ცილოქსანი – CILOXAN

ფარმაკოთერაპიული აღწერები, გამოხმაურებები, აფთიაქები, ფასები, აქციები. 25 000 მედიკამენტი. ლალი დათეშიძის პროექტით 1996 წლიდან.

საერთაშორისო დასახელება (მოქმედი ნივთიერება): ციპროფლოქსაცინი /CIPROFLOXACIN

აფთიაქები, ფასები, ფასდაკლებები …

კლინიკურ-ფარმაკოლოგიური ჯგუფი:
ფტორქინოლონების ჯგუფის ანტიბაქტერიული საშუალება.
შემადგენლობა და გამოშვების ფორმა:
თვალის წვეთები 0.3%: ფლაკონში 5 მლ, დროპ-ტეინერის საწვეთურით.
1 მლ
ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი………   3 მგ
დამხმარე ნივთიერებები:
ნატრიუმის აცეტატი, ძმარმჟავა, მანიტოლი 4.6%, ნატრიუმის ეთილენდიამინ-ტეტრა-აცეტატი 0.05%, მარილმჟავასა და ნატრიუმის ჰიდროქსიდი (pH-ის ბალანსისათვის) და გამოხდილი წყალი, სუსპენზიის მჟავიანობა pH შეადგენს  4.5-ს, ხოლო ოსმოლარობა – 300 მ/ოსმ.
ფარმაკოლოგიური თვისებები:
ცილოქსანი (ციპროფლოქსაცინის ჰიდროქლორიდი) წარმოადგენს ფტორქინილონების ჯგუფის სტერილურ სინთეზურ ანტიმიკრობულ პრეპარატს, რომელსაც ახასიათებს გრამუარყოფითი და გრამდადებით მიკროორგანიზმებზე ბაქტერიციდული მოქმედების ფართო სპექტრი.
სხვა ქინოლონებისაგან განსხვავებით, მის მოლეკულაში ფტორის ატომი იმყოფება მეექვსე, პიპერაზინული რადიკალი – მეშვიდე, ხოლო ციკლოპროპილის რადიკალი მეშვიდე პოზიციაში.
პრეპარატის მოქმედების მექანიზმი დაკავშირებულია ბაქტერიული უჯრედის დნმ-ის სპეციფიკური ფერმენტის – დნმ-ჰირაზას ბლოკირებასთან, რის შედეგადაც ირღვევა დნმ-ის სპირალიზაციის პროცესი, რაც დამღუპველად მოქმედებს მიკროორგანიზმებზე.
ფარმაკოკინეტიკა:
შეწოვა: ჩატარებული კვლევების თანახმად, პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას თვალში მისი კონცენტრაცია სისხლის პლაზმაში არ აღემატება 5 მგ/მლ, მისი საშუალო კონცენტრაცია შეადგენს 2.5 მგ/მლ.
მიკრობიოლოგია: in vitro კვლევით დადგენილი იქნა, რომ პრეპარატს გააჩნია მოქმედების ფართო სპექტრი გრამდადებით და გრამუარყოფითი მიკროორგანიზმების მიმართ.
პრეპარატი აქტიურია როგორც in vitro ასევე in vivo შემდეგი გრამდადებითი და გრამუარყოფითიმიკროორგანიზმების მიმართ:
Staphylococcus aureus; Staphylococcus epidermidis, Staphylococcus pneumoniae;Streptococcus viridans; Pseudomonas aeruginosa; Serratia marcescens
ზოგიერთი მიკროორგანიზმების მგრძნობელობა ციპროფლოქსაცინის მიმართ დადგენილია in vitro, როგორიცაა: Enterococus faecalis, Staphylococcus haemoliticus; Staphylococcus hominis; Staphilococcus saprophyticus; Streptococcus pyrogens.
გრამუარყოფითები: Acinobacter calcoaceticus, Aeromonas caviae, Aeromonas hydrophyla, Alcaligenes spp., Brucella melitensis, Campylobacter coli, Campylobacter jejuni, Chlamydia trachomatis, Citrobacter diversus, Citrobacter freundii, Corynebacterium diphtheriae, Edwardsiella tarda, Enterobacter aeorogenes, Enterobacter cloacae, Escherichia coli, Flavobacterium spp., Haemophilus ducreyi, Haemophilus influenzae, Haemophilus parainfluenzae, Hafnia alvei, Klebsiella pneumoniae, Klebsiella oxytoca, Legionella pneumophila, Listeria monocytogenes, Moraxella (Branhamella) catarrhalis, Morganella morganii, Mycobacterium kansasii, Mycobacterium tuberculosis, Mycobacterium fortuitum, Neisseria gonorrhoeae, Neisseria meningitidis, Pasteurella multocida, Plesiomonas shigelloides, Proteus mirabilis, Proteus vulgaris, Providencia rettgeri, Providencia stuartii, Pseudomonas aeruginosa, Salmonella typhi, Salmonella enteritidis, Serratia marcescens, Shigella flexneri, Shigella sonnei, Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Staphylococcus haemolyticus, Staphylococcus hominis, Staphylococcus saprophyticus, Streptococcus agalactiae, Streptococcus faecalis, Streptococcus pyogenes, Streptococcus viridans, Vibrio cholerae, Vibrio parahaemolyticus, Vibrio vulnificus, Yersinia enterocolitica.
სხვა
მიკროორგანიზმები:
Chlamydia trachomatis, Mycobacterium tuberculosis.
ზოგიერთი შტამები Pseudomonas capacia და Pseudomonas maltophylia არ არიან მგრძნობიარე ციპროფლოქსაცინის მიმართ, ასევე ანაერობული მიკრობები, მათ შორის Bacteroides fragilis და Clostridium difficile.
ჩვენებები:
ცილოქსანის გამოყენება ნაჩვენებია ისეთი პათოლოგიური მდგომარეობების დროს, რომლებსაც იწვევენ, რქოვანას წყლული: Pseudomonas aeruginosa, Serratia marcescens, StaphilºCºCcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae.
კონიუქტივიტები: Staphylococcus aureus, Staphylococcus epidermidis, Streptococcus pneumoniae.
მიღების წესი და დოზირება:
რქოვანას წყლულის დროს პირველი 6 სთ-ის განმავლობაში იწვეთებენ 2 წვეთს ყოველ 15 წთ-ში ორივე თვალში, შემდგომში კი – ყოველ 30 წთ-ში; მკურნალობის მეორე დღეს – 2 წვეთი ყოველ 1 სთ-ში, ხოლო მე-3-დან მე-14 დღემდე ორ-ორი წვეთი ყოველ 4 სთ-ში ერთხელ. თუ ეპითელიზაცია არ განვითარდა, შესაძლებელია მკურნალობის გაგრძელება 14 დღის შემდეგაც.
ბაქტერიული კონიუნქტივიტის შემთხვევაში პირველ დღეს გამოიყენება 1-2 წვეთი დაზიანებულ თვალში ყოველ 2 საათში ერთხელ, ხოლო მომდევნო 5 დღის განმავლობაში კი – ყოველ 4 საათში ერთხელ.
გვერდითი მოვლენები:
ყველაზე ხშირია ადგილობრივად წვის შეგრძნება და დისკომფორტი. 10%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება თვალში უცხო სხეულის შეგრძნება, კონიუნქტივის ჰიპერემია, არასასიამოვნო გემო პირის ღრუში პრეპარატის თვალში ინსტილაციისთანავე. 1%-ზე ნაკლებ შემთხვევაში აღინიშნება: კერატიტი, კერატოპათია, ალერგიული რეაქცია, ცრემლდენა, ფოტოფობია.
უკუჩვენებები:
* ცილოქსანის ან პრეპარატში შემავალი სხვა კომპონენტების მიმართ მომატებული მგრძნობელობა.
ორსულობა და ლაქტაცია:
ექსპერიმენტის პირობებში ვირთაგვებში ცილოქსანი არ მოქმედებდა რეპროდუქციულ ფუნქციაზე და ნაყოფზე. კვლევები ორსულ ქალებში პრეპარატის ადგილობრივად გამოყენებისას არ ჩატარებულა, რის გამოც მისი დანიშვნა ამ კატეგორიის პაციენტებში და ლაქტაციის პერიოდში შესაძლებელია მოსალოდნელი სარგებლიანობის და პოტენციური რისკის შეფასების შედეგად.
განსაკუთრებული მითითებები:
◄ პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ ადგილობრივად, არასაინექციოდ.
◄ პრეპარატის გამოყენებამდე საჭიროა მოიხსნას კონტაქტური ლინზები.
◄ მისმა სისტემურმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს მძიმე სახის ჰიპერმგრძნობელობა (ანაფილაქსიის მსგავსი), რაც შეიძლება გახდეს ლეტალური გამოსავლის მიზეზი. მძიმე ანაფილაქსიური რეაქციები საჭიროებენ გადაუდებელ თერაპიულ დახმარებას გლუკოკორტიკოიდული ჰორმონების, ანტიჰისტამინური და ვაზოპრესული საშუალებების მიღების სახით.
◄ პრეპარატის ხანგრძლივმა გამოყენებამ სხვა მიკრობული საშუალებების მსგავსად, შეიძლება ხელი შეუწყოს პრეპარატის მიმართ რეზისტენტული მიკროორგანიზმების გამრავლებას, მათ შორის სოკოების. სუპერინფექციის შემთხვევაში საჭიროა დაინიშნოს დამატებითი მკურნალობა. მედიკამენტის მიღება უნდა შეწყდეს ჰიპერმგრძნობელობის გამოვლენისთანავე.
ჭარბი დოზირება:
პრეპარატის ჭარბი რაოდენობით თვალში მოხვედრის შემთხვევაში საჭიროა მისი მობანვა თბილი წყლით.
სხვა
წამლებთან ურთიერთქმედება:
– სპეციალური გამოკვლევები არ ჩატარებულა, მაგრამ ცნობილია, რომ ქინოლონის სისტემური შეყვანა ორგანიზმში ზრდის თეოფილინის კონცენტრაციას სისხლის პლაზმაში, მოქმედებს კოფეინის მეტაბოლიზმზე, აძლიერებს არაპირდაპირი ანტიკოაგულანტების მოქმედებას.
ლაქტაციის პერიოდი: საჭიროა სიფრთხილე პრეპარატის დანიშვნის დროს. ვინაიდან არ არის ცნობილი გადადის თუ არა იგი დედის რძეში თვალში ინსტილაციის შემდეგ. ცნობილია, რომ მისი 500 მგ დოზით პერორალურად მიღებისას, იგი ექსკრეტირდება დედის რძეში.
პედიატრიაში: უსაფრთხოება და ეფექტურობა 12 წლამდე ასაკის ბავშვებში ცნობილი არ არის.
შენახვის პირობები:
ფლაკონი ინახება 2-300C ტემპერატურაზე, მზისაგან და ბავშვებისაგან დაცულ ადგილას.
ვარგისიანობის ვადა: ფლაკონის გახსნიდან 1 თვე.
მწარმოებელი: ALCON. ბელგია

გაფრთხილება