ციკლოდინონი / Cyclodynon

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (აქტიური ნივთიერება): ადამის ხე (ხეპილპილა) /agnus castus

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი: ფიტოპრეპარატები
აქტიური
ნივთიერება:
ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის მშრალი ექსტრაქტი (agni casti fructus)
შემადგენლობა:

100გრ წვეთი აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის 0.240გრ მშრალ ექსტრაქტს (7-11:1). ექსტრაგენტი: ეთილის სპირტი 70% (მოცულობითი თანაფარდობით).
სხვა ინგრედიენტები:
არააქტიური ინგრედიენტები: პიტნის არომატიზატორი, პოლისორბატი 20, პოვიდონი, ნატრიუმის საქარიდის დიჰიდრატი, სორბიტოლი 70% (არაკრისტალური), გამოხდილი წყალი. ეთილის სპირტის შემცველობა: 19% (მოცულობითი თანაფარდობით)

გამოყენების
ჩვენებები:
ციკლოდინონი® შიგნით მისაღები წვეთები წარმოადგენს მცენარეულ სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოიყენება კომპლექსურ თერაპიაში შემდეგი მდგომარეობების  დროს: (იხილეთ ”სხვა სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები”):
–  მენსტრუალური ციკლის დარღვევა
– პრემენსტრუალური სინდრომი
– ციკლური მასტოდინია (მენსტრუალურ ციკლთან დაკავშირებული მკერდის ტკივილი)
სარძევე ჯირკვლის არეში დაჭიმულობისა და შეშუპების დროს, ასევე მენსტრუალური ციკლის დარღვევისას აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგანაც შესაძლოა ადგილი ჰქონდეს ისეთ დაავადებებს, რომლებიც საჭიროებენ დამატებით სამედიცინო გამოკვლევას.
ციკლოდინონი®  არ გამოიყენება:
პრეპარატის აქტიური ნივთიერების, პიტნის არომატიზატორის ან რომელიმე დამატებითი ინგრედიენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობის შემთხვევაში.
გაფრთხილებები:
ა) ორსულობა:

ორსულობისას პრეპარატის მიღება არ არის ნაჩვენები.
ციკლოდინონი® ორალური წვეთები არ უნდა მიიღოთ ორსულობის დროს.
ბ) ლაქტაცია:
რეპროდუქტოლოგიური კვლევების მონაცემების თანახმად ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის ექსტრაქტმა შეიძლება უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს ლაქტაციაზე. ციკლოდიდნონი® ორალური წვეთები არ უნდა მიიღოთ ლაქტაციის დროს.
გ) ზეგავლენა ავტომობილის მართვის და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე:
კვლვები, პრეპარატის ზეგავლენის შესახებ ავტომობილის მართვისა და მექანიკურ დანადგარებთან მუშაობის უნარზე, ჩატარებული არ არის.
განსაკუთრებული
მითითებები:
პაციენტებმა, რომლებიც  დაავადებულნი არიან ან იყვნენ ესტროგენ-დამოკიდებული კიბოთი,  პრეპარატის მიღების წინ აუცილებლად უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. პაციენტებმა, რომლებიც იღებენ დოფამინის აგონისტებს, დოფამინის ანტაგონისტებს, ესტროგენებს ან ანტიესტროგენებს, პრეპარატის მიღებამდე უნდა გაიარონ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან. არასაკმარისი მონაცემების არსებობის გამო პრეპარატი არ გამოყენება ბავშვებში და 18 წლამდე მოზარდებში. თუ პრეპარატის გამოყენებისას სიმპტომები გაუარესდა, კონსულტაციისათვის მიმართეთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.
ითვლება, რომ აქტიური ნივთიერება, ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფი, მოქმედებს ჰიპოფიზ-ჰიპოთალამუსის ღერძზე, ამიტომ პაციენტებმა ანამნეზში ჰიპოფიზის პათოლოგიით, მიღების წინ კონსულტაციისათვის უნდა მიმართონ ექიმს.
ჰიპოფიზის პროლაქტინ-მასეკრეტირებლი სიმსივნეების შემთხვევაში ადამის ხის (ხეპილპილას) ნაყოფის შემცველი პრეპარატების მიღებამ შეიძლება შენიღბოს სიმსივნის სიმპტომები. პრეპარატი შეიცავს სორბიტოლს. პაციენტებმა ფრუქტოზას იშვიათი მემკვიდრული აუტანლობით პრეპარატი არ უნდა მიიღონ.Eეს სამედიცინო პროდუქტი შეიცავს 19 % ალკოჰოლს მოცულობითი.
სხვა
სამკურნალო საშუალებებთან და სხვა ფორმის ურთიერთქმედებები:
ადამის ხის შესაძლო დოფამინერგული და ესტროგენული ეფექტის გამო არ არის გამორიცხული ნაყოფის ურთიერთქმედება დოფამინის აგონისტებთან და ანტაგონისტებთან, ესტროგენებთან და ანტიესტროგენებთან.

გამოყენების
წესი და დოზირება:
შემდეგი ინფორმაცია გამოიყენება, თუ თქვენ არ გაქვთ ექიმის სხვა დანიშნულება.
მიიღეთ 40 წვეთი დღეში ერთხელ, დილას, მცირეოდენ წყალთან ერთად.
ოპტიმალური სამკურანლო ეფექტის მისაღწევათ, პრეპარატის მიღება რეკომენდირებულია უწყვეტად 3 თვის განმავლობაში, მენსტრუაციის პერიოდშიც.
თუ სიმპტომები რჩება პრეპარატის 3-თვიანი განუწყვეტელი მიღების შემდეგ, კონსულტაციისათვის უნდა მიმართოთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.
გამოყენება ბავშვებსა და 18 წლამდე მოზარდებში არ არის რეკომენდებული.
თუ თქვენ მიიღეთ საჭიროზე მეტი ციკლოდინონი® ორალური წვეთები:
ციკლოდინონის ორალური წვეთების დოზის გადაჭარბების შემთხვევები აღწერილი არ არის.
თუ დაგავიწყდათ ციკლოდინონი® ორალური წვეთების მიღება:
ერთდროულად არ მიიღოთ ორმაგი დოზა – 80 წვეთი, გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
გვერდითი
მოვლენები:
ისე, როგორც ყველა სხვა სამკურნალო საშუალებას, ციკლოდინონის® ორალურ წვეთებსაც შესაძლებელია ჰქონდეს გვერდითი მოვლენები. მწვავე ალერგიული რეაქციები სახის შეშუპებით, ქოშინით და ყლაპვის გაძნელებით. აღწერილია კანზე გამოხატული ალერგიული რეაქციები (გამონაყარი და ჭინჭრის ციება), თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, გასტროენტერალური აშლილობები (გულისრევა, მუცლის ტკივილი), აკნე, მენსტრუალური ციკლის დარღვევა. სიხშირე არ არის ცნობილი.
მომატებული მგრძნობელობის/ალერგიული რეაქციის პირველი ნიშნების გამოვლინებისთანავე, შეწყვიტეთ ციკლოდინონი® ორალურ წვეთების  მიღება.
თუ გამოვლინდა გვერდითი რეაქციები, რომელიც ზემოთ არ არის აღნიშნული, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან კვალიფიციურ სამედიცინო პერსონალს.

შენიშვნა:

მენსტრუალური ციკლის მოწესრიგებასთან ერთად მატულობს დაორსულების ალბათობა.
აღწერილობა
და გამოშვების ფორმა:
ციკლოდინონი® ორალური წვეთები: გამჭვირვალე მოყვითალო-მოყავისფრო სითხე პიტნის არომატით. ორალური წვეთები – გამოდის 50 მლ, 100მლ და 150მლ-იან ფლაკონებში.
შენახვის
პირობები:
არ საჭიროებს შენახვის განსაკუთრებულ პირობებს.
შეინახეთ ბნელ და ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, ტემპერატურაზე არაუმეტეს 25°c. ფლაკონის გახსნის შემდეგ პრეპარატი ვარგისია 12 თვის განმავლობაში.
ვარგისიანობის ვადა მითითებულია შეფუთვაზე. არ გამოიყენოთ პრეპარატი შეფუთვაზე აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ.

ვარგისიანობის
ვადა:
3 წელი
კონტეინერის გახსნის შემდეგ გამოყენება შესაძლებელია 12 თვის განმავლობაში.
გამოშვების ფორმა: 50მლ შიგნით მისაღები წვეთები შუშის ფლაკონში
გაცემის რეჟიმი: III ჯგუფი (ურეცეპტოდ)
მწარმოებელი: Bionorica SE, გერმანია

გაფრთხილება