები), ეთანოლი და ჰეპატოტოქსიკური სამკურნალო საშუალებები ზრდიან ჰიდროქსილირებული აქტიური მეტაბოლიტების პროდუქციას, რაც განაპირობებს მძიმე ინტოქსიკაციების განვითარების შესაძლებლობას, დოზის მცირე გადაჭარბების დროსაც კი. მიკროსომული დამჟავების ინჰიბიტორები (მ. შ. ციმეტიდინი) ამცირებენ ჰეპატოტოქსიკური მოქმედების რისკს. სალიცილატებთან ერთად გამოყენებისას იზრდება პარაცეტამოლის ნეფროტოქსიკური მოქმედება. ქლორამფენიკონთან კომბინირება იწვევს უკანასკნელის ტოქსიკური თვისებების მომატებას. აძლიერებს არაპირდაპირი მოქმედების ანტიკოაგულანტების მოქმედებას, ამცირებს ურიკოზურიული პრეპარატების ეფექტურობას.

შენახვის პირობები და ვადები
ინახება ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას; არაუმეტეს 20ºC ტემპერატურაზე.
ვარგისიანობის ვადა
3 წელი. ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება.

გამოშვების ფორმა: 50მგ რექტალური სუპოზიტორია 1-დან 3 თვემდე ბავშვებისთვის #10

გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)

მწარმოებელი: შტადა, გერმანია

გაფრთხილება